2 მატიანე 28:1—27
28 ოცი წლისა გამეფდა ახაზი+ და თექვსმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში.+ თავისი წინაპარი დავითისგან განსხვავებით ის სწორად არ იქცეოდა იეჰოვას თვალში.+
2 ისრაელის მეფეების გზით დადიოდა+ და ბაალების+ ქანდაკებებიც კი ჩამოასხა.+
3 შესაწირავს აბოლებდა+ ჰინომის ძის ველზე+ და საკუთარ ვაჟებს წვავდა+ ცეცხლში იმ ხალხთა სისაძაგლისამებრ,+ რომლებიც განდევნა იეჰოვამ ისრაელის ძეთაგან.+
4 შესაწირავს სწირავდა+ და აბოლებდა მაღლობებზე,+ გორებზე+ და ყველა ფოთოლხშირი ხის ქვეშ.+
5 ჩააგდო ის იეჰოვამ, მისმა ღმერთმა, სირიის მეფის+ ხელში;+ დაამარცხეს ის და მისგან მრავალი წაასხეს ტყვედ დამასკოში.+ ის ისრაელის მეფის ხელშიც ჩავარდა,+ რომელმაც დაამარცხა და დიდძალი ხალხი დაუხოცა.
6 ფეკახმა,+ რემალიას ვაჟმა,+ ერთ დღეში იუდაში ას ოცი ათასი მამაცი კაცი მოკლა, რადგან მიატოვეს მათ იეჰოვა,+ თავიანთი მამა-პაპის ღმერთი.
7 ზიქრიმ, ეფრემელმა ვაჟკაცმა,+ მოკლა უფლისწული მაასეია, სახლთუხუცესი აზრიკამი და ელკანა, მეფის მერე მეორე კაცი.
8 ისრაელის ძეებმა თავიანთ ძმათაგან ტყვედ წაასხეს ორასი ათასი კაცი, ქალი, ვაჟი თუ ასული; დიდი ნადავლიც დაიტაცეს და სამარიაში მიიტანეს.+
9 იქ იყო იეჰოვას წინასწარმეტყველი, სახელად ოდედი. წინ გადაუდგა ის სამარიისკენ მიმავალ ჯარს და უთხრა: „იეჰოვა, თქვენი მამა-პაპის ღმერთი განრისხებული+ იყო იუდაზე და ამიტომაც ჩაგიგდოთ ისინი ხელში, თქვენ კი ისე დაუნდობლად+ ხოცეთ ისინი, რომ ცას მისწვდა ეს.+
10 ახლა გინდათ, რომ იუდასა და იერუსალიმის ძეები მსახურებად+ და მოახლეებად გაიხადოთ! განა თქვენ თვითონ ბრალი არ მიგიძღვით იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე?!
11 ახლა მისმინეთ და დააბრუნეთ თქვენი დატყვევებული ძმები,+ რადგან იეჰოვას რისხვაა ანთებული თქვენზე!“+
12 მაშინ ეფრემის+ ძეთა ზოგიერთი თავკაცი+ — აზარია, იეჰოხანანის ვაჟი, ბერექია, მეშილემოთის ვაჟი, იეხიზკია, შალუმის ვაჟი, და ამასა, ხადლაის ვაჟი, წინ აღუდგნენ ლაშქრობიდან დაბრუნებულებს
13 და უთხრეს მათ: „არ მოიყვანოთ აქ ტყვეები, რადგან დავაშავებთ იეჰოვას წინაშე! გინდათ, ცოდვას ცოდვა დავუმატოთ და დანაშაულს დანაშაული, როცა ისედაც დიდია ჩვენი დანაშაული+ და რისხვაა ანთებული+ ისრაელზე?!“
14 მეომრებმაც+ თავი ანებეს ტყვეებს+ და მთავრებისა+ და მთელი კრებულის წინაშე დატოვეს ნაძარცვი.
