2 მატიანე 4:1—22

4  მან გააკეთა სპილენძის სამსხვერპლო+ სიგრძით ოცი წყრთა, სიგანით ოცი წყრთა და სიმაღლით ათი წყრთა.+  ჩამოასხა მრგვალი ზღვა,+ რომლის ერთი კიდიდან მეორემდე ათი წყრთა იყო; სიმაღლით ხუთი წყრთა იყო და გარშემო ოცდაათი წყრთა თოკი შემოსწვდებოდა.+  ქვედა მხარეს ირგვლივ გოგრისებური ჩუქურთმები+ ჰქონდა, ერთ წყრთაზე — ათი; ისინი ზღვას ჰქონდა შემოვლებული.+ გოგრისებური ჩუქურთმები ზღვასთან ერთად იყო ჩამოსხმული ორ მწკრივად.  ზღვა თორმეტ ხარზე+ იდგა. სამ მათგანს პირი ჩრდილოეთისკენ ჰქონდა მიქცეული, სამს — დასავლეთისკენ, სამს — სამხრეთისკენ და სამსაც — აღმოსავლეთისკენ. ზღვა ზურგზე ედგათ და გავა შიგნით ჰქონდათ მიქცეული.+  ზღვა სისქით ერთი ხელის დადება იყო; კიდე სასმისის კიდესავით ჰქონდა და შროშანის ყვავილს+ ჰგავდა. ის სამი ათას ბათს+ იტევდა.+  მან გააკეთა ათი ავზი, ხუთი მარჯვნივ დადგა და ხუთიც — მარცხნივ;+ მათში უნდა გაერეცხათ+ და გაევლოთ ყველაფერი, რაც დასაწვავი შესაწირავისთვის+ იყო საჭირო, ზღვა კი მღვდლების დასაბანად იყო განკუთვნილი.+  გააკეთა ათი ერთნაირი+ ოქროს სალამპრე+ და ტაძარში დადგა, ხუთი — მარჯვნივ და ხუთიც — მარცხნივ.+  გააკეთა ათი მაგიდა და ტაძარში დადგა, ხუთი — მარჯვნივ და ხუთიც — მარცხნივ;+ ასევე გააკეთა ასი ოქროს თასი.  გამოყო მღვდლების+ ეზო+ და დიდი ეზო.+ დიდი ეზოსთვის გააკეთა კარები და სპილენძით დაფარა. 10  ზღვა მარჯვნივ დადგა, სამხრეთ-აღმოსავლეთით.+ 11  ბოლოს ხირამმა გააკეთა ქილები,+ ნიჩბები+ და თასები.+ ასე დაასრულა ხირამმა სამუშაო, რომელსაც სოლომონ მეფეს უსრულებდა ჭეშმარიტი ღვთის სახლისთვის. 12  ორი სვეტი+ და ორი მრგვალი ბუღაური,+ ორი ბადისებური ნაკეთობა+ სვეტების ორი მრგვალი ბუღაურის დასაფარავად, 13  ოთხასი ბროწეული+ ორი ბადისებური ნაკეთობისთვის, ბროწეულების ორი მწკრივი თითოეული ბადისებური ნაკეთობისთვის, სვეტებზე დადგმული ორი მრგვალი ბუღაურის დასაფარავად,+ 14  ათი საზიდარი+ და ზედ ათი ავზი,+ 15  ერთი ზღვა+ და მის ქვეშ თორმეტი ხარი,+ 16  ქილები, ნიჩბები,+ სამკაპები+ და ყველა სხვა ნივთი+ მბზინვარე სპილენძისგან გაუკეთა ხირამ-აბივმა+ სოლომონ მეფეს იეჰოვას სახლისთვის. 17  იორდანის მხარეში, სუქოთსა+ და ცერედას+ შორის, ჩამოასხა ისინი მეფემ თიხნარ ნიადაგზე. 18  სოლომონმა დიდი რაოდენობით დაამზადა ეს ნივთები, რადგან სპილენძი იმდენი იყო, რომ წონა არ ჰქონდა.+ 19  დაამზადა სოლომონმა ჭეშმარიტი ღვთის სახლის ყველა ნივთი,+ ოქროს სამსხვერპლო,+ მაგიდები+ წარსადგენი პურის დასადებად, 20  სუფთა ოქროს სალამპრეები+ ლამპრებითურთ,+ რათა წესისამებრ აენთოთ ისინი შიდა ოთახის+ წინ. 21  გააკეთა ოქროს (სუფთა ოქროს) ყვავილები, ლამპრები და მაშები+, 22  პატრუქის ნამწვის მოსაცილებლები, თასები, სასმისები, საცეცხლურები — ბაჯაღლო ოქროსი,+ სახლის შესასვლელი,+ შიდა კარები წმინდათაწმინდაში შესასვლელად და ტაძრის სახლის კარები+ — ოქროსი.

სქოლიოები