2 მატიანე 36:1—23

36  აიყვანა იმ მიწის ხალხმა იეჰოახაზი,+ იოშიას ძე, და მამამისის შემდეგ გაამეფა იერუსალიმში.+  ოცდასამი წლის გამეფდა იეჰოახაზი და სამ თვეს იმეფა იერუსალიმში.+  მეფობა ჩამოართვა მას ეგვიპტის მეფემ იერუსალიმში+ და ქვეყანას ასი ვერცხლის+ ტალანტი და ერთი ოქროს ტალანტი დააკისრა.  ეგვიპტის მეფემ+ იუდასა და იერუსალიმზე მისი ძმა ელიაკიმი+ გაამეფა და იეჰოიაკიმი დაარქვა, მისი ძმა იეჰოახაზი კი ნექომ+ ეგვიპტეში+ წაიყვანა.  ოცდახუთი წლისა გამეფდა იეჰოიაკიმი+ და თერთმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში;+ ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას, თავისი ღვთის თვალში.+  მის წინააღმდეგ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი+ გამოვიდა,+ რათა სპილენძის ორმაგი ბორკილები დაედო და ბაბილონში წაეყვანა.+  ნაბუქოდონოსორმა+ ბაბილონში წაიღო იეჰოვას სახლის ნივთების+ ნაწილი და ბაბილონში, თავის სასახლეში დააწყო.+  იეჰოიაკიმის დანარჩენი საქმეები,+ მისი ჩადენილი სისაძაგლეები+ და ყველაფერი, რაც მის წინააღმდეგ მოწმობდა, ისრაელისა და იუდას მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. მის შემდეგ მისი ვაჟი იეჰოიაქინი+ გამეფდა.  თვრამეტი წლისა გამეფდა იეჰოიაქინი+ და სამ თვესა+ და ათ დღეს იმეფა იერუსალიმში; ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში.+ 10  წელიწადის შემობრუნებისას*+ მეფე ნაბუქოდონოსორმა+ თავისი მსახურები გაგზავნა, რათა ბაბილონში+ წაეყვანა ის და თან იეჰოვას სახლის ძვირფასი ნივთები+ წამოეღო; ხოლო იუდასა და იერუსალიმზე ციდკია,+ მამამისის ძმა გაამეფა.+ 11  ოცდაერთი წლისა გამეფდა ციდკია+ და თერთმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში.+ 12  ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას,+ თავისი ღვთის თვალში. მას არ დაუმდაბლებია თავი+ წინასწარმეტყველ+ იერემიას+ წინაშე, რომელიც იეჰოვას ბრძანებით ლაპარაკობდა. 13  განუდგა+ ის მეფე ნაბუქოდონოსორს, რომელმაც ღვთის სახელით დააფიცა.+ კვლავაც გაჯიუტდა+ ის და გული გაიქვავა,+ რომ არ დაბრუნებოდა იეჰოვას, ისრაელის ღმერთს. 14  უფროსი მღვდლებიცა+ და ხალხიც დიდად ორგულობდნენ სხვა ხალხების სისაძაგლისამებრ+ და ამგვარად წაბილწეს იეჰოვას სახლი, რომელიც მას განწმენდილი ჰქონდა იერუსალიმში.+ 15  იეჰოვა, მათი მამა-პაპის ღმერთი, გამუდმებით უგზავნიდა მათ თავის მაცნეებს+ და აფრთხილებდა მათი პირით, რადგან ებრალებოდა თავისი ხალხი+ და თავისი სამყოფელი.+ 16  მაგრამ ისინი სასაცილოდ იგდებდნენ+ ჭეშმარიტი ღვთის მაცნეებს, არად აგდებდნენ მის სიტყვებს+ და დასცინოდნენ+ მის წინასწარმეტყველებს, ვიდრე იეჰოვას რისხვა+ არ აღიგზნო მის ხალხზე, როცა უკვე შეუძლებელი იყო მათი განკურნება.+ 17  მან გამოიყვანა მათ წინააღმდეგ ქალდეველთა მეფე,+ რომელმაც მახვილით დაუხოცა+ მათ ჭაბუკები მათი საწმინდრის სახლში,+ და არ შეჰბრალებია მას არც ჭაბუკი, არც ქალწული, არც მოხუცებული და არც ღრმად მოხუცებული.+ ღმერთმა ყველაფერი ხელში ჩაუგდო მას. 18  ჭეშმარიტი ღვთის სახლის ყველა ნივთი,+ დიდი+ თუ პატარა, იეჰოვას სახლის საგანძური+ და მეფისა+ და მთავრების საგანძური — ყველაფერი ბაბილონში გაზიდა. 19  გადაწვა ჭეშმარიტი ღვთის სახლი+ და დაანგრია იერუსალიმის გალავანი;+ ცეცხლს მისცა მისი საცხოვრებელი კოშკები და ყოველივე, რაც ძვირფასი იყო მასში,+ რათა ბოლომდე გაენადგურებინა ყველაფერი.+ 20  მახვილს გადარჩენილები ტყვედ წაასხა ბაბილონში+ და მისი და მისი ვაჟების მორჩილები გახდნენ ისინი+ სპარსეთის სამეფოს+ აღზევებამდე, 21  რათა შესრულებულიყო იერემიას პირით+ ნათქვამი იეჰოვას სიტყვა და მიწას აენაზღაურებინა თავისი შაბათები.+ მთელი უკაცრიელობის ხანი იცავდა ის შაბათს, ვიდრე სამოცდაათი წელი შესრულდებოდა.+ 22  სპარსეთის+ მეფე კიროსის+ მეფობის პირველ წელს, იერემიას პირით ნათქვამი+ იეჰოვას სიტყვის+ შესასრულებლად იეჰოვამ აღძრა სპარსეთის მეფის, კიროსის სული,+ რომ მთელ მის სამეფოში სიტყვიერად და წერილობით+ გამოეცხადებინათ: 23  «აი რას ამბობს სპარსეთის მეფე კიროსი:+ „დედამიწის ყველა სამეფო იეჰოვამ, ცათა ღმერთმა მომცა+ და დამავალა მისთვის სახლის აშენება იერუსალიმში, იუდაში რომ არის.+ თუკი ვინმე არის თქვენ შორის მისი ხალხიდან,+ იეჰოვა, მისი ღმერთი იყოს მასთან,+ დაე, წავიდეს!“»+

სქოლიოები

მომავალ გაზაფხულზე.