2 მატიანე 5:1—14

5  ბოლოს დასრულდა ყველა სამუშაო, რაც სოლომონს იეჰოვას სახლისთვის უნდა შეესრულებინა.+ მოიტანა სოლომონმა მამამისის, დავითის მიერ განწმენდილი ნივთები;+ ჭეშმარიტი ღვთის სახლის საგანძურში შეიტანა ოქრო-ვერცხლი და ყველა ნივთი.+  მაშინ შეკრიბა სოლომონმა იერუსალიმში ისრაელის უხუცესები+ და ტომების თავკაცები,+ ისრაელის ძეების საგვარეულოთა თავკაცები,+ სიონიდან,+ დავითის ქალაქიდან,+ იეჰოვას შეთანხმების კიდობნის+ გადმოსატანად.+  თავი მოიყარეს ისრაელებმა მეფესთან მეშვიდე თვის დღესასწაულზე.+  მოვიდნენ ისრაელის უხუცესები+ და წაიღეს ლევიანებმა კიდობანი.+  წაიღეს კიდობანი,+ შეხვედრის კარავი+ და წმინდა ნივთები,+ რაც კარავში იყო; ლევიანმა მღვდლებმა წაიღეს ისინი.+  სოლომონ მეფე და მასთან ერთად შეთანხმებისამებრ კიდობნის წინ შეკრებილი ისრაელთა კრებული სწირავდნენ+ ცხვარ-ძროხას, რომლის დათვლა და აღრიცხვა შეუძლებელი იყო სიმრავლის გამო.  მღვდლებმა იეჰოვას შეთანხმების კიდობანი თავის ადგილზე, სახლის შიდა ოთახში,+ წმინდათაწმინდაში+ შეიტანეს და ქერუბიმების ფრთებქვეშ დადგეს.+  ქერუბიმებს კიდობნის ზემოთ ჰქონდათ ფრთები გაშლილი, ამიტომ ქერუბიმები ზემოდან+ ფარავდნენ კიდობანსა და მის კეტებს.+  კეტები ისეთი გრძელი იყო, რომ მათი ბოლოები წმინდიდან მოჩანდა, შიდა ოთახის წინ, თუმცა გარედან არ ჩანდა; ისინი დღემდე იქ არის.+ 10  კიდობანში არაფერი იდო იმ ორი ფილის+ გარდა, რომლებიც მოსემ ჩადო ხორებში,+ როცა იეჰოვამ შეთანხმება+ დაუდო ისრაელის ძეებს ეგვიპტიდან გამოსვლისას.+ 11  როცა წმინდა ადგილიდან გამოვიდნენ მღვდლები (რადგან ყველა იქ მყოფი მღვდელი განიწმინდა+ განურჩევლად ჯგუფისა),+ 12  და ძვირფას სამოსელში გამოწყობილი ლევიანი მგალობლები,+ რომლებიც ასაფს,+ ჰემანს,+ იედუთუნს,+ მათ ვაჟებსა და ძმებს მიეკუთვნებოდნენ, წინწილებით,+ ქნარებითა+ და სხვა სიმებიანი საკრავებით+ იდგნენ სამსხვერპლოს აღმოსავლეთით და მათთან ერთად ას ოცი მესაყვირე მღვდელი,+ 13  და როგორც კი მესაყვირეებმა და მგალობლებმა ერთხმად+ განადიდეს იეჰოვა, მადლობა შესწირეს მას, აახმიანეს საყვირები, წინწილები და სხვა საკრავები+ და განადიდეს+ იეჰოვა — კარგია იგი,+ მარადიულიაო მისი სიკეთე*+ — ღრუბელმა+ აავსო სახლი, იეჰოვას სახლი.+ 14  ღრუბლის გამო ვეღარ შეძლეს მღვდლებმა იქ დგომა მსახურების შესასრულებლად,+ რადგან იეჰოვას დიდებამ+ აავსო ჭეშმარიტი ღვთის სახლი.

სქოლიოები

იხილეთ 1:8-ის სქოლიო.