2 მეფეები 15:1—38
15 ისრაელის მეფე იერობოამის მეფობის ოცდამეშვიდე წელს იუდას მეფე ამაციას+ ვაჟი აზარია+ გამეფდა.
2 თექვსმეტი წლისა გამეფდა და ორმოცდათორმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში.+ დედამისი იყო იერუსალიმელი იექოლია.
3 სწორად იქცეოდა იეჰოვას თვალში, მამამისი ამაციას მსგავსად,+
4 ოღონდ მაღლობები არ გაუუქმებია;+ ხალხი კვლავაც მაღლობებზე სწირავდა და აბოლებდა შესაწირავს.+
5 ბოლოს იეჰოვამ უბედურება დაატეხა მეფეს;+ იგი სიკვდილამდე კეთროვანი იყო,+ მოვალეობა ჰქონდა ჩამორთმეული+ და თავის სახლში ცხოვრობდა, მეფის სასახლეს კი მისი ვაჟი იოთამი+ განაგებდა და სამართალს უჩენდა+ იმ მიწის მკვიდრთ.
6 აზარიას დანარჩენი საქმეები და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი.
7 განისვენა აზარიამ თავისი მამა-პაპის გვერდით+ და დამარხეს ის თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის ქალაქში, მის შემდეგ კი მისი ვაჟი იოთამი გამეფდა.+
8 იუდას მეფე აზარიას+ მეფობის ოცდამეთვრამეტე წელს იერობოამის ვაჟი ზაქარია+ გამეფდა ისრაელზე და ექვს თვეს განაგებდა მას სამარიიდან.
9 ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში თავისი მამა-პაპის მსგავსად.+ არ მიუტოვებია ნებატის ვაჟის, იერობოამის+ ცოდვები, რითაც მან ცოდვაში გახვია ისრაელი.+
10 მას შეთქმულება+ მოუწყო იაბეშის ვაჟმა შალუმმა, სძლია+ იბლეამში,+ მოკლა და მის ნაცვლად თვითონ გამეფდა.
11 ზაქარიას დანარჩენი საქმეები ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი.
12 იეჰოვას+ ასე ჰქონდა ნათქვამი იეჰუსთვის:+ „მეოთხე თაობამდე ისხდებიან შენი ვაჟები+ ისრაელის ტახტზე“. და ასეც მოხდა.+
13 იუდას მეფე უზიას+ მეფობის ოცდამეცხრამეტე წელს იაბეშის ვაჟი შალუმი გამეფდა და ერთი მთვარისმიერი თვე იმეფა სამარიაში.+
14 თირციდან+ გადის ვაჟი მენახემი+ მოვიდა სამარიაში, დაჰკრა იაბეშის ვაჟს, შალუმს,+ მოკლა იგი და მის ნაცვლად თვითონ გამეფდა.
15 შალუმის დანარჩენ საქმეებზე და მის მოწყობილ შეთქმულებაზე+ ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
16 მაშინ გაანადგურა მენახემმა თიფსახი და ყველაფერი, რაც იქ იყო, და მთელი მხარე თირციდან მოყოლებული; არ გააღეს კარიბჭეები და ამიტომაც გაანადგურა. ყველა ორსული ქალი აჩეხა.+
17 იუდას მეფე აზარიას მეფობის ოცდამეცხრამეტე+ წელს ისრაელზე გადის ვაჟი მენახემი გამეფდა და ათ წელიწადს განაგებდა მას სამარიიდან.
18 ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში+ და მთელი თავისი სიცოცხლე არ მიუტოვებია ნებატის ვაჟის, იერობოამის+ ცოდვები, რითაც მან ცოდვაში გახვია ისრაელი.+
19 წამოვიდა ასურეთის მეფე+ ფული+ იმ მიწაზე. მისცა მენახემმა+ ფულს ათასი ტალანტი ვერცხლი+ და მხარდაჭერა სთხოვა მეფობის განსამტკიცებლად.+
20 ეს ვერცხლი მენახემმა ისრაელის მდიდარ კაცებს+ მოატანინა ასურეთის მეფისთვის მისაცემად, თითოს ორმოცდაათი შეკელი ვერცხლი. უკან გაბრუნდა ასურეთის მეფე, არ გაჩერებულა ქვეყანაში.
