2 მატიანე 6:1—42
6 მაშინ თქვა სოლომონმა:+ „თავად იეჰოვამ თქვა, რომ შავ ღრუბელში დამკვიდრდებოდა.+
2 მე აგიშენე სახლი, შენი დიდებული სამყოფელი,+ მტკიცე ადგილი, რომ მარადიულად დამკვიდრდე იქ“.+
3 მერე მეფემ პირი იბრუნა ხალხისკენ და აკურთხა+ ისრაელის მთელი კრებული; ფეხზე იდგა ისრაელის მთელი კრებული.+
4 მან თქვა: «კურთხეული იყოს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი,+ რომელიც თავისი პირით ელაპარაკა მამაჩემს, დავითს,+ და თავისი ხელით შეასრულა+ ნათქვამი:
5 „ჩემი ხალხის ეგვიპტიდან გამოყვანის დღიდან არ ამირჩევია ქალაქი ისრაელის ტომებს შორის სახლის+ ასაშენებლად, რომ ჩემი სახელი დამკვიდრებულიყო იქ, და არ ამირჩევია კაცი ისრაელის, ჩემი ხალხის, წინამძღოლად.+
6 ამოვირჩევ+ იერუსალიმს ჩემი სახელის დასავანებლად და დავითს — ჩემი ხალხის, ისრაელის, წინამძღოლად“.+
7 გულით სურდა მამაჩემ დავითს, ისრაელის ღვთის, იეჰოვას სახელზე სახლის აშენება,+
8 მაგრამ იეჰოვამ უთხრა მამაჩემს, დავითს: „კარგია, გულით რომ მოისურვე ჩემს სახელზე სახლის აშენება, რადგან გულით მოისურვე ეს,+
9 მაგრამ შენ არ ააშენებ სახლს,+ შენი საზარდულიდან გამოსული ვაჟი ააშენებს სახლს ჩემს სახელზე“.+
10 შეასრულა იეჰოვამ თავისი ნათქვამი სიტყვა,+ რომ მამაჩემის, დავითის ადგილს+ დავიკავებდი და ისრაელის ტახტზე დავჯდებოდი,+ როგორც ეს იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი,+ და ავაშენებდი სახლს იეჰოვას, ისრაელის ღვთის სახელზე,+
11 და იქ დავდგამდი კიდობანს,+ რომელშიც იეჰოვას შეთანხმება დევს, ისრაელის ძეებთან დადებული».+
12 დადგა ის იეჰოვას სამსხვერპლოს წინ ისრაელის მთელი კრებულის წინაშე+ და ხელები აღაპყრო+
13 (სოლომონს სპილენძის კვარცხლბეკი+ გაეკეთებინა და შუა ეზოში დაედგა,+ სიგრძით ხუთი წყრთა, სიგანით ხუთი წყრთა და სიმაღლით სამი წყრთა. და ზედ იდგა). მან მუხლი მოიყარა+ ისრაელის მთელი კრებულის წინაშე, ზეცისკენ აღაპყრო ხელები+
14 და თქვა: «იეჰოვა, ისრაელის ღმერთო,+ არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთი+ არც ცაში და არც დედამიწაზე; შენ იცავ შეთანხმებას+ და სიკეთეს* უნახავ შენს მსახურებს, რომლებიც მთელი გულით დადიან შენ წინაშე;+
15 შენ შეუსრულე შენს მსახურ დავითს, მამაჩემს, შენი დანაპირები;+ შენი პირით დაჰპირდი და შენი ხელით შეასრულე ის, როგორც დღეს.+
16 ახლა კი, იეჰოვა, ისრაელის ღმერთო, შეასრულე შენი მსახური დავითისთვის, მამაჩემისთვის მიცემული დანაპირები: „არ მოგაკლდება ჩემ წინაშე ისრაელის ტახტზე+ მჯდომი კაცი, თუ დაიცავენ შენი ვაჟები+ თავიანთ გზას და ივლიან ჩემი კანონით+ ისე, როგორც შენ დადიოდი ჩემ წინაშე“.+
17 იეჰოვა, ისრაელის ღმერთო,+ შესრულდეს+ შენი დანაპირები,+ რაც შენს მსახურ დავითს მიეცი!
