2 მატიანე 3:1—17

3  დაიწყო სოლომონმა იეჰოვას სახლის შენება+ იერუსალიმში, მორიას მთაზე,+ სადაც იეჰოვა გამოეცხადა მამამისს, დავითს,+ იმ ადგილზე, რომელიც დავითმა იებუსელი ორნანის+ კალოზე მოამზადა.  მეორე თვის მეორე დღეს, თავისი მეფობის მეოთხე წელს დაიწყო მან მშენებლობა.+  აი ასეთი იყო საძირკველი, რომელიც სოლომონმა ჭეშმარიტი ღვთის სახლის ასაშენებლად ჩაყარა: სიგრძით სამოცი წყრთა იყო ძველი საზომით, სიგანით კი — ოცი წყრთა.+  წინკარი,+ სახლის სიგრძის გაგრძელებაზე, სიგანით ოცი წყრთა იყო სახლის სიგანის შესაბამისად, სიმაღლით კი — ას ოცი წყრთა. მან შიგნიდან სუფთა ოქროთი დაფარა ის.  დიდი დარბაზი*+ მან ღვიის ხეში ჩასვა, შემდეგ კი ხალასი ოქროთი+ დაფარა, მასზე პალმები+ გამოსახა და ჯაჭვები+ გაუკეთა.  გასალამაზებლად სახლი ძვირფასი ქვებით მოაპირკეთა.+ ოქრო+ ოქროს ქვეყნიდან იყო ჩამოტანილი.  მან ოქროთი დაფარა+ სახლი, მისი კოჭები, ზღურბლები, კედლები და კარები; კედლებზე ქერუბიმები ამოკვეთა.+  მან გააკეთა წმინდათაწმინდა*.+ მისი სიგრძე ოცი წყრთა იყო სახლის სიგანის შესაბამისად და სიგანეც — ოცი წყრთა.+ მან ის ექვსასი ტალანტი ხალასი ოქროთი დაფარა.  ლურსმნების წონა+ ორმოცდაათი ოქროს შეკელი იყო. მან ზემოთა ოთახებიც ოქროთი დაფარა. 10  წმინდათაწმინდისთვის მან ქერუბიმის+ ორი ქანდაკება გააკეთა და ოქროთი დაფარა.+ 11  ქერუბიმების ფრთების სიგრძე ოცი წყრთა იყო;+ ერთი ფრთა ხუთი წყრთა იყო და სახლის კედელს სწვდებოდა, მეორე ფრთაც ხუთი წყრთა იყო და მეორე ქერუბიმის ფრთას სწვდებოდა.+ 12  მეორე ქერუბიმის ერთი ხუთწყრთიანი ფრთა სახლის კედელს სწვდებოდა, მეორე ხუთწყრთიანი ფრთა კი პირველი ქერუბიმის ფრთას ეხებოდა.+ 13  ამ ქერუბიმებს ფრთები ოც წყრთაზე ჰქონდათ გაშლილი. ისინი ფეხზე იდგნენ და შიგნით იყურებოდნენ. 14  მან დაამზადა ფარდა+ ლურჯი ძაფის,+ მოშინდისფრო შალის, შინდისფერი ძაფისა და ძვირფასი ქსოვილისგან და მასზე ქერუბიმები ამოქარგა.+ 15  სახლის წინ დასადგმელად ოცდათხუთმეტი წყრთა სიმაღლის ორი სვეტი+ გააკეთა, თითოეულის ბუღაური+ ხუთი წყრთა იყო. 16  მან ჯაჭვები+ გააკეთა და ყელსაბამებივით მიამაგრა ბუღაურებს; გააკეთა ასი ბროწეული+ და ჯაჭვებს მიამაგრა. 17  სვეტები ტაძრის წინ აღმართა, ერთი მარჯვნივ და მეორე მარცხნივ; მარჯვენას იაქინი უწოდა, მარცხენას კი — ბოაზი.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — დიდი სახლი.
სიტყვასიტყვით — წმინდათაწმინდის სახლი.