2 მატიანე 35:1—27

35  იოშიამ+ იეჰოვასთვის პასექი+ აღნიშნა იერუსალიმში; პირველი+ თვის მეთოთხმეტე+ დღეს დაკლეს საპასექო მსხვერპლი.+  დააყენა მღვდლები თავ-თავიანთი საქმეების შესასრულებლად+ და იეჰოვას სახლში+ მსახურებისთვის წაახალისა.+  უთხრა მან ლევიანებს, ისრაელის დამმოძღვრავებს,+ იეჰოვას წმინდებს: „დადგით წმინდა+ კიდობანი სახლში,+ რომელიც ისრაელის მეფე სოლომონმა, დავითის ძემ ააშენა. არ მოგიწევთ მისი მხრებით ტარება.+ ახლა ემსახურეთ+ იეჰოვას, თქვენს ღმერთს და მის ხალხს, ისრაელს!  მოემზადეთ საგვარეულოებისა+ და ჯგუფების+ მიხედვით, ისრაელის მეფე დავითისა და მისი ვაჟის, სოლომონის მიერ დაწერილისამებრ.+  იდექით+ წმინდა ადგილზე თქვენი ძმების, ხალხის ძეების გულისთვის მათი საგვარეულოთა ჯგუფების მიხედვით; და იყოს იქ ლევიანთა+ საგვარეულოს ნაწილი.+  დაკალით საპასექო+ მსხვერპლი, განიწმინდეთ+ და მოემზადეთ თქვენი ძმების გულისთვის, რათა მოიქცეთ მოსეს ხელით გადმოცემული იეჰოვას სიტყვისამებრ“.+  ხალხის ძეებისთვის, ყველასთვის, ვინც იქ იყო, იოშიამ საპასექო მსხვერპლად მამალი თოხლებისა და მამალი თიკნების ფარები გაიღო, ოცდაათი ათასი სული, და სამი ათასი ხარი.+ ეს მეფის ქონებიდან იქნა გაღებული.+  მისმა მთავრებმაც+ გაიღეს ნებაყოფლობითი შესაწირავი ხალხისთვის,+ მღვდლებისა და ლევიანებისთვის. ხილკიამ,+ ზაქარიამ და იეხიელმა, ჭეშმარიტი ღვთის სახლის წინამძღოლებმა, საპასექო მსხვერპლად მღვდლებს ორი ათას ექვსასი სული წვრილფეხა საქონელი და სამასი ხარი მიუყვანეს.  ლევიანთა მთავრებმა, ქონანიამ და მისმა ძმებმა, შემაიამ და ნეთანელმა, ასევე ხაშაბიამ, იეიელმა და იოზაბადმა ლევიანებისთვის საპასექო მსხვერპლად ხუთი ათასი სული წვრილფეხა საქონელი და ხუთასი ხარი გაიღეს. 10  ყველაფერი მომზადდა+ მსახურებისთვის, მღვდლები თავ-თავიანთ ადგილებზე+ იდგნენ,+ ლევიანებიც თავ-თავიანთ ადგილებზე იდგნენ ჯგუფების+ მიხედვით, როგორც მეფეს ჰქონდა ნაბრძანები.+ 11  დაკლეს ლევიანებმა საპასექო მსხვერპლი,+ მღვდლები+ კი სამსხვერპლოზე ასხურებდნენ+ სისხლს, რომელსაც ისინი აწვდიდნენ; ამ დროს ლევიანები პირუტყვს ატყავებდნენ.+ 12  მოამზადეს მათ დასაწვავი შესაწირავი, რომ მიეცათ ის ხალხის ძეებისთვის საგვარეულოთა+ ჯგუფების+ მიხედვით, რათა მოსეს წიგნში ჩაწერილისამებრ+ შეეწირათ+ ის იეჰოვასთვის; ასევე მოიქცნენ ხარების შეწირვისას. 13  მათ, ჩვეულებისამებრ, ცეცხლზე მოამზადეს+ საპასექო+ შესაწირავი; ის, რაც განიწმინდა, ქვაბებში, ქოთნებსა და დაბალძირიან თასებში მოამზადეს+ და სწრაფად მიუტანეს ხალხის ძეებს.