21 მენახემის+ დანარჩენი საქმეები და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი.
22 ბოლოს განისვენა მენახემმა თავისი მამა-პაპის გვერდით და მის შემდეგ მისი ვაჟი ფეკახია+ გამეფდა.
23 იუდას მეფე აზარიას მეფობის ორმოცდამეათე წელს ისრაელზე მენახემის ვაჟი ფეკახია გამეფდა და ორ+ წელიწადს განაგებდა მას სამარიიდან.
24 ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში.+ არ მიუტოვებია ნებატის ვაჟის, იერობოამის+ ცოდვები, რითაც ცოდვაში გახვია ისრაელი.+
25 რემალიას ვაჟმა ფეკახმა,+ მისმა მხლებელმა,+ შეთქმულება+ მოუწყო მას, თავს დაესხა სამარიაში მეფის სასახლის კოშკში+ არგობთან, არიესთან და ორმოცდაათ გალაადელთან ერთად; მოკლა იგი და მის ნაცვლად გამეფდა.
26 ფეკახიას დანარჩენი საქმეები და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი.
27 იუდას მეფე აზარიას მეფობის ორმოცდამეთორმეტე წელს რემალიას+ ვაჟი ფეკახი+ გამეფდა ისრაელზე და ოც წელიწადს განაგებდა მას სამარიიდან.
28 ბოროტებას სჩადიოდა იგი იეჰოვას თვალში.+ არ მიუტოვებია ნებატის ვაჟის, იერობოამის+ ცოდვები, რითაც ცოდვაში გახვია ისრაელი.+
29 ისრაელის მეფე ფეკახის დროს ასურეთის მეფე+ ტიგლათფილესერი+ მოვიდა, აიღო იონი,+ აბელ-ბეთ-მააქა,+ იანოახი, კედეში,+ ხაცორი,+ გალაადი+ და გალილეა,+ მთელი ნაფთალის+ მიწა და ტყვედ წაიყვანა ხალხი ასურეთში.+
30 ბოლოს ელაჰის ვაჟმა, ჰოშეამ+ შეთქმულება+ მოუწყო ფეკახს, რემალიას ვაჟს, სძლია,+ მოკლა და მის ნაცვლად თვითონ გამეფდა უზიას ვაჟის, იოთამის+ მეფობის მეოცე წელს.
31 ფეკახის დანარჩენი საქმეები და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი.
32 ისრაელის მეფე რემალიას ვაჟის, ფეკახის მეფობის მეორე წელს იუდას მეფე უზიას+ ვაჟი იოთამი+ გამეფდა.
33 ოცდახუთი წლისა გამეფდა და თექვსმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუშა, ცადოკის ასული.+
34 სწორად იქცეოდა იეჰოვას თვალში+ მამამისის, უზიას მსგავსად,+
35 ოღონდ მაღლობები არ გაუუქმებია. ხალხი კვლავაც მაღლობებზე სწირავდა და აბოლებდა შესაწირავს.+ მან ააშენა იეჰოვას სახლის ზემო კარიბჭე.+
36 იოთამის დანარჩენი საქმეები, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.+
37 იმ დროს შეუჩინა+ იეჰოვამ იუდას რეცინი,+ სირიის მეფე, და ფეკახი,+ რემალიას ვაჟი.
38 ბოლოს განისვენა იოთამმა თავისი მამა-პაპის გვერდით და დამარხეს იგი თავისი წინაპარი დავითის ქალაქში თავისი მამა-პაპის გვერდით,+ მის შემდეგ კი მისი ვაჟი ახაზი+ გამეფდა.