2 მატიანე 26:1—23

26  იუდას ხალხმა+ აიყვანა თექვსმეტი წლის უზია+ და მამამისის, ამაციას+ ნაცვლად გაამეფა.+  მან აღადგინა ელოთი+ და დაუბრუნა ის იუდას მას შემდეგ, რაც მეფემ თავისი მამა-პაპის გვერდით განისვენა.+  თექვსმეტი წლისა გამეფდა უზია+ და ორმოცდათორმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუსალიმელი იექოლია.+  სწორად იქცეოდა უზია იეჰოვას თვალში,+ მამამისის, ამაციას მსგავსად.+  ეძებდა+ ის ღმერთს, ვიდრე ცოცხალი იყო ზაქარია, რომელიც ჭეშმარიტი ღვთის შიშს უნერგავდა.+ სანამ იეჰოვას ეძებდა, ჭეშმარიტი ღმერთიც ხელს უმართავდა.+  გავიდა ის, შეებრძოლა ფილისტიმელებს+ და გაარღვია გათის,+ იაბნესა+ და აშდოდის+ გალავნები, ამის შემდეგ კი აშდოდის+ მხარეში და ფილისტიმელთა მიწაზე ქალაქები ააშენა.  ჭეშმარიტი ღმერთი ეხმარებოდა+ მას ფილისტიმელების, გურბაალში მცხოვრები არაბებისა+ და მეუნიმების წინააღმდეგ ბრძოლაში.+  ამონელები+ ხარკს+ აძლევდნენ უზიას. ეგვიპტემდეც კი გაუვარდა მას სახელი,+ რადგან დიდად გაძლიერდა.  ააშენა უზიამ კოშკები+ იერუსალიმში კუთხის კარიბჭესთან,+ ველის კარიბჭესთან+ და კედლის ბურჯთან და გაამაგრა ისინი. 10  უდაბნოშიც ააშენა კოშკები+ და მრავალი ჭა ამოკვეთა (რადგან დიდძალი ცხვარ-ძროხა ჰყავდა), იგივე გააკეთა შეფელაში+ და ვაკეზე. მთებში და ქარმელში მიწათმოქმედები და მევენახეები ჰყავდა, რადგან უყვარდა მიწათმოქმედება. 11  უზიას ჰყავდა ჯარი, რომელიც დარაზმული+ გადიოდა საომრად იმ აღრიცხვის მიხედვით,+ მწერალმა+ იეიელმა და ზედამხედველმა მაასეიამ რომ ჩაატარეს მეფის ერთ-ერთი მთავრის,+ ხანანიას მეთვალყურეობით.+ 12  საგვარეულოთა თავკაცების,+ მამაცი+ და ძლიერი ვაჟკაცების+ რიცხვი ორი ათას ექვსასს შეადგენდა. 13  ისინი მეთვალყურეობდნენ სამას შვიდი ათას ხუთასი მეომრისგან შემდგარ ძლიერ ჯარს, რომელიც მეფეს მტერთან ბრძოლაში ეხმარებოდა.+ 14  მთელ ჯარს უზია უმზადებდა ფარებს,+ შუბებს,+ მუზარადებს,+ ჯავშნებს,+ მშვილდებსა+ და შურდულის ქვებს.+ 15  მან იერუსალიმში გააკეთა გამომგონებელთა მიერ გამოგონებული საბრძოლო მანქანები, რომ კოშკებზე+ და კუთხეებში მდგარიყო ისინი ისრებისა და დიდი ქვების სასროლად. შორს გაუვარდა მას სახელი,+ რადგან საკვირველად ემართებოდა ხელი, ვიდრე არ გაძლიერდა. 16  როგორც კი გაძლიერდა, გადიდგულდა+ თავისდა დასაღუპავად;+ უორგულა იეჰოვას, თავის ღმერთს, და შევიდა იეჰოვას ტაძარში, რათა საკმევლის სამსხვერპლოზე საკმეველი ეკმია.+ 17  მას მაშინვე უკან გაჰყვნენ მღვდელი აზარია და მასთან ერთად იეჰოვას სხვა მღვდლები, ოთხმოცი მამაცი კაცი. 18  წინ აღუდგნენ ისინი მეფე უზიას+ და უთხრეს: „უზია, შენი საქმე+ არ არის იეჰოვასთვის საკმევლის კმევა, ეს მღვდლების, აარონის+ ძეების საქმეა, რომლებიც განწმენდილნი არიან. გადი საწმინდრიდან, რადგან ორგულად მოიქეცი, არ განგადიდებს+ ეს იეჰოვა ღმერთის თვალში!“ 19  განრისხდა უზია,+ რომელსაც ხელში სასაკმევლე+ ეჭირა. და როცა მღვდლებს ურისხდებოდა, კეთრი+ გამოაჩნდა+ შუბლზე მღვდლების წინაშე იეჰოვას სახლში, საკმევლის სამსხვერპლოსთან. 20  მობრუნდნენ მისკენ უფროსი მღვდელი აზარია და სხვა მღვდლები და, აი, კეთრი გამოსჩენოდა შუბლზე!+ შეშფოთებულები აგდებდნენ მას იქიდან და თვითონაც ჩქარობდა გასვლას, რადგან იეჰოვამ დაჰკრა მას.+ 21  მეფე უზია+ სიკვდილამდე კეთროვანი იყო; კეთროვნების გამო მოვალეობა ჰქონდა ჩამორთმეული და ცალკე სახლში ცხოვრობდა.+ მოკვეთილი იყო ის იეჰოვას სახლიდან, მისი ვაჟი იოთამი კი განაგებდა მეფის სასახლეს და სამართალს უჩენდა იმ მიწის მკვიდრთ. 22  უზიას დანარჩენი საქმეები,+ პირველიდან უკანასკნელამდე, წინასწარმეტყველმა ესაიამ,+ ამოცის+ ვაჟმა ჩაწერა. 23  განისვენა უზიამ თავისი მამა-პაპის გვერდით და დამარხეს ის თავისი მამა-პაპის გვერდით, ოღონდ დასამარხ მინდორში, მეფეთა სამარხების გარეთ,+ რადგან თქვეს, კეთროვანიაო. მის შემდეგ მისი ვაჟი იოთამი+ გამეფდა.

სქოლიოები