2 მატიანე 24:1—27

24  შვიდი წლისა გამეფდა იეჰოაში+ და ორმოც წელიწადს იმეფა იერუსალიმში.+ დედამისი ბეერ-შებელი ციბია+ იყო.  სწორად იქცეოდა იეჰოაში+ იეჰოვას თვალში+ იეჰოიადა მღვდლის სიცოცხლეში.+  ორი ცოლი მოუყვანა მას იეჰოიადამ და შეეძინა მას ვაჟები და ასულები.+  ამის შემდეგ გულით მოიწადინა იეჰოაშმა იეჰოვას სახლის შეკეთება.+  შეკრიბა მღვდლები+ და ლევიანები და უთხრა: „დაიარეთ იუდას ქალაქები და შეკრიბეთ ფული მთელ ისრაელში თქვენი ღვთის სახლის შესაკეთებლად+ წლიდან წლამდე;+ სწრაფად იმოქმედეთ!“ მაგრამ ლევიანები არ აჩქარდნენ.+  მოუხმო მეფემ თავკაც იეჰოიადას და უთხრა:+ „რატომ არ სთხოვ ანგარიშს ლევიანებს, რომ იუდადან და იერუსალიმიდან შემოიტანონ ის წმინდა გადასახადი, რომელიც მოწმობის კარვისთვის+ დაუწესა მოსემ,+ იეჰოვას მსახურმა, ისრაელის კრებულს?  რადგან შეიჭრნენ ჭეშმარიტი ღვთის სახლში+ ბოროტი ათალია და მისი ვაჟები+ და ბაალებს შესწირეს+ იეჰოვას სახლიდან გამოტანილი ყველა წმინდა+ ნივთი“.  მეფის ბრძანებით ყუთი+ გააკეთეს და იეჰოვას სახლის კარიბჭის გარეთ დადგეს.  ამის შემდეგ გამოაცხადეს იუდასა და იერუსალიმში, რომ მოეტანათ იეჰოვასთვის წმინდა გადასახადი,+ რომელიც ჭეშმარიტი ღვთის მსახურმა, მოსემ დაუწესა+ ისრაელს უდაბნოში. 10  გაიხარეს მთავრებმაც+ და მთელმა ხალხმაც;+ მოჰქონდათ გადასახადი და მანამდე ყრიდნენ ყუთში,+ სანამ ყველამ არ მოიტანა. 11  დანიშნულ დროს ლევიანების ხელით მიჰქონდათ ყუთი მეფესთან+ და, როცა ნახავდნენ, რომ ფული ბევრი+ იყო, მეფის მწერალი+ და ის ზედამხედველი, რომელიც უფროს მღვდელს ემორჩილებოდა, მიდიოდნენ, აცარიელებდნენ ყუთს, მერე ისევ მიჰქონდათ და თავის ადგილზე აბრუნებდნენ. ასე აკეთებდნენ ისინი ყოველდღე და დიდძალი ფული მოაგროვეს. 12  მეფე და იეჰოიადა ამ ფულს იეჰოვას სახლში+ სამუშაოების შემსრულებლებს+ აძლევდნენ და ისინიც ქვის მჭრელებსა+ და ხელოსნებს+ ქირაობდნენ იეჰოვას სახლის+ განსაახლებლად, ასევე ქირაობდნენ რკინისა და სპილენძის დამმუშავებლებს იეჰოვას სახლის შესაკეთებლად.+ 13  შეუდგნენ საქმეს მუშები,+ აღდგენითი სამუშაოც წინ მიიწევდა მათ ხელში; ბოლოს წესისა და რიგისამებრ აღადგინეს და გაამაგრეს ჭეშმარიტი ღვთის სახლი. 14  როცა სამუშაო დაასრულეს, დარჩენილი ფული მეფესა და იეჰოიადას მიუტანეს, მათ კი დაამზადეს ნივთები იეჰოვას სახლისთვის, მსახურებისას+ და შესაწირავების შეწირვისას გამოსაყენებელი ნივთები, სასმისები+ და ოქროსა+ და ვერცხლის სხვა ნივთები; იეჰოიადას სიცოცხლეში მათ ყოველთვის მიჰქონდათ დასაწვავი მსხვერპლი+ იეჰოვას სახლში. 