2 მატიანე 19:1—11
19 იუდას მეფე იეჰოშაფატი მშვიდობით დაბრუნდა+ თავის სახლში, იერუსალიმში.
2 მივიდა წინასწარმხილველი+ იეჰუ,+ ხანანის ძე,+ და უთხრა მეფე იეჰოშაფატს: „განა ბოროტს უნდა ეხმარებოდე+ და იეჰოვას მოძულეები+ უნდა გიყვარდეს?!+ ამის გამო განრისხებულია+ იეჰოვა შენზე.
3 თუმცა კარგიც+ აღმოგაჩნდა, რადგან წმინდა ბოძები მოაშორე მიწას+ და გული ჭეშმარიტი ღვთის საძებნელად განაწყვე“.+
4 ცხოვრობდა იეჰოშაფატი იერუსალიმში. და კვლავ შემოიარა ხალხი ბეერ-შებადან+ ეფრემის მთიან მხარემდე,+ რათა იეჰოვასთან, მათი მამა-პაპის ღმერთთან დაებრუნებინა ისინი.+
5 დააყენა მან მოსამართლეები მთელ ქვეყანაში, იუდას გამაგრებულ ქალაქებში, ყველა ქალაქში,+
6 და უთხრა მან მოსამართლეებს: „დაუკვირდით თქვენს საქმეებს,+ რადგან ადამიანისთვის კი არ ასამართლებთ, არამედ იეჰოვასთვის;+ ის თქვენთან არის, როცა ასამართლებთ.+
7 იეჰოვას შიშმა+ მოგიცვათ!+ ფრთხილად იმოქმედეთ,+ რადგან იეჰოვასთან, ჩვენს ღმერთთან, არ არის უსამართლობა,+ მიკერძოება+ და მექრთამეობა“.+
8 იეჰოშაფატმა იერუსალიმშიც დააყენა ზოგიერთები ლევიანთაგან,+ მღვდელთაგან+ და ისრაელის საგვარეულოთა თავკაცთაგან,+ რომ იეჰოვას სახელით აღესრულებინათ სამართალი+ და განესაჯათ იერუსალიმის მკვიდრთა საქმეები.+
9 უბრძანა მათ: „ასე მოიქეცით იეჰოვას შიშით,+ ერთგულებითა და წრფელი გულით.
10 რა სადაო საქმეც უნდა შემოვიდეს თქვენთან სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები თქვენი ძმებისგან, იქნება ეს სისხლის ღვრის,+ კანონის,+ მცნების,+ წესებისა+ თუ სამართლის საქმე,+ გააფრთხილეთ, რომ აღარ შესცოდონ იეჰოვას, რათა არ დაგატყდეთ რისხვა+ არც თქვენ და არც თქვენს ძმებს. ასე მოიქეცით, რომ დანაშაული არ ჩაიდინოთ.
11 აი უფროსი მღვდელი ამარია გიხელმძღვანელებთ იეჰოვას ყველა საქმეში,+ იუდას სახლის წინამძღოლი ზებადია, ისმაელის ძე კი — მეფის ყველა საქმეში; ზედამხედველებად ლევიანები გეყოლებათ. გამაგრდით+ და იმოქმედეთ, იეჰოვამ+ აკურთხოს თქვენი კარგი საქმეები!“+