2 მატიანე 20:1—37

20  ამის შემდეგ გამოვიდნენ მოაბის+ ძეები, ამონის+ ძეები და მათთან ერთად ზოგიერთი ამონიმი+ იეჰოშაფატთან საბრძოლველად.+  მოვიდა ხალხი და იეჰოშაფატს შეატყობინა: „დიდი ბრბო მოსულა შენ წინააღმდეგ ზღვის* მხრიდან, ედომიდან.+ აი, ხაცაცონ-თამარში, ენ-გედში+ არიან ისინი“.  შეეშინდა+ იეჰოშაფატს, გულმოდგინედ დაიწყო იეჰოვას ძებნა*+ და მარხვა+ გამოაცხადა მთელ იუდაში.  შეიკრიბნენ იუდას მკვიდრნი, რომ შეჰკითხვოდნენ იეჰოვას;+ იუდას ყველა ქალაქიდან მოვიდნენ იეჰოვასთვის რჩევის საკითხავად.+  მაშინ წარდგა იეჰოშაფატი იუდასა და იერუსალიმის კრებულის წინაშე იეჰოვას სახლში,+ ახალი ეზოს წინ+  და თქვა:+ «იეჰოვა, ჩვენი მამა-პაპის ღმერთო,+ განა შენ არა ხარ ზეცაში ღმერთი,+ განა შენ არ მმართველობ ხალხთა ყველა სამეფოზე,+ განა შენ ხელში არ არის ძალა და ძლევამოსილება?! წინ ვერავინ დაგიდგება.+  ჩვენო ღმერთო,+ განა შენ არ განდევნე ამ მიწის მკვიდრნი შენი ხალხის, ისრაელის წინაშე+ და განა შენ არ მიეცი+ სამარადისოდ ის შენი მოყვარული+ აბრაამის შთამომავლებს?!  დამკვიდრდნენ ისინი აქ, საწმინდარი ააშენეს შენს სახელზე+ და თქვეს:  „თუ უბედურება დაგვატყდება,+ მახვილი, მსჯავრი, ჭირი+ ან შიმშილი+ გვეწევა, მოდი, დავდგეთ ამ სახლის წინაშე+ და შენ წინაშე (რადგან შენი სახელია+ ამ სახლში), რომ შველა გთხოვოთ გასაჭირში, შენ კი გვისმინო და გვიხსნა“.+ 10  ამონის+ ძეები, მოაბი+ და სეირის მთიანი+ მხარე, მათზე თავდასხმის ნება რომ არ დართე ეგვიპტიდან გამოსულ ისრაელს, და მანაც გვერდი რომ აუარა და არ მოსპო ისინი,+ 11  ახლა სამაგიეროს იმით გვიხდიან,+ რომ ჩვენ გასაძევებლად მოვიდნენ შენი სამკვიდროდან, ჩვენ რომ დაგვიმკვიდრე.+ 12  ჩვენო ღმერთო, განა არ აღასრულებ მათზე განაჩენს?!+ ძალა არ შეგვწევს წინ აღვუდგეთ ჩვენ წინააღმდეგ გამოსულ ამ დიდ ბრბოს+ და არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ,+ ამიტომ შენ შემოგყურებს ჩვენი თვალები».+ 13  ამ დროს იუდას მკვიდრნი იეჰოვას წინაშე იდგნენ+ თავიანთი ბავშვებით,+ ცოლებითა და ვაჟებით. 14  მაშინ იეჰოვას სული+ გადმოვიდა შუაგულ კრებულში იახაზიელზე, მათანიას ძის, იეიელის ძის, ბენაიას ძის ზაქარიას ძეზე, ლევიანზე ასაფის+ ძეთაგან. 15  მან თქვა: «ყურად იღეთ, მთელო იუდა, იერუსალიმის მკვიდრნო და მეფე იეჰოშაფატ! აი რას გეუბნებათ იეჰოვა: „ნუ შეგაშინებთ+ და ნუ შეგაძრწუნებთ ეს დიდი ბრბო, რადგან თქვენი კი არა, ღვთისაა ბრძოლა.+ 16  ხვალ გადით მათ წინააღმდეგ. აი, ციცის ხევიდან მოდიან ისინი და ხევის ბოლოს, იერუელის უდაბნოს წინ წააწყდებით მათ. 17  ამჯერად თქვენ არ მოგიწევთ ბრძოლა.+ დადექით, იდექით+ და იხილეთ, როგორ გიხსნით+ იეჰოვა! იუდა და იერუსალიმო, ნუ შეგეშინდებათ და ნუ შეძრწუნდებით!+ ხვალ გადით მათ წინააღმდეგ და იეჰოვა იქნება თქვენთან!“»+ 18  მაშინ პირქვე დაემხო+ იეჰოშაფატი და დაემხვნენ მთელი იუდა და იერუსალიმის მკვიდრნი იეჰოვას წინაშე იეჰოვას თაყვანსაცემად.+ 19  წამოდგნენ ლევიანები+ კეჰათის+ ძეთაგან და კორახის+ ძეთაგან, რომ მთელი ხმით განედიდებინათ იეჰოვა, ისრაელის ღმერთი.