15 მაშინ ადგნენ სახელებით მოხმობილი+ კაცები, რომლებმაც ხელი მოჰკიდეს ტყვეებს, და შიშვლებს ნადავლიდან აღებული ტანსაცმელი ჩააცვეს. შემოსეს ტყვეები,+ ჩააცვეს სანდლები, აჭამეს,+ ასვეს+ და ზეთი სცხეს. ვინც ფეხზე ძლივს იდგა, სახედრებზე შესვეს+ და თავიანთ ძმებთან მიიყვანეს იერიხონში,+ პალმების ქალაქში.+ ხოლო ამის შემდეგ სამარიაში+ დაბრუნდნენ.
16 მაშინ მეფე ახაზმა+ მაცნეები გაუგზავნა ასურეთის მეფეებს,+ რათა დახმარება ეთხოვა.
17 კვლავ გამოვიდნენ ედომელები,+ დაამარცხეს იუდა და წაასხეს ტყვეები.
18 ფილისტიმელებიც+ თავს დაესხნენ იუდაში შეფელასა+ და ნეგების+ ქალაქებს. მათ აიღეს ბეთ-შემეში,+ აიალონი,+ გედეროთი,+ სოქო+ მიმდებარე ქალაქებიანად, თიმნა+ მიმდებარე ქალაქებიანად და გიმზო მიმდებარე ქალაქებიანად და თვითონ ჩასახლდნენ იქ.
19 დაამდაბლა იეჰოვამ+ იუდა ისრაელის მეფე ახაზის გამო, რომელმაც იუდაში თავის ნებაზე მიუშვა ხალხი,+ რათა უფრო და უფრო თავაშვებულად მოქცეულიყვნენ. დიდად ორგულობდნენ იეჰოვას.
20 ბოლოს ასურეთის მეფე თილგათ-ფილნესერი*+ გამოვიდა მის წინააღმდეგ და შეავიწროვა+ ის ნაცვლად იმისა, რომ გაეძლიერებინა.
21 დააცარიელა ახაზმა იეჰოვას სახლი,+ მეფის სასახლე,+ მთავრების+ სახლები და ეს ყველაფერი ძღვნად მიართვა ასურეთის მეფეს,+ მაგრამ ამან ვერ უშველა.
22 შევიწროებული იყო მეფე ახაზი მისგან, მაგრამ მაინც ორგულობდა იეჰოვას, თანაც უფრო მეტად.+
23 მსხვერპლს სწირავდა დამასკოს+ ღმერთებს,+ რომლებმაც დაამარცხეს იგი, და ამბობდა: რაკი სირიის მეფეთა ღმერთები ეხმარებიან+ მათ, მეც მათ შევწირავ მსხვერპლს, რომ დამეხმარონო.+ დაბრკოლებად ექცნენ ისინი მას და მთელ ისრაელს.+
24 მოაგროვა ახაზმა ჭეშმარიტი ღვთის სახლის ნივთები+ და დალეწა ისინი,+ დაკეტა იეჰოვას სახლის კარები+ და იერუსალიმის ყოველ კუთხეში დაიდგა სამსხვერპლოები.+
25 იუდას ყველა ქალაქში მოაწყო მაღლობები+ სხვა ღმერთებისთვის შესაწირავის ასაბოლებლად+ და ასე შეურაცხყოფდა+ იეჰოვას, თავისი მამა-პაპის ღმერთს.
26 მისი დანარჩენი საქმეები,+ პირველიდან უკანასკნელამდე, იუდასა და ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი.
27 ბოლოს განისვენა ახაზმა თავისი მამა-პაპის გვერდით და დამარხეს ის ქალაქ იერუსალიმში, თუმცა არ დაუკრძალავთ ის ისრაელის მეფეთა სამარხში.+ მის შემდეგ მისი ვაჟი ხიზკია გამეფდა.
სქოლიოები
^ იგივე ტიგლათფილესერი.