2 მეფეები 17:1—41
17 იუდას მეფე ახაზის მეფობის მეთორმეტე წელს ელაჰის ვაჟი ჰოშეა+ გამეფდა ისრაელზე და ცხრა წელიწადს განაგებდა მას სამარიიდან.+
2 ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში, ოღონდ არა ისე, როგორც მისი წინამორბედი ისრაელის მეფეები.+
3 გამოვიდა მის წინააღმდეგ ასურეთის+ მეფე სალმანასარი,+ მსახურად გაიხადა ჰოშეა და ხარკს ახდევინებდა;+
4 მაგრამ ასურეთის მეფემ ღალატი+ შეამჩნია ჰოშეას, რადგან მაცნეები გაუგზავნა მან ეგვიპტის მეფე სოს,+ და აღარ ჩაუტანა ხარკი ასურეთის მეფეს, როგორც წინა წლებში ჩაჰქონდა. ამიტომ შებორკა იგი ასურეთის მეფემ და საპყრობილეში ჩააგდო.+
5 შეუტია ასურეთის მეფემ მთელ იმ მიწას, სამარიას მიადგა და სამ წელიწადს ალყაში+ ჰყავდა მოქცეული.
6 ჰოშეას მეფობის მეცხრე წელს აიღო ასურეთის მეფემ სამარია,+ ისრაელი გადაასახლა+ ასურეთში და დაასახლა მდინარე გოზანთან+ ხალახსა+ და ხაბორში და მიდიელთა+ ქალაქებში.
7 ეს იმიტომ მოხდა, რომ შესცოდეს+ ისრაელის ძეებმა იეჰოვას, თავიანთ ღმერთს, რომელმაც გამოიყვანა ისინი ეგვიპტის მიწიდან და დაიხსნა ეგვიპტის მეფის,+ ფარაონის ხელიდან, მაგრამ მათ სხვა ღმერთებისა ეშინოდათ;+
8 მიჰყვებოდნენ ისინი იეჰოვას მიერ ისრაელის ძეთაგან განდევნილ ხალხთა წესებსა+ და ისრაელის მეფეების მიერ დადგენილ წესებს.
9 არასწორად იქცეოდნენ იეჰოვას, თავიანთი ღვთის თვალში,+ მაღლობებს იშენებდნენ+ თავიანთ ქალაქებში, საგუშაგოდან+ მოყოლებული გამაგრებულ ქალაქებამდე;
10 აღიმართეს წმინდა სვეტები+ და ბოძები+ ყველა მაღალ გორაზე+ და ყველა ფოთოლხშირი ხის ქვეშ.+
11 მაღლობებზე ისე აბოლებდნენ შესაწირავს, როგორც ის ერები,+ რომლებიც მათი გულისთვის გადაასახლა იეჰოვამ, ბოროტებას სჩადიოდნენ ისინი და შეურაცხყოფდნენ+ იეჰოვას.
12 ნეხვიან კერპებს ემსახურებოდნენ,+ რაზეც ნათქვამი ჰქონდა იეჰოვას, ასე არ გააკეთოთო,+
13 აფრთხილებდა+ იეჰოვა ისრაელსა+ და იუდას+ თავის წინასწარმეტყველთა+ და წინასწარმხილველთა+ პირით: „მიატოვეთ თქვენი ბოროტი გზები,+ დაიცავით ჩემი მცნებები+ და წესები+ იმ კანონის მიხედვით,+ თქვენს მამა-პაპას რომ ვუბრძანე,+ და რაც ჩემს მსახურთა, წინასწარმეტყველთა პირით გადმოგეცით“.+
14 არ მოისმინეს მათ და არ მოიდრიკეს ქედი,+ როგორც მათმა მამა-პაპამ, რომლებმაც არ ირწმუნეს+ იეჰოვა, თავიანთი ღმერთი.
15 უარყოფდნენ იმ წესებსა და შეთანხმებას,+ მათ მამა-პაპას რომ დაუდო, იმ შეხსენებებს,+ რომლითაც აფრთხილებდა იგი მათ; უსარგებლო კერპებს+ მიჰყვებოდნენ და თვითონაც უსარგებლონი+ გახდნენ, ჰბაძავდნენ ირგვლივ მყოფ ერებს, რომლებზეც ნაბრძანები ჰქონდა იეჰოვას, მათ მსგავსად არ მოიქცეთო.+
16 მიატოვეს იეჰოვას, თავიანთი ღვთის მცნებები+ და ჩამოისხეს ხბოს ორი+ ქანდაკება,+ გააკეთეს წმინდა ბოძი,+ თაყვანს სცემდნენ ცის+ მთელ ლაშქარს და ბაალს+ ემსახურებოდნენ;
17 ცეცხლში ატარებდნენ+ თავიანთ ვაჟებსა და ასულებს, მკითხაობდნენ,+ მისნობდნენ,+ ჰყიდდნენ+ საკუთარ თავს, რომ ბოროტება ჩაედინათ იეჰოვას თვალში, და შეურაცხყოფდნენ+ მას.
18 განრისხდა+ ისრაელზე იეჰოვა და თავიდან მოიშორა ისინი.+ იუდას ტომის გარდა არავინ დაუტოვებია.+
19 არც იუდა იცავდა თავისი ღვთის, იეჰოვას მცნებებს,+ ისიც ისრაელების+ მიერ დადგენილი წესებით დადიოდა.
