2 მატიანე 34:1—33
34 რვა+ წლისა გამეფდა იოშია+ და ოცდათერთმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში.+
2 სწორად იქცეოდა ის იეჰოვას თვალში,+ თავისი წინაპრის,+ დავითის გზით დადიოდა და არ გადაუხვევია არც მარჯვნივ და არც მარცხნივ.+
3 თავისი მეფობის მერვე წელს, როცა ჯერ კიდევ ყმაწვილი+ იყო, დავითის, თავისი წინაპრის, ღვთის ძიება+ დაიწყო; თავისი მეფობის მეთორმეტე წელს კი დაიწყო იუდასა და იერუსალიმის განწმენდა+ მაღლობებისგან,+ წმინდა ბოძებისგან,+ გამოთლილი და ჩამოსხმული ქანდაკებებისგან.+
4 მისი ხელმძღვანელობით დაანგრიეს ბაალების+ სამსხვერპლოები.+ მან დალეწა სასაკმევლეები+ მათ ზემოთ, დაამტვრია წმინდა ბოძები,+ გამოთლილი და ჩამოსხმული ქანდაკებები+ და მტვრად აქცია,+ მათი მტვერი კი იმათ სამარხებს მოაყარა, ვინც მსხვერპლს სწირავდა მათ.+
5 ქურუმთა ძვლები მათ სამსხვერპლოებზე+ დაწვა.+ ასე განწმინდა მან იუდა და იერუსალიმი.
6 მენაშეს,+ ეფრემისა+ და სიმონის ქალაქებში ნაფთალამდე და ყველა გაპარტახებულ ადგილზე მათ გარშემო
7 დაანგრია მან სამსხვერპლოები+ და წმინდა ბოძები,+ დაამტვრია და მტვრად აქცია+ გამოთლილი ქანდაკებები+ და დალეწა სასაკმევლეები+ მთელი ისრაელის მიწაზე, შემდეგ კი იერუსალიმში დაბრუნდა.
8 თავისი მეფობის მეთვრამეტე+ წელს, მას შემდეგ, რაც განწმინდა მიწა და სახლი, გაგზავნა შაფანი,+ აცალიას ვაჟი, ქალაქის მთავარი მაასეია და მემატიანე იოახი, იოახაზის ვაჟი, იეჰოვას, თავისი ღვთის სახლის შესაკეთებლად.+
9 მივიდნენ ისინი მღვდელმთავარ ხილკიასთან+ და მისცეს მას ღვთის სახლში მიტანილი ფული, რაც ლევიანმა კარის მცველებმა+ აკრიფეს მენაშესა+ და ეფრემის+ ხელიდან, დანარჩენი ისრაელიდან,+ მთელი იუდადან, ბენიამინიდან და იერუსალიმის მკვიდრთაგან.
10 ხელში მისცეს ის სამუშაოთა შემსრულებლებს, რომლებიც იეჰოვას სახლში ზედამხედველებად იყვნენ დანიშნულნი.+ სამუშაოთა შემსრულებლებმა კი, რომლებიც იეჰოვას სახლში მუშაობდნენ, ის მის შესაკეთებლად და აღსადგენად გამოიყენეს.
11 მისცეს ის ხელოსნებსა და მშენებლებს,+ რომ ეყიდათ თლილი ქვები+ და ხის მასალა სამაგრებისთვის, და ძელებით აეშენებინათ იუდას მეფეების+ მიერ დანგრეული სახლები.
12 პატიოსნად+ მუშაობდა ხალხი. მათ ზედამხედველობდნენ ლევიანები: იახათი და ობადია — მერარის ძეთაგან,+ და ზაქარია და მეშულამი — კეჰათელთაგან.+ საკრავების დაკვრაში დახელოვნებული ლევიანები+
13 მზიდავებსა+ და სხვადასხვა სამუშაოთა შემსრულებლებს ზედამხედველობდნენ.+ ლევიანთაგანვე+ იყვნენ მწერლები,+ ზედამხედველები და კარიბჭის მცველები.+
14 იმ დროს, როცა იეჰოვას სახლში მიტანილი ფული+ გამოჰქონდათ, მღვდელმა ხილკიამ+ იპოვა მოსეს ხელით+ გადმოცემული იეჰოვას კანონის+ წიგნი.+
15 უთხრა ხილკიამ მწერალ შაფანს:+ „კანონის ეს წიგნი ვიპოვე იეჰოვას სახლში“. და მისცა ხილკიამ წიგნი შაფანს.
16 მიუტანა შაფანმა წიგნი მეფეს და უთხრა: „ყველა დავალებას ასრულებენ შენი მსახურები.
