2 მატიანე 9:1—31
9 შეიტყო საბას დედოფალმა+ სოლომონის ამბავი და მივიდა იერუსალიმში, რომ ის რთული კითხვებით+ გამოეცადა. მას დიდი ამალა ახლდა და თან ბალზამით,+ დიდძალი ოქროთი+ და ძვირფასი ქვებით+ დატვირთული აქლემები+ მიჰყვებოდა. მივიდა სოლომონთან და ელაპარაკა მას ყველაფერზე, რაც კი გულში ჰქონდა.+
2 სოლომონმა ყველაფერი აუხსნა;+ არაფერი იყო სოლომონისთვის დაფარული და უპასუხოდ არაფერი დაუტოვებია.+
3 იხილა საბას დედოფალმა სოლომონის სიბრძნე,+ მისი აშენებული სახლი,+
4 მისი სუფრა,+ სუფრასთან მსხდომი მსახურები, სუფრის მომსახურეთა საქმიანობა და მათი ჩაცმულობა,+ მის მერიქიფეთა საქმიანობა+ და ჩაცმულობა და დასაწვავი მსხვერპლი,+ რომელსაც ის მუდმივად სწირავდა იეჰოვას სახლში,+ და განცვიფრებული დარჩა.
5 უთხრა მან მეფეს: „მართალი ყოფილა ის სიტყვა, რაც შენზე და შენს სიბრძნეზე მქონდა გაგონილი ჩემს ქვეყანაში!+
6 არ მჯეროდა+ ამ სიტყვების, სანამ თავად არ მოვედი და საკუთარი თვალით არ ვიხილე.+ აი, ნახევარიც კი არ უთქვამთ ჩემთვის შენს უსაზღვრო სიბრძნეზე!+ ყველაფერს გადააჭარბე, რაც გაგონილი მქონდა.+
7 ბედნიერია+ შენი ხალხი და ბედნიერები არიან შენი მსახურები, რომლებიც მუდამ შენ წინაშე დგანან და ისმენენ შენს სიბრძნეს!+
8 კურთხეული იყოს იეჰოვა, შენი ღმერთი,+ რომელმაც მოგიწონა+ და მეფედ დაგსვა თავის ტახტზე+ იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე;+ ჰყვარებია შენს ღმერთს+ ისრაელი და ამიტომაც დაუყენებიხარ მეფედ+ სამართლისა+ და სიმართლის+ აღსასრულებლად, რათა სამარადისოდ განმტკიცდეს ისრაელი!“
9 მიართვა მან მეფეს ას ოცი ტალანტი ოქრო,+ ბალზამი+ დიდი რაოდენობით და ძვირფასი ქვები;+ არასდროს ყოფილა იქ იმდენი ბალზამი, რამდენიც საბას დედოფალმა მიართვა მეფე სოლომონს.+
10 ხირამისა+ და სოლომონის მსახურებს, რომლებსაც ოფირიდან ოქრო+ ჩამოჰქონდათ, სანდალოზის ხის+ მორებიცა და ძვირფასი ქვებიც+ მოჰქონდათ.
11 სანდალოზის ხის მორებისგან მეფემ კიბე+ გააკეთა იეჰოვას სახლისა და მეფის სასახლისთვის+ და მომღერლებისთვის+ — ქნარები+ და სხვა სიმებიანი საკრავები;+ მსგავსი არაფერი ენახათ იუდას მიწაზე.
12 მეფე სოლომონმა ყველაფერი მისცა საბას დედოფალს,+ რაც კი მან ისურვა და ითხოვა, იმაზე მეტი, რაც მან თავად მიართვა მეფეს. გაბრუნდა ის და წავიდა თავის ქვეყანაში თავის მსახურებთან ერთად.+
13 ყოველწლიურად ექვსას სამოცდაექვსი ტალანტი ოქრო შემოსდიოდა სოლომონს+
14 იმ ოქრო-ვერცხლის გარდა, რომელიც მოგზაურებსა და ვაჭრებს,+ არაბთა მეფეებსა+ და ქვეყნის გამგებლებს შემოჰქონდათ სოლომონისთვის.
