2 მატიანე 8:1—18

8  ოცი წლის თავზე,+ როცა დაასრულა სოლომონმა იეჰოვას სახლისა+ და თავისი სასახლის შენება,+  აღადგინა სოლომონმა ქალაქები, რომლებიც ხირამმა+ მისცა მას, და იქ ისრაელის ძეები ჩაასახლა.  გაემართა სოლომონი ხამათ-ცობისკენ და სძლია მას.  მერე აღადგინა თადმორი უდაბნოში და სამარაგო+ ქალაქები, რომლებიც ხამათში+ ჰქონდა აშენებული.  მან ააშენა ზემო ბეთ-ხორონი+ და ქვემო ბეთ-ხორონი,+ გალავნებით,+ კარებითა და ურდულებით+ გამაგრებული ქალაქები;  ბაალათი+ და სამარაგო ქალაქები, რომლებიც უკვე სოლომონს ეკუთვნოდა, ეტლების სადგომი ქალაქები,+ მხედართა ქალაქები+ და ყველაფერი, რისი აშენებაც უნდოდა+ იერუსალიმში, ლიბანსა+ და მთელ თავის სამფლობელოში.  ხეთელთაგან,+ ამორეველთაგან,+ ფერიზელთაგან,+ ხიველთაგან+ და იებუსელთაგან+ დარჩენილებს, რომლებიც ისრაელს არ ეკუთვნოდნენ,+  მათ შემდეგ იმ მიწაზე დარჩენილ მათ ვაჟებს, რომლებიც არ გაუნადგურებიათ+ ისრაელის ძეებს, სოლომონმა მონური სამუშაო დააკისრა+ და დღემდე ასეა.+  ისრაელის ძეთაგან არავისთვის დაუკისრებია სოლომონს მონური სამუშაო,+ რადგან ისინი მეომრებად,+ მხლებელთა, მეეტლეთა+ და მხედართა ზედამხედველებად ჰყავდა დაყენებული.+ 10  სოლომონ მეფეს ზედამხედველთა უფროსებად,+ ხალხის წინამძღოლებად ორას ორმოცდაათი კაცი ჰყავდა დანიშნული.+ 11  სოლომონმა ფარაონის ასული+ დავითის ქალაქიდან+ იმ სახლში გადაიყვანა, რომელიც მას აუშენა,+ და თქვა: „ჩემი ცოლია, მაგრამ მან არ უნდა იცხოვროს ისრაელის მეფის, დავითის სასახლეში, რადგან წმინდაა იეჰოვას კიდობნის სამყოფელი ადგილები“.+ 12  სოლომონმა იეჰოვას ამის შემდეგ შესწირა+ დასაწვავი მსხვერპლი იეჰოვას სამსხვერპლოზე,+ რომელიც წინკარის წინ ჰქონდა აგებული,+ 13  ყოველდღიური+ შესაწირავის გაღების წესისამებრ, მოსემ რომ ბრძანა შაბათებზე,+ ახალმთვარობებზე,+ წელიწადში სამჯერ+ დანიშნულ დღესასწაულებზე+ — უფუარობის დღესასწაულზე,+ კვირების დღესასწაულსა+ და კარვობის დღესასწაულზე.+ 14  მან მამამისის, დავითის დადგენილი წესისამებრ+ მღვდელთა ჯგუფები+ დააყენა თავ-თავიანთი მსახურების შესასრულებლად, ლევიანებიც+ თავ-თავიანთ ადგილებზე დააყენა, რომ დადგენილი წესისამებრ ყოველდღიურად+ აღევლინათ სადიდებელი+ და ემსახურათ+ მღვდლების წინაშე; მან ჯგუფების მიხედვით სხვადასხვა კარიბჭესთან დააყენა კარიბჭის მცველები,+ რადგან ასე ჰქონდა ნაბრძანები დავითს, ჭეშმარიტი ღვთის კაცს. 15  მათ არ გადაუხვევიათ იმ ბრძანებისთვის, რომელიც მეფემ მღვდლებსა და ლევიანებს სხვადასხვა საკითხისა და მარაგის შესახებ მისცა.+ 16  წარმატებით შესრულდა სოლომონის ყველა საქმე+ იეჰოვას სახლის საძირკვლის ჩაყრის დღიდან სახლის დამთავრებამდე.+ ასე დასრულდა იეჰოვას სახლის მშენებლობა.+ 17  წავიდა სოლომონი ეციონ-გებერში+ და ელოთში,+ ზღვისპირეთში, ედომის მიწაზე.+ 18  ხირამი+ თავის მსახურთა ხელით უგზავნიდა მას ხომალდებსა და მსახურებს, ზღვის მცოდნეებს.+ ისინი სოლომონის მსახურებთან ერთად მიდიოდნენ ოფირში+ და იქიდან ოთხას ორმოცდაათი ტალანტი+ ოქრო+ მოჰქონდათ სოლომონ მეფისთვის.+

სქოლიოები