2 მეფეები 1:1—18

1  ახაბის სიკვდილის შემდეგ+ მოაბი+ ისრაელს აუჯანყდა.+  სამარიაში ახაზია თავის ზემოთა ოთახში+ იყო. სარკმლიდან გადმოვარდა+ და დაშავდა. გაგზავნა მაცნეები და დააბარა: „წადით, დაეკითხეთ+ ბაალ-ზებუბს,+ ეკრონის+ ღმერთს, გამოვკეთდები თუ არა“.+  უთხრა იეჰოვას ანგელოზმა+ თიშბელ ელიას:+ «ადექი, წადი, შეხვდი სამარიის მეფის მაცნეებს და უთხარი: „ნუთუ არ არის ღმერთი+ ისრაელში, ეკრონის ღმერთთან, ბაალ-ზებუბთან რომ მიდიხართ საკითხავად?  აი რას ამბობს იეჰოვა: „ვეღარ ადგები საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან მოკვდები“».+ ელიაც წავიდა.  მაცნეები რომ დაბრუნდნენ, მან ჰკითხა მათ: „რატომ დაბრუნდით?“  მათ მიუგეს: «ერთი კაცი შემოგვხვდა და გვითხრა, წადით მეფესთან, რომელმაც გამოგგზავნათ, და უთხარით, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა:+ „ნუთუ არ არის ღმერთი ისრაელში, ეკრონის ღმერთთან, ბაალ-ზებუბთან რომ გზავნი შენს ხალხს საკითხავად? ვეღარ ადგები საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან მოკვდები“».+  მან ჰკითხა: „როგორ გამოიყურებოდა ის კაცი, თქვენ რომ შემოგხვდათ და ეს სიტყვები გითხრათ?“  მათ მიუგეს: „ბეწვის სამოსი+ ემოსა და ტყავის სარტყელი ერტყა წელზე“.+ მან მაშინვე თქვა: „თიშბელი ელია ყოფილა“.  გაუგზავნა მას ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათთან ერთად.+ მივიდა ის მასთან და დაინახა, რომ მთის წვერზე იჯდა იგი. მან უთხრა: „ჭეშმარიტი ღვთის კაცო,+ მეფემ შემოგითვალა, ჩამოვიდესო“. 10  მიუგო ელიამ ორმოცდაათისთავს: „თუ მე ღვთის კაცი ვარ, ცეცხლი+ ჩამოვარდეს ციდან და გშთანთქათ შენცა და შენი ორმოცდაათიც“. ჩამოვარდა ცეცხლი ციდან და შთანთქა ის და მისი ორმოცდაათი.+ 11  გაუგზავნა მას მეორე ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათთან ერთად.+ მან უთხრა მას: „ჭეშმარიტი ღვთის კაცო, მეფემ შემოგითვალა, სასწრაფოდ ჩამოვიდესო“.+ 12  ელიამ მიუგო: „თუ მე ჭეშმარიტი ღვთის კაცი ვარ, ცეცხლი ჩამოვარდეს ციდან და გშთანთქათ შენცა და შენი ორმოცდაათიც“. ჩამოვარდა ღვთის ცეცხლი ციდან და შთანთქა ის და მისი ორმოცდაათი. 13  მესამე ორმოცდაათისთავიც გაგზავნა თავის ორმოცდაათთან ერთად.+ ავიდა იგი, მუხლი მოიყარა+ ელიას წინაშე, წყალობას სთხოვდა+ და ეუბნებოდა: „ჭეშმარიტი ღვთის კაცო, ფასი დასდე+ ჩემს სულსა+ და შენი ორმოცდაათი მსახურის სულს. 14  ციდან ცეცხლი ჩამოვარდა და ორივე ორმოცდაათისთავი შთანთქა+ თავ-თავიანთ ორმოცდაათებთან ერთად, ახლა კი ფასი დასდე ჩემს სულს“. 15  ამ დროს იეჰოვას ანგელოზმა ელიას უთხრა: „გაჰყევი, არ შეგეშინდეს მისი“.+ ისიც ადგა და გაჰყვა მეფესთან. 16  უთხრა მას: «აი რას ამბობს იეჰოვა: „იმიტომ გაგზავნე მაცნეები+ ეკრონის+ ღმერთთან, ბაალ-ზებუბთან, რომ არ არის ღმერთი ისრაელში, ვისაც სიტყვას დაეკითხებოდი? ამიტომ ვეღარ ადგები საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან მოკვდები“». 17  მოკვდა+ იგი იეჰოვას სიტყვისამებრ,+ რომელიც ელიამ თქვა, მის შემდეგ კი იეჰორამი+ გამეფდა, იუდას მეფე იეჰოშაფატის ვაჟის იეჰორამის+ მეფობის მეორე წელს, რადგან არ ჰყავდა მას ვაჟი. 18  ახაზიას+ დანარჩენი საქმეები ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი.

სქოლიოები