2 მატიანე 17:1—19

17  მის შემდეგ მისი ვაჟი იეჰოშაფატი+ გამეფდა და განმტკიცდა ისრაელში.  ჯარი ჩააყენა იუდას გამაგრებულ ქალაქებში, საბრძოლო ბანაკები — იუდას მიწაზე და ეფრემის ქალაქებში, რომლებიც მამამისმა, ასამ დაიპყრო.+  იეჰოვა იყო იეჰოშაფატთან,+ რადგან ის ისე დადიოდა, როგორც ძველ დროს მისი წინაპარი დავითი,+ და არ ეძებდა ბაალებს.+  თავისი მამის ღმერთს ეძებდა ის,+ მისი მცნებით დადიოდა+ და არ იქცეოდა ისრაელის მსგავსად.+  იეჰოვა განამტკიცებდა სამეფოს მის ხელში;+ მთელ იუდას მიჰქონდა იეჰოშაფატთან ძღვენი,+ მდიდრდებოდა ის და დიდებას იხვეჭდა.+  გაბედულად დადიოდა ის იეჰოვას გზით,+ მან მოსპო იუდაში მაღლობები+ და წმინდა ბოძები.+  თავისი მეფობის მესამე წელს მოიხმო მან მთავრები — ბენ-ხაილი, ობადია, ზაქარია, ნეთანელი და მიქაია, რომ მათ ესწავლებინათ იუდას ქალაქებში.  მათთან ერთად იყვნენ ლევიანები: შემაია, ნეთანია, ზებადია, ასაჰელი, შემირამოთი, იეჰონათანი, ადონია, ტობია და ტობ-ადონია — ლევიანები, და მათთან ერთად მღვდლები — ელიშამა და იეჰორამი.+  დაიწყეს მათ იუდაში სწავლება,+ თან ჰქონდათ იეჰოვას კანონის წიგნი;+ დადიოდნენ ისინი იუდას ქალაქებში და ასწავლიდნენ ხალხს. 10  იეჰოვას შიშმა+ მოიცვა ქვეყნის ყველა სამეფო იუდას გარშემო და არ ებრძოდნენ იეჰოშაფატს.+ 11  ფილისტიმელებისგან იეჰოშაფატთან ხარკად მიჰქონდათ ძღვენი+ და ფული.+ არაბებს+ მიჰყავდათ მასთან მრავალი ფარა: შვიდი ათას შვიდასი ვერძი და შვიდი ათას შვიდასი ვაცი.+ 12  წინ მიიწევდა იეჰოშაფატი+ და დიდების მწვერვალს აღწევდა; ციხესიმაგრეებსა+ და სამარაგო ქალაქებს+ აშენებდა იუდაში. 13  ის მრავალ საქმეს ახორციელებდა იუდას ქალაქებში; იერუსალიმში იყვნენ მისი მეომრები,+ მამაცი და ძლიერი ვაჟკაცები.+ 14  აი მათი მოვალეობა საგვარეულოების მიხედვით: იუდადან ათასისთავები — მეთაური ადნაჰი და მასთან ერთად სამასი ათასი მამაცი და ძლიერი ვაჟკაცი;+ 15  მას ემორჩილებოდა მეთაური იეჰოხანანი და მასთან ერთად ორას ოთხმოცი ათასი კაცი; 16  მას ემორჩილებოდა ამასია, ზიქრის ძე, რომელიც იეჰოვას მოხალისე მსახური+ გახდა, და მასთან ერთად ორასი ათასი მამაცი და ძლიერი ვაჟკაცი; 17  ბენიამინიდან+ იყო ელიადა, მამაცი და ძლიერი ვაჟკაცი, და მასთან ერთად მშვილდითა და ფარით+ შეიარაღებული ორასი ათასი კაცი; 18  მას ემორჩილებოდა იეჰოზაბადი და მასთან ერთად ას ოთხმოცი ათასი შეიარაღებული მებრძოლი. 19  ესენი ემსახურებოდნენ მეფეს იმათ გარდა, ვინც მეფემ მთელ იუდას გამაგრებულ ქალაქებში+ დააყენა.

სქოლიოები