2 მატიანე 32:1—33

32  ამ ამბებისა და ხიზკიას ასეთი ერთგულების+ შემდეგ ასურეთის მეფე+ სინახერიბი+ გამოვიდა, იუდაში შეიჭრა და გამაგრებული ქალაქების გარშემო დაბანაკდა;+ ის მათში შეღწევასა და მათ ხელში ჩაგდებას ფიქრობდა.  დაინახა ხიზკიამ, რომ სინახერიბმა იერუსალიმისკენ ქნა პირი+ მასზე გასალაშქრებლად  და მთავრებთან+ და ძლიერ ვაჟკაცებთან ერთად გადაწყვიტა, ქალაქგარეთ წყლის წყაროები გადაეკეტა+ და ისინიც მიეხმარნენ მას.  ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი, გადაკეტეს ყველა წყარო და შუა ქვეყანაში გამდინარე+ წყლის ნაკადი და თქვეს: რატომ უნდა მოვიდნენ და ნახონო ასურეთის მეფეებმა ბევრი წყალი?!  მან გამბედაობა მოიკრიბა, ამოაშენა გალავნის დანგრეული კედლები,+ აღმართა მასზე კოშკები,+ გარეთ სხვა გალავანი+ ამოუშენა, გაამაგრა დავითის ქალაქის მილო*+ და მრავალი შუბი+ და ფარი+ დაამზადა.  მან ჯარის მეთაურები+ დაუყენა ხალხს, შეკრიბა ისინი მოედანზე+ ქალაქის კარიბჭესთან და გულში+ ჩამწვდომი სიტყვებით ელაპარაკა მათ:  „გამბედაობა მოიკრიბეთ და გამაგრდით!+ ნუ შეგაშინებთ+ და ნუ შეგაძრწუნებთ+ ასურეთის მეფე+ და მისი ბრბო,+ რადგან ჩვენთან უფრო ბევრნი არიან, ვიდრე მასთან!  მასთან ხორციელი ძალაა*,+ ჩვენთან კი იეჰოვაა, ჩვენი ღმერთი, რათა დაგვეხმაროს+ და ჩვენთვის იბრძოლოს“.+ გაამხნევა ხალხი იუდას მეფე ხიზკიას სიტყვებმა.+  ამის შემდეგ ასურეთის მეფე სინახერიბმა,+ რომელიც ლაშქართან ერთად+ ლაქიშში+ იმყოფებოდა, თავისი მსახურები გაუგზავნა იერუსალიმში იუდას მეფე ხიზკიასა და იერუსალიმში მყოფ იუდეველებს და შეუთვალა: 10  «აი რას ამბობს ასურეთის მეფე სინახერიბი:+ „რისი იმედი გაქვთ, მშვიდად რომ ხართ ალყაშემორტყმულ იერუსალიმში?+ 11  განა არ გაცდუნებთ+ ხიზკია,+ რათა შიმშილითა და წყურვილით დაიხოცოთ, როცა გეუბნებათ: იეჰოვა, ჩვენი ღმერთი გვიხსნისო ასურეთის მეფის ხელიდან?!+ 12  განა თვითონ ხიზკიამ არ მოსპო მისი მაღლობები+ და სამსხვერპლოები+ და უბრძანა იუდასა და იერუსალიმს, ერთი სამსხვერპლოს წინ+ დამხობილიყვნენ+ და მასზე აებოლებინათ შესაწირავი?!+ 13  განა არ იცით, რა დავმართეთ მე და ჩემმა მამა-პაპამ სხვა ქვეყნების ხალხებს?!+ განა შეძლეს იმ ქვეყნების ხალხთა ღმერთებმა+ მათი მიწის ხსნა ჩემი ხელიდან?! 14  ჩემი მამა-პაპის მიერ განადგურებული რომელი ხალხის ღმერთმა შეძლო თავისი ხალხის ხსნა ჩემი ხელიდან, თქვენმა ღმერთმა რომ შეძლოს თქვენი ხსნა ჩემი ხელიდან?!+ 15  თავს ნუ მოატყუებინებთ+ და თავს ნუ შეაცდენინებთ ხიზკიას,+ ნუ ენდობით მას, რადგან ვერც ერთი ხალხისა და ვერც ერთი სამეფოს ღმერთმა ვერ შეძლო თავისი ხალხის ხსნა ჩემი და ჩემი მამა-პაპის ხელიდან. მით უმეტეს ვერ გიხსნით თქვენი ღმერთი ჩემი ხელიდან!“»+ 16  კიდევ ილაპარაკეს მისმა მსახურებმა იეჰოვას, ჭეშმარიტი ღვთისა+ და მისი მსახურის, ხიზკიას წინააღმდეგ. 17  მან იეჰოვას, ისრაელის ღვთის+ შეურაცხმყოფელი წერილებიც დაწერა,+ სადაც მის წინააღმდეგ ამბობდა: „როგორც სხვა ქვეყნების ხალხთა ღმერთებმა+ ვერ იხსნეს თავიანთი ხალხი ჩემი ხელიდან,+ ისე ვერც ხიზკიას ღმერთი იხსნის თავის ხალხს ჩემი ხელიდან“. 