18 ნუთუ დამკვიდრდება ღმერთი დედამიწაზე ადამიანებთან?!+ აი, ვერ გიტევს შენ ზეცა,+ ზეცათა ზეცა, და ჩემი აშენებული სახლი როგორღა დაგიტევს?!+
19 მოხედე შენი მსახურის ლოცვასა+ და სათხოვარს წყალობის მისაღებად,+ იეჰოვა, ჩემო ღმერთო, და მოუსმინე მუდარასა+ და ლოცვას, რომლითაც მოგმართავს შენი მსახური,+
20 რათა დღედაღამ თვალი გეჭიროს+ ამ სახლზე, იმ ადგილზე, რომელზეც თქვი, რომ შენს სახელს დაავანებდი,+ და ისმინე ლოცვა, რომლითაც შენი მსახური მოგმართავს ამ ადგილისკენ მობრუნებული.+
21 ისმინე შენი მსახურისა+ და შენი ხალხის, ისრაელის ვედრება, როცა ისინი ამ ადგილისკენ მობრუნებულნი ილოცებენ,+ და მოუსმინე ზეციდან,+ შენი სამყოფლიდან, მოუსმინე და აპატიე!+
22 თუ კაცი შესცოდავს თავის მოძმეს,+ ის კი წყევლით დააფიცებს+ მას, და წყევლის ქვეშ მყოფი მოვა შენს სამსხვერპლოსთან ამ სახლში,+
23 მაშინ ისმინე ზეციდან,+ იმოქმედე+ და განსაჯე შენი მსახურები, რათა ბოროტის თავზე მოაქციო მისივე გზა+ და გაამართლო მართალი+ და მისივე სიმართლისამებრ მიაგო მას.+
24 თუ შენი ხალხი, ისრაელი, მტერთან დამარცხდება,+ რადგან გცოდავდნენ,+ მერე კი მობრუნდება,+ ხოტბას შეასხამს შენს სახელს,+ ილოცებს+ და წყალობას გთხოვს ამ სახლში,+
25 მოუსმინე ზეციდან+ და აპატიე ცოდვა შენს ხალხს,+ ისრაელს, და დააბრუნე+ იმ მიწაზე, რომელიც მათ და მათ მამა-პაპას მიეცი.+
26 როცა ცა დაიხშობა და აღარ გაწვიმდება,+ რადგან გცოდავდნენ+ ისინი, მერე კი ილოცებენ ამ ადგილისკენ+ მობრუნებულნი, ხოტბას შეასხამენ შენს სახელს და მიატოვებენ თავიანთ ცოდვას, რადგან სჯიდი მათ,+
27 ისმინე ზეციდან და აპატიე ცოდვა შენს მსახურებს, შენს ხალხს, ისრაელს, რადგან შენ ასწავლი+ მათ სწორ გზას,+ რომლითაც უნდა იარონ, და აწვიმე+ შენს მიწას, რომელიც მემკვიდრეობად მიეცი შენს ხალხს.+
28 თუ ქვეყანაში შიმშილობა+ დაიწყება ან ჭირი,+ ხორშაკი,+ ჭრაქი,+ კალია+ ან ტარაკანი+ გაჩნდება, თუ მტერი+ ალყაში მოაქცევს ქვეყნის კარიბჭეებს,+ როგორი წყლული ან სნეულებაც არ უნდა იყოს,+
29 ყოველი ლოცვა+ და სათხოვარი წყალობის მისაღებად,+ რომლითაც მოგმართავს ერთი კაცი ან მთელი შენი ხალხი, ისრაელი,+ რადგან თითოეულმა იცის თავისი უბედურება+ და ტკივილი, და გამოიწვდიან ხელებს ამ სახლისკენ,+
30 ისმინე ზეციდან, შენი სამყოფლიდან,+ აპატიე+ და თითოეულს თავისი გზისამებრ მიაგე,+ რადგან შენ იცი მათი გული+ (მხოლოდ შენ იცი კარგად ადამიანის ძეების გული),+