+ 20  ადგნენ დილაადრიან და თეკოას+ უდაბნოსკენ+ გაემართნენ. გასვლისას ადგა იეჰოშაფატი და თქვა: „მისმინეთ, იუდა და იერუსალიმის მკვიდრნო!+ იეჰოვას, თქვენი ღვთის რწმენა გქონდეთ,+ რათა დღეგრძელნი იყოთ, მის წინასწარმეტყველთა რწმენა გქონდეთ,+ რათა ხელი მოგემართოთ!“ 21  მოეთათბირა+ ხალხს და დააყენა მგალობლები+ იეჰოვასთვის და წმინდა სამოსელში+ გამოწყობილი ხოტბის შემსხმელნი,+ რათა მეომრების წინ ევლოთ+ ამ სიტყვების ძახილით: „ადიდეთ იეჰოვა,+ რადგან მარადიულია მისი სიკეთე*!“+ 22  როცა ისინი სიხარულით აყიჟინდნენ და ქებას აღავლენდნენ, იეჰოვამ კაცები ჩაუსაფრა+ იუდას წინააღმდეგ გამოსულ ამონის ძეებს, მოაბელებსა და სეირის მთიელებს და დაერივნენ ისინი ერთმანეთს.+ 23  აღსდგნენ ამონის ძეები და მოაბელები სეირის+ მთიანი მხარის მკვიდრთა წინააღმდეგ მათ გასანადგურებლად და მოსასპობად. როცა სეირის მკვიდრებს ბოლო მოუღეს, ერთმანეთს დაერივნენ და დახოცეს.+ 24  მივიდა იუდა უდაბნოს საგუშაგო კოშკთან.+ გაიხედეს ბრბოსკენ და დაინახეს, რომ მიწაზე ეყარა მათი გვამები,+ არავინ გადარჩენილიყო. 25  მივიდნენ იეჰოშაფატი და მისი ხალხი ნადავლის+ წამოსაღებად და იპოვეს დიდძალი ქონება, სამოსელი და ძვირფასი ნივთები. მანამდე ძარცვავდნენ მათ, სანამ წაღება შეეძლოთ.+ ნადავლი იმდენი იყო, რომ სამ დღეს ეზიდებოდნენ. 26  მეოთხე დღეს ისინი შეიკრიბნენ ბერაქას ველზე და იქ აკურთხეს იეჰოვა.+ ამიტომაც ეწოდა ამ ადგილს+ ბერაქას* ველი და ეს დღემდე ასეა. 27  სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში იუდეველები და იერუსალიმის მკვიდრნი იეჰოშაფატის მეთაურობით, რადგან გაახარა ისინი იეჰოვამ მტრის დამარცხებით.+ 28  ქნარებით,+ სხვა სიმებიანი საკრავებითა+ და საყვირებით+ მივიდნენ ისინი იერუსალიმში, იეჰოვას სახლში.+ 29  ღვთის შიშმა+ მოიცვა დედამიწის ყველა სამეფო, როცა გაიგეს, რომ იეჰოვა შეებრძოლა ისრაელის მტრებს.+ 30  მშვიდობა იყო იეჰოშაფატის სამეფოში; ყოველი მხრიდან მოასვენა ის მისმა ღმერთმა.+ 31  მეფობდა იეჰოშაფატი+ იუდაში. ოცდათხუთმეტი წლისა გამეფდა ის და ოცდახუთ წელიწადს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო აზუბა,+ შილხის ასული. 32  დადიოდა ის მამამისის, ასას+ გზით, არ გადაუხვევია მისგან, სწორად იქცეოდა იეჰოვას თვალში,+ 33  თუმცა მაღლობები+ არ გაუუქმებია. ხალხსაც გული არ ჰქონდა განწყობილი თავიანთი მამა-პაპის ღვთის საძებნელად.+ 34  იეჰოშაფატის დანარჩენი საქმეები, პირველიდან უკანასკნელამდე, ისრაელის მეფეების წიგნშია+ ჩაწერილი, იეჰუს,+ ხანანის ძის,+ სიტყვებში. 35  კავშირი შეკრა იუდას მეფე იეჰოშაფატმა ისრაელის მეფე ახაზიასთან,+ ბოროტის მქნელთან.+ 36  მან კავშირი შეკრა მასთან, რომ ხომალდები აეგოთ თარშიშში+ წასასვლელად, და ეციონ-გებერში+ ააგეს ხომალდები. 37  ელიეზერმა, მარეშელი დოდავაჰუს ძემ, იწინასწარმეტყველა იეჰოშაფატზე: „რაკი კავშირი შეკარი ახაზიასთან,+ იეჰოვა ჩაგიშლის საქმეებს“.+ დაიმსხვრა ხომალდები+ და ვეღარ შეძლეს თარშიშში+ წასვლა.

სქოლიოები

იგულისხმება მკვდარი ზღვა.
„გულმოდგინედ დაიწყო ... ძებნა“. სიტყვასიტყვით — „მიმართა სახე ... საძებრად“.
იხილეთ 1:8-ის სქოლიო.
ნიშნავს კურთხევას.