2 მატიანე 16:1—14
16 ასას მეფობის ოცდამეთექვსმეტე წელს ისრაელის მეფე ბააშა+ იუდას წინააღმდეგ გამოვიდა და მშენებლობა დაიწყო რამაში,+ რათა ვერც ვერავინ გამოსულიყო იუდას მეფე ასასგან და ვერც შესულიყო მასთან.+
2 გამოიტანა ასამ ოქრო-ვერცხლი იეჰოვას სახლის საგანძურიდან+ და მეფის სასახლის საგანძურიდან,+ გაუგზავნა სირიის მეფე+ ბენ-ჰადადს,+ რომელიც დამასკოში+ ცხოვრობდა, და შეუთვალა:
3 „შეთანხმება გვაქვს მე და შენ, მამაჩემსა და მამაშენს. აი გიგზავნი ოქრო-ვერცხლს. წადი და დაარღვიე ისრაელის მეფე ბააშასთან+ დადებული შეთანხმება, რომ ჩამომშორდეს“.+
4 ბენ-ჰადადმაც მოუსმინა მეფე ასას, გაგზავნა თავისი მხედართმთავრები ისრაელის ქალაქების წინააღმდეგ, რომლებმაც დაამხვეს იონი,+ დანი+ და აბელ-მაიმი+ და მოსპეს ნაფთალის+ ქალაქების სამარაგო ადგილები.+
5 როგორც კი ბააშამ ეს ამბავი შეიტყო, მაშინვე შეწყვიტა მშენებლობა რამაში და შეაჩერა თავისი საქმე.+
6 მეფე ასამ კი შეკრიბა მთელი იუდა,+ მათაც გამოიტანეს რამის ქვები+ და მორები, რითაც ბააშა აშენებდა,+ და ამ მასალით დაიწყო მან მშენებლობა გებასა+ და მიცფაში.+
7 მაშინ წინასწარმხილველი ხანანი+ მივიდა იუდას მეფე ასასთან და უთხრა: „რაკი სირიის მეფეს მიენდე+ და არა იეჰოვას, შენს ღმერთს,+ ამიტომ გადაურჩა სირიის მეფის ჯარი შენს ხელს.
8 განა დიდძალი ჯარი, უამრავი ეტლი და მხედარი+ არ ჰყავდათ ეთიოპებსა+ და ლიბიელებს?!+ მაგრამ ხომ ჩაგიგდო ხელში ისინი იეჰოვამ, მას რომ მიენდე?!+
9 იეჰოვას თვალები+ აკვირდება მთელ დედამიწას,+ რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით+ არის მასთან. ამჯერად უგუნურად+ მოიქეცი, ამიტომ ომები გექნება ამიერიდან“.+
10 გაბრაზდა ასა წინასწარმხილველზე და საპყრობილეში+ ჩააგდო ის, რადგან განარისხა მისმა ნათქვამმა.+ ამავე დროს ასამ სხვების ჩაგვრაც+ დაიწყო.
11 ასას საქმეები, პირველიდან უკანასკნელამდე, იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნშია+ ჩაწერილი.
12 ასას მეფობის ოცდამეცხრამეტე წელს მას ფეხები დაუსნეულდა და მძიმედ დაავადდა.+ ავადმყოფობის დროსაც კი არ ეძებდა ის იეჰოვას,+ არამედ მკურნალებს+ მიმართავდა.
13 ბოლოს განისვენა ასამ თავისი მამა-პაპის გვერდით;+ მოკვდა თავისი მეფობის ორმოცდამეერთე წელს.
14 დამარხეს ის დიდებულ სამარხში,+ რომელიც თავისთვის ჰქონდა გამზადებული დავითის ქალაქში.+ დაასვენეს ის სარეცელზე, რომელიც ნაირ-ნაირი ნაზავით დამზადებული განსაკუთრებული+ ნელსაცხებლითა+ და ბალზამით+ იყო სავსე. დაკრძალვის დროს მას ძალიან ბევრი საკმეველი უკმიეს.+