+ 14  შემდეგ ის თავიანთთვის და მღვდლებისთვის მოამზადეს, რადგან მღვდლები,+ აარონის ძეები, ღამის დადგომამდე დასაწვავი შესაწირავებისა+ და ქონის+ შეწირვით იყვნენ დაკავებულნი; ლევიანებმა თავისთვის და მღვდლებისთვის, აარონის ძეებისთვის მოამზადეს+ ის. 15  მგალობლები,+ ასაფის+ ძეები, თავიანთ მსახურებას ასრულებდნენ დავითის,+ ასაფის,+ ჰემანისა+ და მეფის წინასწარმხილველ+ იედუთუნის+ ბრძანებისამებრ, კარიბჭის მცველები+ კი სხვადასხვა კარიბჭესთან+ იდგნენ. მათ არ უწევდათ თავიანთი მსახურების მიტოვება, რადგან მათმა ძმებმა, ლევიანებმა, ყველაფერი მოამზადეს+ მათთვის. 16  იმ დღეს იეჰოვასთვის ყოველგვარი მსახურება შესრულდა, რათა აღნიშნულიყო პასექი+ და დასაწვავი შესაწირავი მიეტანათ იეჰოვას სამსხვერპლოზე, როგორც მეფე იოშიას ჰქონდა ნაბრძანები.+ 17  იმ დროს მთელი ისრაელის ძეებმა აღნიშნეს პასექი+ და შვიდ დღეს იზეიმეს უფუარობის დღესასწაული.+ 18  წინასწარმეტყველ სამუელის შემდეგ ასე არ აღუნიშნავთ პასექი ისრაელში,+ არც ისრაელის სხვა მეფეებს+ აღუნიშნავთ პასექი ისე, როგორც იოშიამ, მღვდლებმა, ლევიანებმა, მთელმა იუდამ, ისრაელმა და იერუსალიმის მკვიდრებმა აღნიშნეს. 19  ეს პასექი იოშიას მეფობის მეთვრამეტე წელს აღინიშნა.+ 20  მას შემდეგ, რაც იოშიამ მოაწესრიგა ეს სახლი, ეგვიპტის+ მეფე ნექო*+ გამოვიდა საბრძოლველად ქარხემიშში,+ ევფრატთან. გაემართა იოშია+ მის დასახვედრად.+ 21  შეუთვალა მას ნექომ მაცნეების პირით: „რა მესაქმება შენთან, იუდას მეფეო?! შენ წინააღმდეგ არ გამოვსულვარ დღეს, სხვა სახლს ვებრძვი და თვით ღმერთს აქვს ნაბრძანები, რომ თავზარი დავცე მას. შეჩერდი შენივე სასიკეთოდ ღვთის გულისათვის, რადგან ჩემთანაა ის, და თავს ნუ დააღუპვინებ მას“.+ 22  მაგრამ იოშიამ პირი არ მოარიდა მას,+ გადაიცვა,+ მასთან საბრძოლველად რომ გასულიყო, ყური არ დაუგდო ნექოს+ სიტყვებს, ღვთის ბაგიდან გამოსულს, და მეგიდოს ველზე+ გავიდა საბრძოლველად. 23  ესროლეს მშვილდოსნებმა+ მეფე იოშიას. უთხრა მეფემ თავის მსახურებს: „ჩამომიყვანეთ, რადგან ძალიან მძიმედ ვარ დაჭრილი“.+ 24  ჩამოიყვანეს ის ეტლიდან მისმა მსახურებმა, მის მეორე საომარ ეტლში გადაიყვანეს და იერუსალიმში წაასვენეს.+ ასე მოკვდა+ იგი და დამარხეს ის თავისი მამა-პაპის სასაფლაოზე;+ მთელი იუდა და იერუსალიმი გლოვობდა იოშიას.+ 25  მოთქმას+ მოჰყვა იერემია+ იოშიაზე. მომღერალი კაცები და ქალები+ თავიანთ სამგლოვიარო სიმღერებში დღემდე ახსენებენ იოშიას. მათ წესად დაადგინეს ეს ისრაელში და ეს სიმღერები სამგლოვიარო სიმღერებს შორის ჩაიწერა.+ 26  იოშიას დანარჩენი საქმეები+ და იეჰოვას კანონში+ ჩაწერილისამებრ გაკეთებული მთელი მისი სიკეთე*,+ 27  მისი ამბები, პირველიდან უკანასკნელამდე,+ ისრაელისა და იუდას მეფეთა წიგნშია+ ჩაწერილი.

სქოლიოები

იგივე ნეხაო.
იხილეთ 1:8-ის სქოლიო.