2 მეფეები 12:1—21

12  იეჰუს+ მეფობის მეშვიდე წელს გამეფდა იეჰოაში+ და ორმოც წელიწადს იმეფა იერუსალიმში. დედამისი ბეერ-შებელი ციბია იყო.  სწორად იქცეოდა იეჰოაში იეჰოვას თვალში, სანამ იეჰოიადა მღვდელი არიგებდა,+  ოღონდ მაღლობები არ გაუუქმებია.+ ხალხი კვლავაც მაღლობებზე სწირავდა და აბოლებდა შესაწირავს.  უთხრა იეჰოაშმა მღვდლებს:+ „წმინდა შესაწირავად+ იეჰოვას სახლში+ მიტანილი ფული — ყველასთვის დადგენილი ფული,+ თითოეულ სულზე დადგენილი ფული,+ და ის ფული, რისი გაღებისთვისაც თითოეულს იეჰოვას სახლში მისატანად უწევს გული+  აიღონ მღვდლებმა, ყველამ თავ-თავისი ნაცნობებისგან+ და ამოავსონ სახლის ბზარები“.+  იეჰოაშის მეფობის ოცდამესამე წელს, როცა მღვდლებს ჯერ კიდევ არ ამოევსოთ სახლის ბზარები,+  მოუხმო მეფე იეჰოაშმა მღვდელ იეჰოიადას+ და სხვა მღვდლებს და ჰკითხა მათ: „რატომ არ შეაკეთეთ სახლის ბზარები? აღარ აიღოთ ფული თქვენი ნაცნობებისგან, სახლის ბზარების ამოსავსებად გაეცით“.+  დათანხმდნენ მღვდლები, რომ აღარ აეღოთ ფული ხალხისგან და აღარ ამოევსოთ სახლის ბზარები.  აიღო იეჰოიადა მღვდელმა ყუთი,+ თავსახური გაუხვრიტა და სამსხვერპლოს გვერდით დადგა, იეჰოვას სახლში შემომსვლელის მარჯვნივ. იქ ყრიდნენ მღვდლები და კარის მცველები+ იეჰოვას სახლში მიტანილ მთელ ფულს.+ 10  როცა ნახავდნენ, რომ ყუთში ბევრი ფული იყო, მეფის მწერალი+ და მღვდელმთავარი მივიდოდნენ, შეახვევდნენ და ითვლიდნენ იეჰოვას სახლში მიტანილ ფულს.+ 11  დათვლილ ფულს სამუშაოთა შემსრულებლებს+ აძლევდნენ, რომლებიც იეჰოვას სახლზე იყვნენ დაყენებულები, ისინი კი აძლევდნენ იეჰოვას სახლში მომუშავე დურგლებსა და მშენებლებს, 12  კალატოზებსა და ქვის მთლელებს.+ გასცემდნენ ხის მასალისა და თლილი ქვების საყიდლად იეჰოვას სახლში ბზარების ამოსავსებად და ყველაფრისთვის, რაც სახლის შესაკეთებლად იყო საჭირო. 13  იეჰოვას სახლში მიტანილი ფულიდან იეჰოვას სახლისთვის+ არ გაკეთებულა ვერცხლის აუზები, პატრუქის ნამწვის მოსაცილებლები,+ თასები,+ საყვირები+ და ოქრო-ვერცხლის სხვა ნივთები, 14  რადგან ფულს სამუშაოთა შემსრულებლებს აძლევდნენ, რითაც მათ იეჰოვას სახლი შეაკეთეს.+ 15  ანგარიში არ მოუთხოვიათ+ იმათგან, ვინც ფულს აძლევდა სამუშაოთა შემსრულებლებს,+ რადგან ერთგულად+ მუშაობდნენ ისინი. 16  დანაშაულის შესაწირავისა+ და ცოდვის შესაწირავისთვის გაღებული ფული არ შედიოდა იეჰოვას სახლში. ის მღვდლებს ეძლეოდათ.+ 17  ამის შემდეგ ავიდა სირიის მეფე ხაზაელი,+ გათს+ შეებრძოლა და დაიპყრო, შემდეგ კი იერუსალიმის წინააღმდეგ+ გალაშქრება განიზრახა.+ 18  აიღო იუდას მეფე იეჰოაშმა მთელი წმინდა შესაწირავი,+ რაც მისმა მამა-პაპამ, იუდას მეფეებმა — იეჰოშაფატმა, იეჰორამმა და ახაზიამ განწმინდეს, აგრეთვე თავისი წმინდა შესაწირავი, მთელი ოქრო, რაც იეჰოვას სახლის საგანძურსა და მეფის სასახლის საგანძურში იყო, და სირიის მეფე ხაზაელს გაუგზავნა;+ ისიც გაეცალა იერუსალიმს. 19  იეჰოაშის დანარჩენი საქმეები და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 20  ადგნენ მისი მსახურები,+ შეთქმულება+ მოაწყვეს და მოკლეს იეჰოაში მილოზე*+ აგებულ სახლში,+ სილასკენ მიმავალ გზაზე. 21  თავისმა მსახურებმა მოკლეს იგი, შიმათის ვაჟმა იოზაქარმა და შომერის ვაჟმა იეჰოზაბადმა.+ დამარხეს იგი თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის ქალაქში, მის შემდეგ კი მისი ვაჟი ამაცია+ გამეფდა.

სქოლიოები

ნიშნავს მიწაყრილს.