31 რათა ეშინოდეთ+ შენი და ყოველდღე იარონ შენი გზით, სანამ ცოცხლები არიან ამ მიწაზე, ჩვენს მამა-პაპას რომ მიეცი.+
32 თუ უცხოელი, რომელიც არ ეკუთვნის შენს ხალხს, ისრაელს,+ მოვა შორეული ქვეყნიდან შენი დიდებული სახელის,+ ძლიერი ხელისა+ და გაწვდილი მკლავის+ გამო, მოვა და ილოცებს ამ სახლისკენ მობრუნებული,+
33 მოუსმინე ზეციდან, შენი მუდმივი სამყოფლიდან,+ და შეუსრულე უცხოელს სათხოვარი,+ რათა დედამიწის ყველა ხალხმა იცოდეს შენი სახელი,+ ისე ეშინოდეს+ შენი, როგორც შენს ხალხს ისრაელს, და იცოდეს, რომ შენი სახელით იწოდება ეს სახლი, რომელიც ავაშენე.+
34 თუ შენი ხალხი იმ გზით გავა მტერთან საომრად,+ რომლითაც შენ გაგზავნი,+ და ლოცვით მოგმართავს+ მობრუნებული ამ ქალაქისკენ, რომელიც შენ ამოირჩიე, და სახლისკენ, რომელიც შენს სახელზე ავაშენე,+
35 ისმინე ზეციდან მათი ლოცვა და სათხოვარი წყალობის+ მისაღებად და სამართალი გაუჩინე მათ.+
36 თუ ისინი შეგცოდავენ+ (რადგან არ არსებობს უცოდველი კაცი),+ და შენ განრისხდები მათზე, მტრის ხელში დატოვებ და დამატყვევებლები ტყვედ წაასხამენ მათ შორეულ თუ მეზობელ ქვეყანაში,+
37 ისინი კი გონს მოეგებიან იმ ქვეყანაში, სადაც ტყვედ იქნებიან წაყვანილნი, მობრუნდებიან და წყალობას გთხოვენ თავიანთი ტყვეობის ქვეყანაში,+ იტყვიან, შევცოდეთ,+ დავაშავეთ+ და ბოროტება ჩავიდინეთო,+
38 თავიანთი დამატყვევებლების ქვეყანაში დატყვევებულები+ მთელი გულითა+ და სულით მობრუნდებიან შენკენ, ილოცებენ თავიანთი მიწისკენ, იმ მიწისკენ მიბრუნებულნი, მათ მამა-პაპას რომ მიეცი, შენი ამორჩეული ქალაქისკენ+ და სახლისკენ, რომელიც შენს სახელზე ავაშენე,+
39 ისმინე მათი ლოცვა და წყალობის თხოვნა+ ზეციდან, შენი მუდმივი სამყოფლიდან,+ სამართალი გაუჩინე მათ+ და აპატიე+ შენს ხალხს შენ წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა.
40 ჩემო ღმერთო, გთხოვ, ღია გქონდეს თვალი+ და ყური მიაპყარი+ ამ ადგილისთვის აღვლენილ ლოცვას.
41 აღსდექ,+ იეჰოვა ღმერთო, მოსასვენებლად,+ შენცა და შენი ძლიერების კიდობანიც!+ იეჰოვა ღმერთო, ხსნით შეიმოსონ შენი მღვდლები და იხარონ შენმა ერთგულებმა იმით, რაც კარგია.+
42 იეჰოვა ღმერთო, ნუ უკუაგდებ შენი ცხებულის სახეს,+ გაიხსენე შენი მსახურისადმი, დავითისადმი გამოვლენილი სიკეთე*!»+