2 მატიანე 14:1—15
14 განისვენა აბიამ თავისი მამა-პაპის გვერდით+ და დამარხეს ის დავითის ქალაქში.+ მის შემდეგ მისი ვაჟი ასა+ გამეფდა, რომლის დროსაც ათ წელიწადს მოსვენებული იყო ქვეყანა.+
2 კარგად და სწორად იქცეოდა ასა იეჰოვას, თავისი ღვთის თვალში.
3 მოსპო მან უცხო სამსხვერპლოები+ და მაღლობები,+ დაამტვრია წმინდა სვეტები+ და წმინდა ბოძები;+
4 მოუწოდა იუდას, რომ ეძებნათ+ იეჰოვა, თავიანთი მამა-პაპის ღმერთი, და შეესრულებინათ კანონი+ და მცნება;+
5 მოსპო იუდას ქალაქებში მაღლობები და სასაკმევლეები.+ მოსვენებული იყო სამეფო+ მისი მეფობის დროს.
6 მან ააშენა გამაგრებული ქალაქები იუდაში,+ რადგან მოსვენებული იყო ქვეყანა. ომი არ ჰქონია მას ამ წლების განმავლობაში, რადგან იეჰოვამ დაასვენა ის.+
7 მიმართა მან იუდას: „მოდი, ავაშენოთ ეს ქალაქები, შემოვავლოთ მათ გალავნები,+ გავუკეთოთ კოშკები,+ ორმაგი კარები და ურდულები.+ ჩვენია ეს მიწა, რადგან ვეძებთ იეჰოვას, ჩვენს ღმერთს;+ ვეძებთ და ისიც მშვიდობას გვაძლევს ყოველი მხრიდან“.+ აშენებდნენ ისინი და ხელიც ემართებოდათ.+
8 ასას ჰყავდა ჯარი, დიდი ფარითა+ და შუბით+ შეიარაღებული სამასი ათასი კაცი იუდადან+ და ფარითა და მშვილდით+ შეიარაღებული ორას ოთხმოცი ათასი+ კაცი ბენიამინიდან. ყველანი მამაცნი და ძლიერნი იყვნენ.
9 ეთიოპი ზერახი+ მილიონიანი ჯარითა+ და სამასი ეტლით გამოვიდა მათ წინააღმდეგ და მარეშას+ მიადგა.
10 ასაც გამოვიდა მის წინააღმდეგ და ცეფათას ველზე, მარეშასთან დაირაზმნენ.
11 მოუხმო ასამ იეჰოვას, თავის ღმერთს:+ „იეჰოვა, შემწევ, სიმრავლისა თუ უძლურების მიუხედავად!+ დაგვეხმარე, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რადგან შენზე ვართ მონდობილნი+ და შენი სახელით+ გამოვედით ამ ბრბოს წინააღმდეგ! იეჰოვა, შენა ხარ ჩვენი ღმერთი,+ ნუ იმძლავრებს მოკვდავი კაცი შენზე!“+
12 მაშინ დაამარცხა იეჰოვამ+ ეთიოპები ასას და იუდას წინაშე და გაიქცნენ ეთიოპები.
13 ასამ და მასთან მყოფმა ხალხმა გერარამდე+ სდიეს მათ; ეცემოდნენ ეთიოპები, მათგან არავინ გადარჩენილა ცოცხალი, რადგან განადგურდნენ იეჰოვასა+ და მისი ბანაკის+ წინაშე. დიდი ნადავლი წამოიღო მათგან ხალხმა.+
14 დასცეს მათ გერარის გარშემო მდებარე ქალაქებიც, ვინაიდან იეჰოვას შიშმა+ მოიცვა ხალხი. გაძარცვეს ქალაქები, რადგან იქ ბევრი რამ იყო დასატაცებელი.+
15 მოსპეს მწყემსთა კარვებიც,+ წაასხეს მრავალი+ ფარა და აქლემები+ და იერუსალიმში დაბრუნდნენ.