2 მატიანე 12:1—16
12 როგორც კი განმტკიცდა რობოამის მეფობა+ და როგორც კი გაძლიერდა ის, მან და მასთან ერთად მთელმა ისრაელმა+ მიატოვეს იეჰოვას კანონი.+
2 მეფე რობოამის მეფობის მეხუთე წელს+ ეგვიპტის მეფე შიშაკი*+ გამოვიდა იერუსალიმის წინააღმდეგ (რადგან მათ უორგულეს იეჰოვას)+
3 ათას ორასი ეტლითა+ და სამოცი ათასი მხედრით, და მასთან ერთად ურიცხვი+ ხალხი გამოვიდა ეგვიპტიდან — ლიბიელები,+ სუქიმელები და ეთიოპები.+
4 აიღო იუდას გამაგრებული ქალაქები+ და ბოლოს იერუსალიმსაც მიადგა.+
5 მივიდა წინასწარმეტყველი შემაია+ რობოამთან და იუდას მთავრებთან, რომლებსაც შიშაკის გამო იერუსალიმში მოეყარათ თავი, და უთხრა მათ: «აი რას ამბობს იეჰოვა: „თქვენ მიმატოვეთ+ და მეც შიშაკს შეგატოვეთ+ ხელში“».
6 მაშინ თავი დაიმდაბლეს+ ისრაელის მთავრებმა და მეფემ და თქვეს: მართალიაო იეჰოვა.+
7 როცა იეჰოვამ დაინახა,+ რომ მათ თავი დაიმდაბლეს, იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა შემაიას:+ „თავი დაიმდაბლეს+ მათ. აღარ მოვსპობ, ცოტა ხანში გადავარჩენ და აღარ გადმოიღვრება ჩემი რისხვა იერუსალიმზე შიშაკის ხელით,+
8 მაგრამ გახდებიან მისი მსახურები,+ რათა იცოდნენ, რა სხვაობაა ჩემს მსახურებასა+ და მიწიერი სამეფოების მსახურებას შორის“.+
9 ეგვიპტის მეფე შიშაკი+ იერუსალიმის წინააღმდეგ გამოვიდა და წაიღო იეჰოვას სახლის საგანძური+ და მეფის სასახლის საგანძური;+ მან ყველაფერი წაიღო, მათ შორის სოლომონის მიერ გაკეთებული ოქროს ფარებიც.+
10 მათ სანაცვლოდ მეფე რობოამმა სპილენძის ფარები გააკეთა და ჩააბარა მალემსრბოლთა ზედამხედველებს,+ მეფის სასახლის შესასვლელის+ დარაჯებს.+
11 ყოველთვის, როცა მეფე იეჰოვას სახლში მიდიოდა, მალემსრბოლები შედიოდნენ და გამოჰქონდათ ისინი, შემდეგ კი მალემსრბოლთა სადარაჯო ოთახში აბრუნებდნენ.+
12 რაკი თავი დაიმდაბლა მან, გაბრუნდა იეჰოვას რისხვა მისგან+ და არ უფიქრია მათი სრულად განადგურება.+ კარგი საქმეებიც კეთდებოდა იუდაში.+
13 მეფე რობოამი კვლავ განმტკიცდა იერუსალიმში და განაგრძო მეფობა. ორმოცდაერთი წლისა გამეფდა რობოამი+ და ჩვიდმეტ წელიწადს მეფობდა იერუსალიმში, ქალაქში,+ რომელიც ისრაელის ტომებიდან ამოარჩია იეჰოვამ თავისი სახელის დასავანებლად.+ დედამისი ამონელი+ ნაამა+ იყო.
14 ბოროტებას სჩადიოდა+ რობოამი, რადგან მთელი გულით არ ეძებდა იეჰოვას.+
15 რობოამის საქმეები, პირველიდან უკანასკნელამდე,+ შემაია+ წინასწარმეტყველისა და იდო წინასწარმხილველის+ სიტყვებშია ჩაწერილი, რაც საგვარეულო ნუსხის სახით დაიწერა. გაუთავებელი ომი იყო რობოამსა+ და იერობოამს+ შორის.
16 განისვენა რობოამმა თავისი მამა-პაპის გვერდით+ და დამარხეს ის დავითის ქალაქში,+ მის შემდეგ კი მისი ვაჟი, აბია+ გამეფდა.
სქოლიოები
^ იგივე შეშონქი.