2 მატიანე 15:1—19

15  ღვთის სული+ გადმოვიდა აზარიაზე, ოდედის+ ძეზე.  მივიდა ის ასასთან და უთხრა: „მისმინეთ, ასა, იუდა და ბენიამინ! იეჰოვა თქვენთან არის, სანამ მასთან ხართ.+ თუ ძებნას+ დაუწყებთ, გაპოვნინებთ თავს, მაგრამ თუ მიატოვებთ, ისიც მიგატოვებთ.+  მრავალი დღე იყო ისრაელი+ ჭეშმარიტი ღვთის, მღვდლის სწავლებისა+ და კანონის გარეშე.  გაჭირვებისას+ უბრუნდებოდნენ იეჰოვას, ისრაელის ღმერთს,+ ეძებდნენ მას და ისიც თავს აპოვნინებდა.+  იმ დროს მშვიდობა არ ჰქონდა მიმსვლელ-მომსვლელს,+ რადგან არეულობები იყო სხვადასხვა მხარის მკვიდრთა შორის.+  ხალხი ხალხს ანადგურებდა+ და ქალაქი — ქალაქს, რადგან ღმერთმა ყოველგვარი გასაჭირით შეაშფოთა ისინი.+  გამბედაობა მოიკრიბეთ+ და ხელები არ ჩამოუშვათ,+ რადგან დაჯილდოვდება თქვენი საქმიანობა!“+  როგორც კი ასამ ეს სიტყვები და ოდედ წინასწარმეტყველის+ ეს წინასწარმეტყველება მოისმინა, გამბედაობა მოიკრიბა და მოსპო სისაძაგლეები+ იუდასა და ბენიამინის მიწაზე და იმ ქალაქებში, ეფრემის მთიან მხარეში+ რომ დაიპყრო; მან აღადგინა იეჰოვას წინკარის წინ მდგარი იეჰოვას სამსხვერპლოც.+  მან შეკრიბა მთელი იუდა და ბენიამინი+ და მათთან მყოფი ხიზნები+ ეფრემიდან, მენაშედან და სიმონიდან, რადგან ისრაელიდან მრავალი გადავიდა მის მხარეზე, როცა დაინახეს, რომ იეჰოვა, მისი ღმერთი იყო მასთან.+ 10  ასას მეფობის მეთხუთმეტე წლის მესამე თვეს შეიკრიბნენ ისინი იერუსალიმში. 11  მოტანილი ნადავლიდან შვიდასი ხარი და შვიდი ათასი ცხვარი შესწირეს მსხვერპლად იეჰოვას იმ დღეს. 12  შეთანხმება+ დადეს, რომ მთელი გულითა და სულით+ დაუწყებდნენ ძებნას იეჰოვას, თავიანთი მამა-პაპის ღმერთს, 13  და ყველა, ვინც არ მოძებნიდა იეჰოვას, ისრაელის ღმერთს, უნდა მომკვდარიყო,+ დიდი თუ პატარა,+ კაცი თუ ქალი.+ 14  შეჰფიცეს+ იეჰოვას დიდი ხმით, მხიარული შეძახილითა და სხვადასხვანაირი საყვირის ახმიანებით. 15  მთელი იუდა ხარობდა+ ამ ფიცით, რადგან მთელი გულით დაიფიცეს, სიამოვნებით ეძებდნენ ღმერთს და მანაც აპოვნინა მათ თავი.+ კვლავაც მშვიდობას აძლევდა იეჰოვა მათ ყოველი მხრიდან.+ 16  მეფე ასამ+ ბებიამისს, მააქას,+ დედოფლობა ჩამოართვა,+ რადგან საზიზღარი კერპი ჰქონდა გაკეთებული წმინდა ბოძისთვის.+ დაამტვრია ასამ მისი საზიზღარი კერპი,+ გააცამტვერა და კედრონის ხევში+ დაწვა.+ 17  ოღონდ მაღლობები+ არ გაუქმებულა ისრაელში,+ თუმცა წრფელი იყო ასას გული მთელი მისი სიცოცხლე.+ 18  მან ჭეშმარიტი ღვთის სახლში მიიტანა მამამისისა და თავის მიერ განწმენდილი ოქრო-ვერცხლი და სხვადასხვა ნივთები.+ 19  ომი არ ყოფილა ასას მეფობის ოცდამეთხუთმეტე წლამდე.+

სქოლიოები