2 მატიანე 2:1—18
2 სოლომონმა იეჰოვას სახელზე+ სახლის+ აშენება ბრძანა, თავისთვის კი — სამეფო სასახლის.+
2 დანიშნა სოლომონმა სამოცდაათი ათასი კაცი მზიდავად, ოთხმოცი ათასი კაცი მთაში ქვის მჭრელად,+ სამი ათას ექვსასი კაცი კი — მათ ზედამხედველად.+
3 შეუთვალა სოლომონმა ხირამს,+ ტვიროსის მეფეს: „როგორც მამაჩემს, დავითს+ ექცეოდი და უგზავნიდი კედრებს, რომ აეშენებინა სახლი საცხოვრებლად ...
4 აი, ვაშენებ+ სახლს ჩემი ღვთის, იეჰოვას სახელზე,+ რათა განვწმინდო+ ის მისთვის, სურნელოვანი საკმეველი+ ვუკმიო, რათა მუდმივად იდოს იქ წარსადგენი პური,+ დასაწვავი შესაწირავი შევწირო დილა-საღამოს,+ შაბათობით,+ ახალმთვარობებისა+ და იეჰოვას, ჩვენი ღვთის დღესასწაულების+ დროს. სამარადისოდ+ დაევალება ეს ისრაელს.
5 დიდებული იქნება სახლი,+ რომელსაც ვაშენებ, რადგან ჩვენი ღმერთი ყველა სხვა ღმერთზე დიდებულია.+
6 ვის შესწევს იმის ძალა, რომ სახლი აუშენოს მას?!+ ვერ იტევს მას ვერც ზეცა და ვერც ზეცათა ზეცა,+ და ვინა ვარ მე,+ რომ სახლი ავუშენო მას?! მხოლოდ იმისთვის თუ ავუშენებ სახლს, რომ მის წინაშე შესაწირავი ავაბოლო.+
7 ახლა გამომიგზავნე დახელოვნებული კაცი ოქრო-ვერცხლის, სპილენძისა+ და რკინის, მოშინდისფრო შალის, შინდისფერი და ლურჯი ძაფების დასამუშავებლად, ასევე ჩუქურთმების ამოსაკვეთად, იუდასა და იერუსალიმში მყოფ ჩემს ოსტატებთან ერთად სამუშაოდ, რომლებიც მამაჩემმა, დავითმა მოამზადა.+
8 გამომიგზავნე კედრის,+ ღვიისა+ და სანდალოზის+ მორები ლიბანიდან,+ რადგან ვიცი, რომ შენი მსახურები გამოცდილნი არიან ლიბანის+ ხეების ჭრაში (ჩემი მსახურებიც შენს მსახურებთან ერთად იქნებიან),
9 დიდი რაოდენობით ხე-ტყე რომ დამიმზადონ, რადგან დიდებულზე დიდებული იქნება სახლი, რომელსაც ვაშენებ.
10 აი, შენს მსახურებს, ტყისმჭრელებს, ხეების შემგროვებლებს, საჭმელად მივცემ ოცი ათას ქორ+ ხორბალს, ოცი ათას ქორ ქერს, ოცი ათას ბათ ღვინოსა+ და ოცი ათას ბათ ზეთს“.
11 ტვიროსის მეფემ,+ ხირამმა, წერილობით შეუთვალა სოლომონს: „უყვარდა იეჰოვას+ თავისი ხალხი და ამიტომაც გაგამეფა მასზე“.+
12 აი კიდევ რა უთხრა ხირამმა: „კურთხეული იყოს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი,+ რომელმაც შექმნა ცა და დედამიწა,+ რადგან ბრძენი ვაჟი მისცა დავით მეფეს, გონიერი და გაგების უნარით დაჯილდოებული,+ რომელიც სახლს ააშენებს იეჰოვასთვის და თავისთვის — სამეფო სასახლეს.+
13 ახლა გიგზავნი დახელოვნებულ და მცოდნე კაცს, ხირამ-აბის,+
14 დანელი ქალის ვაჟს, ტვიროსელი მამის შვილს, გამოცდილ კაცს, ოქრო-ვერცხლის, სპილენძის,+ რკინის, ქვებისა+ და ხის მორების, მოშინდისფრო შალის,+ ლურჯი+ და შინდისფერი+ ძაფებისა და ძვირფასი+ ქსოვილების დასამუშავებლად, ყველანაირი ჩუქურთმის+ ამოსაკვეთად, ყველანაირი გეგმის+ შესადგენად, რაც შენს ოსტატებთან და მამაშენის, ჩემი ბატონის, დავითის ოსტატებთან ერთად დაევალება.
15 ახლა გამოუგზავნოს ჩემმა ბატონმა დაპირებული ხორბალი, ქერი, ზეთი და ღვინო თავის მსახურებს,+
16 ჩვენ კი იმდენ ხეს მოვჭრით+ ლიბანში, რამდენიც დაგჭირდება,+ და ტივებად, ზღვით ჩამოგიტანთ+ იოპემდე,+ შენ კი იერუსალიმში წაიღებ“.
17 აღრიცხა სოლომონმა ისრაელის მიწაზე+ მცხოვრები ყველა ხიზანი მამაკაცი მამამისის, დავითის მიერ ჩატარებული აღრიცხვის შემდეგ.+ მათი რიცხვი ას ორმოცდაცამეტი ათას ექვსასი აღმოჩნდა.
18 მათგან სამოცდაათი ათასი მზიდავად+ დააყენა, ოთხმოცი ათასი — მთაში ქვის მჭრელად+ და სამი ათას ექვსასი — ზედამხედველად, ხალხი რომ ემუშავებინათ.+