17 გადმოყარეს ფული, რომელიც იეჰოვას სახლში აღმოჩნდა, და ხელში მისცეს დანიშნულ ზედამხედველებსა და სამუშაოთა შემსრულებლებს“.+
18 სიტყვა განაგრძო მწერალმა შაფანმა და უთხრა მეფეს: „ეს წიგნი+ მღვდელმა ხილკიამ მომცა“.+ და დაიწყო შაფანმა მისი კითხვა მეფის წინაშე.+
19 როგორც კი მეფემ კანონის სიტყვები მოისმინა, ტანსაცმელი შემოიხია.+
20 უბრძანა მეფემ ხილკიას,+ ახიკამს,+ შაფანის ვაჟს, აბდონს, მიქას ვაჟს, მწერალ+ შაფანსა+ და მეფის მსახურ ასაიას:+
21 „წადით და დაეკითხეთ+ იეჰოვას ჩემთვის+ და ისრაელსა და იუდაში დარჩენილთათვის ამ ნაპოვნ წიგნში+ ჩაწერილი სიტყვების გამო, რადგან დიდია იეჰოვას რისხვა,+ თავს რომ უნდა დაგვატყდეს, ვინაიდან არ დაიცვა ჩვენმა მამა-პაპამ იეჰოვას სიტყვა და არ შეასრულა ის, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი“.+
22 ხილკია და ისინი, ვისაც მეფის ბრძანება ჰქონდა მიღებული, წავიდნენ წინასწარმეტყველ+ ხულდასთან,+ ტანსაცმლის მცველ შალუმის,+ ხარხასის ვაჟის თიკვას ვაჟის ცოლთან, რომელიც იერუსალიმის მეორე უბანში ცხოვრობდა, და ამაზე ელაპარაკნენ.
23 მან მიუგო მათ:
«აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „უთხარით იმ კაცს, რომელმაც ჩემთან გამოგგზავნათ,
24 აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: უბედურებას მოვაწევ+ ამ ადგილს და მის მკვიდრთ,+ ავახდენ იმ წიგნში ჩაწერილ ყველა წყევლას,+ იუდას მეფეს რომ წაუკითხეს,+
25 რაკი მიმატოვეს+ და სხვა ღმერთებს უბოლებდნენ შესაწირავს,+ თავიანთი ნამოქმედარით+ ჩემი შეურაცხყოფისთვის,+ რომ გადმოღვრილიყო+ ჩემი რისხვა ამ ადგილზე და არ დამცხრალიყო.+
26 ასე უთხარით იუდას მეფეს, რომელმაც იეჰოვასთან შესაკითხად გამოგგზავნათ, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა, ისრაელის ღმერთი:+ ის სიტყვები+ რომ მოისმინე
27 და სათნო გული+ აღმოგაჩნდა, თავი რომ დაიმდაბლე+ ღვთის წინაშე, როცა მოისმინე ამ ადგილსა და მის მკვიდრებზე წარმოთქმული სიტყვები, თავი დაიმდაბლე ჩემ წინაშე,+ ტანსაცმელი რომ შემოიხიე+ და ტიროდი ჩემ წინაშე, მეც გისმინე,+ — ამბობს იეჰოვა. —
28 მოგასვენებ შენი მამა-პაპის გვერდით და მშვიდობით განისვენებ შენს საფლავში;+ არ იხილავს შენი თვალი მთელ იმ უბედურებას,+ რომელსაც ამ ადგილსა და მის მკვიდრთ მოვაწევ“».+
მიუტანეს ეს პასუხი მეფეს.
29 გაგზავნა მეფემ ხალხი და შეკრიბა იუდასა და იერუსალიმის უხუცესები.+
30 ავიდა მეფე იეჰოვას სახლში+ იუდას ხალხთან, იერუსალიმის მკვიდრებთან, მღვდლებთან,+ ლევიანებთან და მთელ ხალხთან ერთად, დიდთან თუ პატარასთან, და მათ გასაგონად დაიწყო იმ სიტყვების კითხვა,+ რომლებიც იეჰოვას სახლში ნაპოვნ შეთანხმების წიგნში ეწერა.+
31 თავის ადგილზე+ მდგომმა მეფემ შეთანხმება+ დადო იეჰოვას წინაშე, რომ გაჰყვებოდა იეჰოვას, მთელი გულითა+ და სულით+ დაიცავდა მის მცნებებს,+ მოწმობებსა+ და წესებს,+ და შეასრულებდა+ ამ წიგნში ჩაწერილ შეთანხმების სიტყვებს.+
32 მან შეთანხმება დაადებინა ყველას, ვინც იერუსალიმსა და ბენიამინში იმყოფებოდა, და იერუსალიმის მკვიდრებიც შეუდგნენ თავიანთი მამა-პაპის ღვთის შეთანხმების დაცვას.+
33 ამის შემდეგ იოშიამ მოსპო ყოველგვარი სისაძაგლე+ ისრაელის ძეთა მიწაზე და ყველა, ვინც ისრაელში იყო,+ იეჰოვას, თავიანთი ღვთის მსახურებაში ჩააბა. მის სიცოცხლეში არ განდგომიან ისინი იეჰოვას, თავიანთი მამა-პაპის ღმერთს.+