2 მატიანე 11:1—23
11 იერუსალიმში მისვლისთანავე შეკრიბა რობოამმა+ იუდასა და ბენიამინის სახლი,+ ას ოთხმოცი ათასი რჩეული ბრძოლისუნარიანი ვაჟკაცი,+ რომ შებრძოლებოდნენ ისრაელს და სამეფო რობოამისთვის დაებრუნებინათ.
2 მაშინ გამოეცხადა იეჰოვას სიტყვა შემაიას,+ ჭეშმარიტი ღვთის კაცს:
3 «უთხარი იუდას მეფე რობოამს,+ სოლომონის ძეს, და იუდასა და ბენიამინში მყოფ მთელ ისრაელს,
4 აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „არ გახვიდეთ და არ შეებრძოლოთ თქვენს ძმებს.+ თითოეული თქვენ-თქვენ სახლებში დაბრუნდით, რადგან ჩემი ნებით მოხდა ეს“».+ ისინიც დაემორჩილნენ იეჰოვას სიტყვას და აღარ წავიდნენ იერობოამის წინააღმდეგ.+
5 ცხოვრობდა რობოამი იერუსალიმში და ამაგრებდა ქალაქებს იუდაში.
6 მან აღადგინა ბეთლემი,+ ეტამი+ და თეკოა,+
7 ბეთ-ცური,+ სოქო+ და ადულამი,+
8 გათი,+ მარეშა+ და ზიფი,+
9 ადორაიმი, ლაქიში+ და აზეკა,+
10 ცორა,+ აიალონი+ და ხებრონი+ — იუდასა და ბენიამინის გამაგრებული ქალაქები.
11 მან გაამაგრა ციხესიმაგრეები,+ წინამძღოლები დააყენა+ და იქაურობა საჭმლით, ზეთითა და ღვინით მოამარაგა;
12 ქალაქები დიდი ფარებითა+ და შუბებით+ მოამარაგა და საგულდაგულოდ გაამაგრა. იუდა და ბენიამინი კვლავაც მის ხელში რჩებოდა.
13 მთელ ისრაელში მცხოვრები მღვდლები და ლევიანები ჩავიდნენ თავ-თავიანთი მხარეებიდან და გვერდით დაუდგნენ მას.
14 მიატოვეს ლევიანებმა თავიანთი საძოვრები+ და სამფლობელოები+ და იუდასა და იერუსალიმში+ ჩავიდნენ (რადგან ჩამოართვეს მათ მღვდლობა იერობოამმა+ და მისმა ძეებმა,+ იეჰოვასთვის რომ აღარ ემსახურათ.
15 დაიყენა მან ქურუმები მაღლობებზე,+ თხისმაგვარი დემონებისა*+ და თავის გაკეთებული ხბოების თაყვანსაცემად).+
16 მათ მიჰყვნენ ისრაელის ყველა ტომიდან ისინი, ვინც გულით ეძებდა იეჰოვას, ისრაელის ღმერთს, და იერუსალიმში+ ჩავიდნენ თავიანთი მამა-პაპის ღვთისთვის, იეჰოვასთვის მსხვერპლის შესაწირავად.+
17 ისინი განამტკიცებდნენ იუდას მეფობას+ და სამ წელიწადს უჭერდნენ მხარს რობოამს, სოლომონის ძეს, რადგან სამ წელიწადს დადიოდნენ დავითისა და სოლომონის გზით.+
18 რობოამმა ცოლად შეირთო მახალათი, დავითის ვაჟის იერიმოთისა და ელიაბის,+ იესეს ვაჟის, ასულის აბიჰაილის ასული.
19 მისგან შეეძინა ვაჟები: იეუში, შემარია და ზაჰამი.
20 მერე შეირთო მააქა,+ აბესალომის+ შვილიშვილი. მისგან შეეძინა აბია,+ ათაი, ზიზა და შელომითი.
21 რობოამს სხვა ცოლებსა და ხარჭებზე მეტად უყვარდა მააქა, აბესალომის შვილიშვილი;+ მას თვრამეტი ცოლი და სამოცი ხარჭა ჰყავდა, რომელთაგანაც ოცდარვა ვაჟი და სამოცი ასული შეეძინა.
22 რობოამმა მააქას ვაჟი აბია დააყენა თავკაცად, მისი ძმების წინამძღოლად, რადგან მის გამეფებას ფიქრობდა,
23 თუმცა ის გონივრულად+ მოიქცა და თავისი ვაჟებიდან ზოგიერთი იუდასა და ბენიამინის+ ყველა კუთხეში, ყველა გამაგრებულ ქალაქში+ დაგზავნა; უხვად+ მისცა მათ სარჩო და მრავალი ცოლი შერთო.+