20 ბოლოს უარყო იეჰოვამ ისრაელის მთელი შთამომავლობა,+ უბედურება დაატეხა თავს, მძარცველებს ჩაუგდო ხელში და თავიდან მოიშორა.+
21 მოკვეთა ისრაელი დავითის სახლიდან, მათ კი ნებატის ვაჟი იერობოამი+ გაამეფეს; ჩამოაცილა იერობოამმა ისრაელი იეჰოვას და დიდ ცოდვაში გახვია.+
22 მიჰყვებოდნენ ისრაელის ძეები იერობოამის ცოდვებს;+ არ მიუტოვებიათ,
23 სანამ თავიდან არ მოიშორა იეჰოვამ ისრაელი,+ როგორც თავის მსახურთა, წინასწარმეტყველთა პირით ჰქონდა ნათქვამი.+ თავისი მიწიდან ისრაელი ასურეთის ტყვეობაში მოხვდა და დღემდე იქ არის.+
24 ბოლოს ასურეთის მეფემ გამოიყვანა ხალხი ბაბილონიდან,+ ქუთიდან, ავიდან,+ ხამათიდან,+ სეფარვაიმიდან+ და ისრაელის ძეების ნაცვლად ისინი ჩაასახლა სამარიის+ ქალაქებში. დაეუფლნენ ისინი სამარიას და მის ქალაქებში ცხოვრობდნენ.
25 არ ეშინოდათ+ იეჰოვასი იქ ცხოვრების პირველ ხანებში. ამიტომაც მიუსია იეჰოვამ ლომები,+ რომლებიც მუსრს ავლებდნენ მათ.
26 შეუთვალეს მათ ასურეთის მეფეს: „იმ ხალხმა, რომელიც წამოიყვანე და სამარიის ქალაქებში ჩაასახლე, არ იცის, როგორ სცეს თაყვანი იმ ქვეყნის ღმერთს, ამიტომაც მიუსია მათ ლომები.+ კლავენ ლომები მათ, რადგან არავინ იცის, როგორ სცეს თაყვანი იმ ქვეყნის ღმერთს“.
27 ბრძანება გასცა ასურეთის მეფემ: „გაგზავნეთ ერთი მღვდელი,+ რომელიც იქიდან გადაასახლეთ, რომ ასწავლოს მათ იმ ქვეყნის ღვთის თაყვანისცემა“.
28 მივიდა იქ სამარიიდან გადასახლებული ერთ-ერთი მღვდელი და ბეთელში+ დასახლდა; ის ასწავლიდა მათ იეჰოვას მოშიშებას.+
29 მაგრამ ყოველი ერი თავის ღმერთს+ იკეთებდა და სამარიელების აშენებულ მაღლობთა სახლებში დგამდა; ასე აკეთებდა თითოეული ერი თავ-თავიანთ ქალაქებში.
30 ბაბილონელებმა სუქოთ-ბენოთი გაიკეთეს, ქუთელებმა+ — ნერგალი, ხამათელებმა — აშიმა,
31 და აველებმა+ — ნიბხაზი და თართაკი; სეფარველები+ თავიანთ ვაჟებს ცეცხლში+ წვავდნენ სეფარვაიმის ღმერთებისთვის — ადრამელექისა და ანამელექისთვის.
32 გახდნენ ისინი იეჰოვას მოშიშები და ჩვეულებრივი ხალხი დააყენეს მაღლობების მღვდლებად,+ რომლებიც მათთვის მსახურობდნენ მაღლობთა სახლებში.
33 იეჰოვასი კი ეშინოდათ,+ მაგრამ თაყვანს თავიანთ ღმერთებს სცემდნენ,+ იმ ხალხთა რწმენის მიხედვით, რომელთაგანაც გადაასახლეს ისინი.+
34 დღემდე უწინდელი რწმენით იქცევიან.+ არავის ეშინოდა იეჰოვასი+ და არავინ იცავდა მის წესებს, სამართალს,+ კანონებსა+ და მცნებებს,+ რისი დაცვაც იეჰოვამ ისრაელად წოდებული+ იაკობის ძეებს უბრძანა,+
35 როცა შეთანხმება+ დაუდო მათ და უბრძანა: „არ გეშინოდეთ სხვა ღმერთების,+ არ სცეთ მათ თაყვანი, არ ემსახუროთ და არც მსხვერპლი შესწიროთ,+
36 არამედ გეშინოდეთ+ იეჰოვასი, რომელმაც დიდი ძალითა და გაწვდილი მკლავით+ გამოგიყვანათ ეგვიპტის მიწიდან, მას ეცით თაყვანი+ და მას შესწირეთ მსხვერპლი;+
37 ყოველთვის დაიცავით+ ის წესები,+ სამართალი,+ კანონები და მცნებები, რომლებიც თქვენ დაგიწერათ;+ არ გეშინოდეთ სხვა ღმერთების;
38 არ დაივიწყოთ შეთანხმება,+ რომელიც დაგიდეთ; არ გეშინოდეთ სხვა ღმერთების,+
39 არამედ თქვენი ღვთის, იეჰოვასი+ გეშინოდეთ, რადგან მან დაგიხსნათ ყველა თქვენი მტრის ხელიდან“.+
40 მაგრამ არ ემორჩილებოდნენ მას და უწინდელი რწმენით იქცეოდნენ.+
41 იეჰოვასი ეშინოდათ,+ მაგრამ გამოსახულებებს სცემდნენ თაყვანს. მათი შვილები და შვილიშვილებიც იმავეს აკეთებდნენ, რასაც მათი მამა-პაპა, და დღემდე ასე იქცევიან.