2 მეფეები 14:1—29

14  ისრაელის მეფე იეჰოახაზის ვაჟის, იეჰოაშის+ მეფობის მეორე წელს იუდას მეფე იეჰოაშის ვაჟი ამაცია+ გამეფდა.  ოცდახუთი წლისა გამეფდა და ოცდაცხრა წელიწადს იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუსალიმელი იეჰოადინი.+  სწორად იქცეოდა ის იეჰოვას თვალში,+ თუმცა არა ისე, როგორც მისი წინაპარი დავითი.+ ისიც ისე იქცეოდა, როგორც მამამისი იეჰოაში;+  არ გაუუქმებია მაღლობები.+ ხალხი კვლავაც მაღლობებზე სწირავდა და აბოლებდა შესაწირავს.+  როგორც კი განმტკიცდა სამეფო მის ხელში, დახოცა+ თავისი მსახურები, მამამისის, მეფის, მკვლელები;+  მკვლელების ვაჟები კი არ დაუხოცავს იეჰოვას ბრძანებისამებრ, რომელიც მოსეს კანონის წიგნშია ჩაწერილი:+ „მამები არ უნდა დაიხოცონ ვაჟების გამო, არც ვაჟები უნდა დაიხოცონ მამების გამო; თითოეული თავისი ცოდვის გამო უნდა მოკვდეს“.+  ათი ათასი ედომელი+ დახოცა მან მარილოვან ველზე,+ ბრძოლით აიღო სელა, რომელსაც იოკთეელი ეწოდა, და დღემდე ასეა.  შეუთვალა ამაციამ ისრაელის მეფე იეჰოაშს, იეჰუს ვაჟის, იეჰოახაზის ვაჟს: „მოდი და შევებათ ერთმანეთს“.+  მაშინ იეჰოაშმა, ისრაელის მეფემ, შემოუთვალა იუდას მეფე ამაციას: „ლიბანის ეკლიანმა სარეველამ ლიბანის კედარს+ შეუთვალა, ცოლად მიათხოვეო ჩემს ვაჟს შენი ასული, მაგრამ ლიბანის მინდვრის მხეცმა გაიარა და გათელა ეკლიანი სარეველა.+ 10  ედომი დაამარცხე+ და გადიდგულდი;+ დასჯერდი პატივს+ და იყავი შენს სახლში. რატომ უნდა ჩაება უთანასწორო+ ბრძოლაში+ და დაეცე შენც და შენთან ერთად იუდაც?!“ 11  არ ისმინა ამაციამ.+ გამოვიდა ისრაელის მეფე იეჰოაში და იუდას ბეთ-შემეშში+ შეებნენ ერთმანეთს+ ის და იუდას მეფე ამაცია. 12  დამარცხდა იუდა ისრაელთან+ და ყველა თავისი კარვისკენ გაიქცა. 13  ისრაელის მეფე იეჰოაშმა ბეთ-შემეშში შეიპყრო იუდას მეფე ამაცია, ახაზიას ვაჟის, იეჰოაშის ვაჟი, და იერუსალიმში მიიყვანა; მან დაანგრია იერუსალიმის გალავანი ოთხას წყრთაზე*, ეფრემის კარიბჭიდან+ კუთხის კარიბჭემდე;+ 14  წაიღო მთელი ოქრო-ვერცხლი და ყველა ნივთი, რაც იეჰოვას სახლში+ და მეფის სასახლის საგანძურში იპოვებოდა, წაიყვანა მძევლები და სამარიაში დაბრუნდა. 15  იეჰოაშის დანარჩენ საქმეებზე, ყველაფერზე, რაც მან გააკეთა, მის ძლევამოსილებაზე, და იმაზე, როგორ შეებრძოლა იუდას მეფე ამაციას, ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 16  ბოლოს განისვენა იეჰოაშმა თავისი მამა-პაპის გვერდით+ და დამარხეს იგი სამარიაში+ ისრაელის მეფეების გვერდით, მის შემდეგ კი მისი ვაჟი იერობოამი*+ გამეფდა. 17  იუდას მეფე ამაციამ,+ იეჰოაშის ძემ, ისრაელის მეფე იეჰოაშის,+ იეჰოახაზის ძის სიკვდილის შემდეგ თხუთმეტ წელიწადს იცოცხლა.+ 18  ამაციას დანარჩენი საქმეები იუდას+ მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 19  ბოლოს შეთქმულება+ მოაწყვეს იერუსალიმში და გაიქცა იგი ლაქიშში,+ მაგრამ დაედევნენ ლაქიშში და იქ მოკლეს.+ 20  წამოასვენეს ის ცხენებით და თავისი მამა-პაპის გვერდით დამარხეს+ იერუსალიმში, დავითის ქალაქში.+ 21  აიყვანა თექვსმეტი წლის+ აზარია*+ იუდას ხალხმა და მამამისის, ამაციას+ ნაცვლად გაამეფა. 22  მან აღადგინა ელათი+ და დაუბრუნა ის იუდას მას შემდეგ, რაც მეფემ თავისი მამა-პაპის გვერდით განისვენა. 23  იუდას მეფე იეჰოაშის ვაჟის, ამაციას მეფობის მეთხუთმეტე წელს ისრაელის მეფე იეჰოაშის ვაჟი იერობოამი+ გამეფდა სამარიაში და ორმოცდაერთ წელიწადს იმეფა. 24  ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში. არ მიუტოვებია ნებატის ვაჟის, იერობოამის ცოდვები, რითაც მან ცოდვაში გახვია ისრაელი.+ 25  მან აღადგინა ისრაელის საზღვარი ხამათის+ შესასვლელიდან არაბას ზღვამდე+ ისრაელის ღვთის, იეჰოვას სიტყვისამებრ, რომელიც ამითაის ვაჟის, თავისი მსახურის, გათ-ჰეფერელი+ წინასწარმეტყველის, იონას+ პირით თქვა, 26  რადგან დაინახა იეჰოვამ ისრაელის უკიდურესი გაჭირვება.+ არ დარჩენილა ისრაელში არც უმწეო და არც მდაბიო, არც მშველელი ჰყოლია ისრაელს.+ 27  იეჰოვას დაპირებისამებრ არ აღმოიფხვრებოდა ისრაელის სახელი ცისქვეშეთიდან.+ ბოლოს იხსნა+ მან ისინი იეჰოაშის ვაჟის, იერობოამის ხელით. 28  იერობოამის დანარჩენ საქმეებზე, ყველაფერზე, რაც მან გააკეთა, მის ძლევამოსილებაზე და იმაზე, როგორ იბრძოდა, როგორ დაუბრუნა დამასკო+ და ხამათი+ იუდასა და ისრაელს, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 29  ბოლოს განისვენა იერობოამმა თავისი მამა-პაპის, ისრაელის მეფეთა გვერდით და მის შემდეგ მისი ვაჟი ზაქარია+ გამეფდა.

სქოლიოები

დაახლოებით 178 მეტრზე.
ანუ იერობოამ II.
იგივე უზია.