2 მეფეები 16:1—20
16 რემალიას ვაჟის, ფეკახის მეფობის მეჩვიდმეტე წელს იუდას მეფე იოთამის ვაჟი ახაზი+ გამეფდა.
2 ოცი წლისა გამეფდა ახაზი და თექვსმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში. თავისი წინაპარი დავითისგან განსხვავებით ის სწორად არ იქცეოდა თავისი ღვთის, იეჰოვას თვალში.+
3 ისრაელის მეფეების გზით დადიოდა,+ თავისი ვაჟიც კი გაატარა ცეცხლში+ იმ ხალხთა სისაძაგლისამებრ,+ რომლებიც განდევნა იეჰოვამ ისრაელის ძეების გულისთვის.
4 შესაწირავს სწირავდა და აბოლებდა მაღლობებზე,+ გორებზე+ და ყველა ფოთოლხშირი ხის+ ქვეშ.
5 გამოვიდნენ სირიის მეფე რეცინი+ და რემალიას ვაჟი ფეკახი,+ ისრაელის მეფე, იერუსალიმთან საომრად და ალყაში მოაქციეს ახაზი, მაგრამ ვერ სძლიეს მას.+
6 მაშინ დაუბრუნა სირიის მეფე რეცინმა ელათი+ ედომს და აჰყარა იუდეველები ელათიდან. შევიდნენ ედომელები ელათში და დღემდე იქ ცხოვრობენ.
7 მაცნეები გაუგზავნა ახაზმა ასურეთის მეფე ტიგლათფილესერს+ და შეუთვალა: „შენი მსახური+ და შენი ვაჟი ვარ. მოდი, მიხსენი+ სირიის მეფისა და ისრაელის მეფის ხელიდან, რომლებიც ჩემ წინააღმდეგ გამოდიან“.
8 გამოიტანა ახაზმა იეჰოვას სახლიდან და მეფის სასახლის საგანძურიდან+ მთელი ოქრო-ვერცხლი და ქრთამად+ გაუგზავნა ასურეთის მეფეს.
9 დათანხმდა მას ასურეთის მეფე, მიადგა დამასკოს+ და აიღო;+ ტყვედ წაიყვანა ხალხი კირში,+ რეცინი+ კი მოკლა.
10 წავიდა ახაზი+ დამასკოში ასურეთის მეფესთან, ტიგლათფილესერთან+ შესახვედრად და ნახა დამასკოს სამსხვერპლო.+ გაუგზავნა მეფე ახაზმა ურია მღვდელს სამსხვერპლოს გეგმა და ნიმუში, თუ როგორ იყო აგებული.+
11 ააშენა ურია+ მღვდელმა სამსხვერპლო+ და მეფე ახაზის დაბრუნებამდე ყველაფერი იმის მიხედვით გააკეთა, რაც მეფე ახაზმა გამოუგზავნა დამასკოდან.
12 ჩამოვიდა მეფე დამასკოდან და ნახა სამსხვერპლო, მივიდა სამსხვერპლოსთან+ და ზედ მსხვერპლი შესწირა.+
13 ააბოლა+ თავისი დასაწვავი შესაწირავი+ და მარცვლეული შესაწირავი,+ დაღვარა დასაღვრელი შესაწირავი+ და თავისი მშვიდობის მსხვერპლის* სისხლი მოასხურა სამსხვერპლოს.
14 წაიღო სპილენძის სამსხვერპლო,+ რომელიც იეჰოვას წინაშე იდგა სახლის წინ, იეჰოვას სახლსა+ და თავის სამსხვერპლოს შორის, და თავისი სამსხვერპლოს ჩრდილოეთით დადგა.
15 უბრძანა მეფე ახაზმა ურია+ მღვდელს: „დიდ სამსხვერპლოზე ააბოლე დილის დასაწვავი შესაწირავი,+ საღამოს მარცვლეული შესაწირავი,+ მეფის დასაწვავი შესაწირავი,+ მისი მარცვლეული შესაწირავი, მთელი ხალხის დასაწვავი შესაწირავი, მათი მარცვლეული შესაწირავი და მათი დასაღვრელი შესაწირავი, ზედ მოასხურე დასაწვავი შესაწირავისა და მსხვერპლის მთელი სისხლი, სპილენძის სამსხვერპლოს კი მე მივხედავ“.
16 ყველაფერი ისე გააკეთა ურია+ მღვდელმა, როგორც მეფე ახაზმა უბრძანა.+
17 მოაჭრა მეფე ახაზმა+ დაფები+ საზიდრებს+ და მოაძრო ავზები,+ ჩამოდგა ზღვა+ სპილენძის ხარებიდან+ და ქვაფენილზე დადგა.
18 სახლში აშენებული საშაბათო გადახურული ადგილი და მეფის გარეთა შესასვლელი ასურეთის მეფის გამო იეჰოვას სახლიდან გადაიტანა.
19 ახაზის დანარჩენი საქმეები, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი.
20 განისვენა ახაზმა თავისი მამა-პაპის გვერდით და დამარხეს იგი დავითის ქალაქში+ თავისი მამა-პაპის გვერდით, მის შემდეგ კი მისი ვაჟი ხიზკია+ გამეფდა.
სქოლიოები
^ ან საზიარო მსხვერპლის.