18  იუდეველთა ენაზე+ ხმამაღლა+ უყვიროდნენ ისინი+ გალავანზე მდგომ იერუსალიმის მკვიდრებს, რომ შეეშინებინათ+ და შეეძრწუნებინათ ისინი და დაეპყროთ ქალაქი. 19  ისინი კვლავ ისე ლაპარაკობდნენ იერუსალიმის ღვთის+ წინააღმდეგ,+ როგორც დედამიწაზე მცხოვრებ სხვა ხალხთა ღმერთების, ადამიანის ნახელავის წინააღმდეგ.+ 20  ლოცულობდნენ+ ამ ამბის გამო მეფე ხიზკია+ და წინასწარმეტყველი+ ესაია,+ ამოცის ვაჟი,+ და ცას სთხოვდნენ შველას.+ 21  გამოგზავნა იეჰოვამ ანგელოზი+ და ამოწყვიტა ყველა ძლიერი და მამაცი ვაჟკაცი,+ წინამძღოლი და მეთაური ასურეთის მეფის+ ბანაკში. შერცხვენილი დაბრუნდა ის თავის ქვეყანაში. ერთხელ, როცა ის თავისი ღვთის სახლში შევიდა, მისი საზარდულიდან გამოსულებმა მახვილით განგმირეს იგი.+ 22  ასე იხსნა იეჰოვამ ხიზკია და იერუსალიმის მკვიდრნი ასურეთის მეფე+ სინახერიბისა თუ სხვების ხელიდან და მშვიდობა მისცა მათ ყოველი მხრიდან.+ 23  მრავალს მოჰქონდა იეჰოვასთვის ძღვენი+ იერუსალიმში და საუკეთესო საჩუქრები იუდას მეფე ხიზკიასთვის.+ ამის შემდეგ აღზევდა+ ის ყველა ხალხის თვალში. 24  იმ დროს სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკია+ და ლოცვით მიმართა+ იეჰოვას, ისიც ელაპარაკა მას+ და ნიშანი+ მისცა. 25  მაგრამ ხიზკიას არაფერი გაუკეთებია გამოვლენილი სიკეთის სანაცვლოდ,+ რადგან გადიდგულდა.+ ამიტომ რისხვა აღიძრა+ მის წინააღმდეგ და იუდასა და იერუსალიმის წინააღმდეგ. 26  თავი დაიმდაბლა+ გადიდგულებულმა ხიზკიამ, მანაც და იერუსალიმის მკვიდრებმაც, ამიტომ აღარ დასტყდომიათ თავს იეჰოვას რისხვა ხიზკიას დროს.+ 27  ძლიერ გამდიდრდა და განდიდდა ხიზკია.+ მან გაიკეთა საგანძურები ოქრო-ვერცხლისა+ და ძვირფასი ქვების,+ ბალზამის,+ ფარებისა+ და ყველანაირი ძვირფასი ნივთის შესანახად,+ 28  ბეღლები+ — მარცვლეულისთვის, მარნები — ახალი ღვინისთვის,+ საცავები — ზეთისთვის, სადგომები — ყველანაირი პირუტყვისთვის და ფარეხები+ — ცხვრის ფარისთვის. 29  ის დაეუფლა ქალაქებს და შეიძინა მრავალი ცხვარ-ძროხა,+ რადგან ღმერთმა დიდი დოვლათი მისცა.+ 30  ხიზკიამ გადაკეტა+ გიხონის+ წყლის ზემო სათავე+ და წყალი დასავლეთით, დავითის ქალაქისკენ+ მიუშვა. ყველაფერში ხელი ემართებოდა ხიზკიას.+ 31  როცა ბაბილონის მთავრებმა+ ხალხი გაუგზავნეს მას,+ რათა ეკითხათ იმ მიწაზე გამოჩენილი ნიშნის+ შესახებ, მარტო დატოვა ის ჭეშმარიტმა ღმერთმა+ გამოსაცდელად+ და მისი გულისნადების გასაგებად.+ 32  ხიზკიას დანარჩენი ამბები+ და მისი კეთილი*+ საქმეები ესაია წინასწარმეტყველის, ამოცის ვაჟის+ ხილვაში, იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნშია+ ჩაწერილი. 33  ბოლოს განისვენა ხიზკიამ თავისი მამა-პაპის გვერდით+ და დამარხეს ის დავითის ძეთა სამარხებისკენ მიმავალ აღმართზე.+ სიკვდილის შემდეგ მას პატივი მიაგეს მთელმა იუდამ და იერუსალიმელმა ხალხმა.+ მის შემდეგ მისი ვაჟი მენაშე+ გამეფდა.

სქოლიოები

ნიშნავს მიწაყრილს.
სიტყვასიტყვით — ხორციელი მკლავი.
იხილეთ 1:8-ის სქოლიო.