15  დაბერდა იეჰოიადა, გაძღა წლებით+ და ას ოცდაათი წლის ასაკში მოკვდა. 16  ის დავითის ქალაქში მეფეების გვერდით დამარხეს,+ რადგან კარგს აკეთებდა ისრაელში,+ ჭეშმარიტი ღვთისთვის და მისი სახლისთვის. 17  იეჰოიადას სიკვდილის შემდეგ მივიდნენ იუდას მთავრები+ მეფესთან და მდაბლად თაყვანი სცეს მას. მაშინ მოუსმინა მათ მეფემ.+ 18  დროთა განმავლობაში მიატოვეს მათ იეჰოვას, თავიანთი მამა-პაპის ღვთის სახლი და წმინდა ბოძებისა+ და კერპების+ მსახურება დაიწყეს, და განრისხდა ღმერთი იუდასა და იერუსალიმზე ამ დანაშაულის გამო.+ 19  უგზავნიდა იეჰოვა მათ წინასწარმეტყველებს,+ რომ დაბრუნებოდნენ მას; ამოწმებდნენ წინასწარმეტყველები მათ წინააღმდეგ, მაგრამ არავინ უგდებდა ყურს.+ 20  ღვთის სულმა+ მოიცვა+ ზაქარია,+ იეჰოიადა მღვდლის ვაჟი,+ დადგა ის შემაღლებულ ადგილზე და ხალხს მიმართა: «აი რას ამბობს ჭეშმარიტი ღმერთი: „რატომ არღვევთ იეჰოვას მცნებებს?! ამის გამო არ გემართებათ ხელი.+ რაკი მიატოვეთ იეჰოვა, ისიც მიგატოვებთ!“»+ 21  შეითქვნენ მის წინააღმდეგ+ და ჩაქოლეს+ ის მეფის ბრძანებით იეჰოვას სახლის ეზოში. 22  არ გაიხსენა მეფე იეჰოაშმა ის სიკეთე*, რაც მამამისმა, იეჰოიადამ გამოავლინა მისდამი,+ და მოკლა მისი ვაჟი, რომელმაც სიკვდილის წინ თქვა: „დაინახოს იეჰოვამ და შური იძიოს!“+ 23  წელიწადის შემობრუნებისას+ სირიის ჯარი+ გამოვიდა მის წინააღმდეგ+ და შეიჭრა იუდასა და იერუსალიმში. დახოცეს ხალხის მთავრები,+ მთელი ნადავლი კი დამასკოს+ მეფეს გაუგზავნეს. 24  მცირეოდენი ხალხით შეიჭრა სირიელთა ჯარი+ და იეჰოვამ დიდძალი ლაშქარი ჩაუგდო მათ ხელში,+ რადგან მიატოვეს იეჰოვა, თავიანთი მამა-პაპის ღმერთი. აღასრულეს მათ იეჰოაშისთვის გამოტანილი განაჩენი.+ 25  როცა გაეცალნენ მას (მრავალი სენით შეპყრობილი+ დატოვეს ის), შეითქვნენ+ მისი მსახურები მის წინააღმდეგ მღვდელ იეჰოიადას+ ვაჟების სისხლის+ ასაღებად და მოკლეს+ ის თავისივე საწოლში. მოკვდა იგი და დამარხეს დავითის ქალაქში,+ მაგრამ არა მეფეთა სამარხში.+ 26  აი მის წინააღმდეგ შეთქმულები: ზაბადი,+ ამონელი ქალის, შიმათის ვაჟი, და იეჰოზაბადი, მოაბელი ქალის, შიმრითის ვაჟი. 27  მისი ვაჟების, მისთვის გამოცხადებული მრავალი განაჩენისა+ და ჭეშმარიტი ღვთის სახლის შეკეთების+ ამბავი მეფეთა წიგნშია+ მოთხრობილი. მის შემდეგ მისი ვაჟი ამაცია+ გამეფდა.

სქოლიოები

იხილეთ 1:8-ის სქოლიო.