2 მატიანე 18:1—34

18  ძლიერ გამდიდრდა და განდიდდა იეჰოშაფატი,+ მაგრამ ახაბს+ დაუმოყვრდა.+  რამდენიმე წლის შემდეგ ჩავიდა ის ახაბთან სამარიაში.+ ახაბმა მრავალი ცხვარი+ და მსხვილფეხა საქონელი შესწირა მისთვის და მასთან ერთად მოსული ხალხისთვის და დაიყოლია+ ის, რომ გალაადის რამოთის+ წინააღმდეგ გასულიყვნენ.  ისრაელის მეფე ახაბმა ჰკითხა იუდას მეფე იეჰოშაფატს: „წამომყვები გალაადის რამოთში?“+ მან მიუგო: „რამ გაგვყო მე და შენ და რამ გაყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი?! შენთან ვართ ომში“.+  სთხოვა იეჰოშაფატმა ისრაელის მეფეს: „ჯერ იეჰოვას დაეკითხე,+ რას იტყვის“.  შეკრიბა ისრაელის მეფემ ოთხასი წინასწარმეტყველი+ და ჰკითხა მათ: „გავილაშქროთ გალაადის რამოთზე თუ თავი შევიკავო?“+ მათ მიუგეს: „წადი, ჭეშმარიტი ღმერთი ხელში ჩაუგდებს მას მეფეს“.  მაგრამ იეჰოშაფატმა იკითხა: „ხომ არ არის აქ იეჰოვას სხვა წინასწარმეტყველიც?+ მისი პირითაც დავეკითხოთ მას“.+  უთხრა ისრაელის მეფემ იეჰოშაფატს:+ „არის კიდევ ერთი კაცი,+ რომლის პირითაც შეიძლება დავეკითხოთ იეჰოვას, მაგრამ მძულს იგი,+ რადგან კარგს არაფერს მეუბნება, სულ ცუდს წინასწარმეტყველებს ჩემზე+ მთელი თავისი დღე და მოსწრება. ესაა მიქაია, იმლას ვაჟი“.+ იეჰოშაფატმა კი უთხრა: „ნუ ამბობ ამას, მეფეო“.+  მაშინ ისრაელის მეფემ მოუხმო ერთ-ერთ კარისკაცს+ და უთხრა: „სასწრაფოდ მომგვარე მიქაია, იმლას ძე!“+  ისრაელის მეფე და იუდას მეფე იეჰოშაფატი სამოსლით შემოსილნი ისხდნენ თავ-თავიანთ ტახტებზე;+ სამარიის კარიბჭის შესასვლელთან ისხდნენ ისინი კალოზე, და ყველა წინასწარმეტყველი წინასწარმეტყველებდა* მათ წინაშე.+ 10  ციდკიამ, ქენაანას ძემ, რკინის რქები+ გაიკეთა და თქვა: «აი რას ამბობს იეჰოვა:+ „ამით შეუტევ სირიელებს და გაანადგურებ მათ“».+ 11  სხვა წინასწარმეტყველებიც იმავეს წინასწარმეტყველებდნენ: „ადი გალაადის რამოთში და გაიმარჯვე,+ იეჰოვა ხელში ჩაუგდებს მას მეფეს“.+ 12  ასე უთხრა მიქაიას მის მოსახმობად წასულმა მაცნემ: „წინასწარმეტყველები ერთხმად ლაპარაკობენ მეფის სასიკეთოდ; გთხოვ, შენც მათსავით მოიქეცი+ და სასიკეთოდ ილაპარაკე“.+ 13  მიქაიამ კი დაიფიცა: „ცოცხალია იეჰოვა,+ რასაც ჩემი ღმერთი იტყვის, მეც იმას ვილაპარაკებ“.+ 14  მივიდა ის მეფესთან და უთხრა მას მეფემ: „მიქაია, გავილაშქროთ გალაადის რამოთზე თუ თავი შევიკავო?“ მან მიუგო: „წადი და გაიმარჯვე; შენს ხელში ჩაცვივდებიან ისინი“.+ 15  მაშინ უთხრა მას მეფემ: „რამდენჯერ უნდა დაგაფიცო,+ რომ მხოლოდ სიმართლე მითხრა იეჰოვას სახელით?!“+ 16  მან მიუგო: «ვხედავ მთებზე უმწყემსო ცხვარივით მიმოფანტულ ისრაელებს.+ თქვა იეჰოვამ: „უპატრონოდ არიან.+ მშვიდობით დაუბრუნდეს თითოეული თავის სახლს!“»+ 17  მაშინ უთხრა ისრაელის მეფემ იეჰოშაფატს: „ხომ გეუბნებოდი, კარგს არაფერს მეუბნება, სულ ცუდს მიწინასწარმეტყველებს-მეთქი!