15 ოქროს შენადნობისგან+ მეფე სოლომონმა ორასი დიდი ფარი გააკეთა (თითოეული ფარი ექვსასი შეკელი ოქროთი მოავარაყა)+
16 და ოქროსავე შენადნობისგან გააკეთა სამასი პატარა ფარი (თითოეული ფარი სამი მინა ოქროთი მოავარაყა).+ მეფემ ისინი ლიბანის ტყის სახლში+ დააწყო.
17 მეფემ სპილოს ძვლის დიდი ტახტი გააკეთა და სუფთა ოქროთი+ მოავარაყა.
18 ტახტთან მისასვლელს ექვსი საფეხური ჰქონდა. ტახტს ოქროს ფეხსადგამი ჰქონდა მიდგმული; ტახტს ორივე მხარეს ჰქონდა საიდაყვეები,+ აქეთ-იქით კი თითო-თითო ლომი+ იდგა.
19 ექვსი საფეხურის ორივე მხარეს თორმეტი ლომი+ იდგა. მსგავსი რამ არც ერთ სხვა სამეფოში არ ყოფილა.+
20 მეფე სოლომონის სასმისები+ ოქროსი+ იყო, ლიბანის ტყის სახლის ჭურჭელი+ კი — სუფთა ოქროსი. ვერცხლისა არაფერი იყო; სოლომონის დროს ვერცხლს ფასი არ ჰქონდა.+
21 მეფის ხომალდებით დადიოდნენ თარშიშში+ ხირამის მსახურები.+ სამ წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდნენ ოქრო-ვერცხლით,+ სპილოს ძვლით,+ მაიმუნებითა და ფარშევანგებით+ სავსე თარშიშული ხომალდები.
22 დედამიწის ყველა მეფეს აღემატებოდა მეფე სოლომონი სიმდიდრითა+ და სიბრძნით.+
23 დედამიწის ყველა მეფე ესწრაფოდა+ სოლომონის სახის ხილვას მისი სიბრძნის მოსასმენად,+ რომელიც ჭეშმარიტმა ღმერთმა ჩაუდო გულში.+
24 ყველას თავისი ძღვენი+ მიჰქონდა მასთან: ოქრო-ვერცხლის ნივთები,+ ტანსაცმელი,+ იარაღი, ბალზამი, ცხენები და ჯორები. ასე ხდებოდა ყოველწლიურად.+
25 სოლომონს ოთხი ათასი საჯინიბო+ ჰქონდა, ჰყავდა ეტლები+ და თორმეტი ათასი ცხენი. მან ისინი ეტლების სადგომ ქალაქებში+ დააყენა მეფესთან ახლოს, იერუსალიმში.
26 ის მმართველობდა ყველა მეფეზე მდინარიდან* ფილისტიმელთა მიწამდე და ეგვიპტის საზღვრამდე.+
27 მეფის წყალობით ვერცხლი ქვებივით მრავლად იყო იერუსალიმში, კედარი კი — სიკომოროსავით,+ შეფელაში+ რომ იზრდება.+
28 სოლომონისთვის ცხენები+ ეგვიპტიდან+ და სხვა ქვეყნებიდან მოჰყავდათ.
29 სოლომონის დანარჩენი საქმეები,+ პირველიდან უკანასკნელამდე, ჩაწერილია წინასწარმეტყველ ნათანის+ სიტყვებში, შილოელი+ ახიას+ წინასწარმეტყველებაში და წინასწარმხილველ იდოს+ ხილვების კრებულში, იერობოამს,+ ნებატის ძეს+ რომ ეხება.
30 ორმოც წელიწადს განაგებდა სოლომონი ისრაელს იერუსალიმიდან.
31 განისვენა სოლომონმა თავისი მამა-პაპის გვერდით. დამარხეს ის მამამისის, დავითის ქალაქში,+ მის შემდეგ კი მისი ვაჟი რობოამი+ გამეფდა.+
სქოლიოები
^ ანუ ევფრატიდან.