“+ 18  მიქაიამ კი თქვა: «მაშ, ისმინეთ იეჰოვას სიტყვა:+ ვხედავ იეჰოვას, თავის ტახტზე მჯდომს,+ და მის მარჯვნივ და მარცხნივ+ მდგომ ზეციურ ლაშქარს.+ 19  იკითხა იეჰოვამ: „ვინ გაიტყუებს ისრაელის მეფე ახაბს გალაადის რამოთში, რომ ავიდეს და დაეცეს იქ?“ დაიწყეს ლაპარაკი, ერთი ერთს ამბობდა, მეორე კი — მეორეს.+ 20  ბოლოს ერთი სული+ გამოვიდა, დადგა იეჰოვას წინაშე და თქვა: „მე გავიტყუებ მას“. მაშინ იეჰოვამ ჰკითხა: „როგორ?“+ 21  მან მიუგო: „წავალ და სიცრუის სულად ვიქცევი მის წინასწარმეტყველთა პირში“.+ მაშინ მან უთხრა: „გაიტყუე, გამოგივა,+ წადი და ასე მოიქეცი!“+ 22  სიცრუის სული ჩაუდო იეჰოვამ პირში შენს წინასწარმეტყველებს,+ იეჰოვას კი ნათქვამი აქვს, რომ უბედურება დაგატყდება».+ 23  მივიდა ციდკია,+ ქენაანას ვაჟი,+ მიქაიასთან,+ სილა გააწნა+ და უთხრა: „ეს როგორ მოხდა, რომ იეჰოვას სული ჩემგან შენზე გადმოვიდა, რომ შენ დაგლაპარაკებოდა?!“+ 24  მიქაიამ მიუგო: „ამას იმ დღეს დაინახავ,+ როცა შიდა ოთახში შევარდები დასამალავად“.+ 25  მაშინ ისრაელის მეფემ თქვა: «წაიყვანეთ მიქაია და უკან მიუყვანეთ ამონს, ქალაქის თავს, და უფლისწულ იოაშს+ 26  და გადაეცით, აი რას ამბობს-თქო მეფე: „ჩააგდეთ ეს კაცი საპყრობილეში+ და ცოტა პურისა+ და წყლის მეტი არაფერი მისცეთ, სანამ მშვიდობით არ დავბრუნდები!“»+ 27  მაშინ მიქაიამ მიუგო: „თუ მშვიდობით დაბრუნდები, იეჰოვას არ ულაპარაკია ჩემი პირით“.+ და განაგრძო: „ისმინეთ, ხალხო!“+ 28  წავიდნენ ისრაელის მეფე და იუდას მეფე იეჰოშაფატი გალაადის რამოთში.+ 29  ისრაელის მეფემ უთხრა იეჰოშაფატს: „მე გადავიცვამ+ და ისე გავალ საბრძოლველად, შენ კი შენივე ტანსაცმელი გეცვას“.+ გადაიცვა ისრაელის მეფემ და გავიდნენ ისინი საბრძოლველად.+ 30  სირიის მეფეს ნაბრძანები ჰქონდა თავისი ეტლების მეთაურებისთვის: „ნურც მცირეს შეებრძოლებით და ნურც დიდს, მხოლოდ ისრაელის მეფეს შეებრძოლეთ!“+ 31  როგორც კი ეტლების მეთაურებმა იეჰოშაფატი დაინახეს, თავისთვის ჩაილაპარაკეს, ეს არისო ისრაელის მეფე,+ და მისკენ გაემართნენ შესაბრძოლებლად. მაშინ შველა ითხოვა+ იეჰოშაფატმა და იეჰოვაც დაეხმარა მას,+ ჩამოაშორა ისინი ღმერთმა.+ 32  როცა ეტლების მეთაურებმა დაინახეს, რომ ის არ იყო ისრაელის მეფე, მაშინვე თავი ანებეს მის დევნას.+ 33  მოზიდა ერთმა კაცმა მშვილდი და შემთხვევით მოარტყა+ ისრაელის მეფეს ჯავშნის ნაწიბურთან. უთხრა მეფემ მეეტლეს:+ „მოზიდე სადავეები და გამიყვანე ბანაკიდან, მძიმედ ვარ დაჭრილი“.+ 34  იმ დღეს ცხარე ბრძოლა გაიმართა; სირიელებისკენ მიბრუნებული ისრაელის მეფე საღამომდე ფეხზე მდგარი ჰყავდათ ეტლში, და მზის ჩასვლისას მოკვდა ის.+

სქოლიოები

ან წინასწარმეტყველივით იქცეოდა, რაც შეიძლება მიუთითებდეს წინასწარმეტყველთა უჩვეულო მოქმედებაზე. ზოგჯერ ისინი უცნაური და შეშლილი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ.