2 მეფეები 19:1—37
19 როგორც კი მეფე ხიზკიამ+ ეს გაიგო, ტანსაცმელი შემოიხია,+ ჯვალო+ შემოიხვია და იეჰოვას სახლში შევიდა.+
2 გაგზავნა მან ჯვალოთი შემოსილი მეფის სახლთუხუცესი ელიაკიმი,+ მწერალი შებნა+ და მღვდელთა უხუცესები წინასწარმეტყველ ესაიასთან,+ ამოცის+ ძესთან.
3 უთხრეს მას: «აი რას ამბობს ხიზკია: „ეს დღე გაჭირვების,+ გაკიცხვისა+ და უტიფარი დაცინვის+ დღეა, რადგან საშვილოსნოს+ კარს მოსდგომიან ვაჟები და არ არის მათი გაჩენის ძალა.+
4 იქნებ ისმინოს იეჰოვამ, შენმა ღმერთმა,+ სიტყვები რაბშაკესი, რომელიც მისმა ბატონმა, ასურეთის მეფემ გამოგზავნა ცოცხალი ღვთის დასაცინად,+ და პასუხი აგებინოს იმ სიტყვებისთვის, რომლებიც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა მოისმინა.+ ლოცვა აღავლინე+ დარჩენილთათვის“».+
5 მივიდნენ მეფე ხიზკიას მსახურები ესაიასთან+
6 და ესაიამ უთხრა მათ: «აი რა უნდა უთხრათ თქვენს ბატონს, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა:+ „ნუ გეშინია+ მოსმენილი სიტყვებისა, რომლითაც ასურეთის მეფის მსახურები შეურაცხმყოფდნენ.+
7 აი, შევაშფოთებ მას,+ მოისმენს ცნობას+ და თავის ქვეყანაში დაბრუნდება. მახვილით დავცემ მას თავისივე ქვეყანაში“».+
8 ამის შემდეგ გაიგო რაბშაკემ,+ რომ ასურეთის მეფე ლაქიშიდან+ აყრილიყო, და მასთან დაბრუნებისას ნახა, რომ ის ლიბნას+ ებრძოდა.
9 მეფემ შეიტყო თირჰაკაზე, ეთიოპიის მეფეზე, შენ წინააღმდეგ საბრძოლველად გამოვიდაო. ამიტომ კვლავ გაუგზავნა მაცნეები+ ხიზკიას და შეუთვალა:
10 «აი რა უნდა უთხრათ იუდას მეფე ხიზკიას: „თავს ნუ მოატყუებინებ შენს ღმერთს, რომელზეც დაიმედებული ხარ,+ რომ გეუბნება, იერუსალიმი+ ხელში არ ჩაუვარდებაო ასურეთის+ მეფეს.
11 ხომ გსმენია, რა დამართეს ასურეთის მეფეებმა ყველა ქვეყანას, როგორ გაანადგურეს ისინი,+ და შენ როგორღა გადარჩები?!+
12 განა იხსნეს გოზანის,+ ხარანის,+ რეცეფისა და თელ-ასარში+ მცხოვრები ედემის+ ძეების ღმერთებმა+ ეს ხალხები, რომლებიც ჩემმა მამა-პაპამ გაანადგურა?!
13 სად არიან ხამათის+ მეფე, არფადის+ მეფე და ქალაქ სეფარვაიმის მეფე?! სად არიან ჰენისა და ივის მეფეები?!“»+
14 გამოართვა ხიზკიამ მაცნეებს წერილები და წაიკითხა,+ მერე კი ავიდა ხიზკია იეჰოვას სახლში და გაშალა ისინი იეჰოვას წინაშე.+
15 ლოცვით+ მიმართა ხიზკიამ იეჰოვას: „იეჰოვა, ისრაელის ღმერთო,+ ქერუბიმებზე მჯდომარევ,+ მხოლოდ შენა ხარ ჭეშმარიტი ღმერთი დედამიწის+ ყველა სამეფოში!+ შენ შექმენი ცა+ და დედამიწა.+
16 ყური მოაპყარი, იეჰოვა, და ისმინე!+ თვალი გაახილე,+ იეჰოვა, და დაინახე და მოისმინე სინახერიბის სიტყვები, ცოცხალი ღვთის დასაცინად+ რომ შემოთვალა.
17 იეჰოვა, ასურეთის მეფეებმა მართლაც გაანადგურეს ხალხები, თავისივე ქვეყანაც კი.+
18 ცეცხლს მისცეს მათი ღმერთები, რადგან ღმერთები+ კი არ იყვნენ, არამედ ადამიანის ნახელავი,+ ხე და ქვა; ამიტომაც გაანადგურეს ისინი.
19 იეჰოვა, ჩვენო ღმერთო,+ ახლა გთხოვ, გვიხსენი+ მისი ხელიდან, რათა დედამიწის ყველა სამეფომ გაიგოს, რომ, იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ ღმერთი!“+
20 შეუთვალა ესაიამ, ამოცის ძემ, ხიზკიას: «აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი:+ „შევისმინე ლოცვა,+ რომლითაც მომმართე ასურეთის მეფე სინახერიბის გამო.+
21 აი რას ამბობს იეჰოვა მასზე:
არაფრად გაგდებს სიონის ქალწული+ და დაგცინის,+შენ უკან თავს აქნევს+ იერუსალიმის ასული.+
22 ვის დასცინი+ და ვის შეურაცხყოფ?!+ვის წინააღმდეგ აიმაღლე ხმა+და აღაპყარი თვალები მაღლა?!+ისრაელის წმინდის წინააღმდეგ!+
23 შენს მაცნეთა+ პირით დასცინი იეჰოვას და ამბობ:+„ჩემი მრავალი საბრძოლო ეტლით მე თვითონ...+ავალ მაღლა, მთებში,+ლიბანის შორეულ მხარეებში,+მოვჭრი მის მაღალ კედრებსა+ და მის საუკეთესო ღვიას.+მივალ მის უშორეს ადგილზე, მის ნაყოფიერ ტყეში.+
24 ამოვთხრი და დავლევ უცხო წყალს,ფეხისგულებით ამოვაშრობ ეგვიპტის ნილოსის არხებს“.+
25 განა არ გსმენია?!+ ძველი დროიდან მაქვს გადაწყვეტილი ამის გაკეთება.+წარსულში განვიზრახე ეს,+ახლა კი მოვახდენ ამას.+შენ გააპარტახებ გამაგრებულ ქალაქებს და ნანგრევების გროვად აქცევ მათ.+
26 მკლავში ძალა გამოეცლება+ მათ მოსახლეობას;შეძრწუნდებიან და შერცხვებიან.+მინდვრის მცენარეებსა და ქორფა ბალახს დაემსგავსებიან,+ბანებზე ამოსულ ბალახს,+ აღმოსავლეთის ქარში დამწვარს.+
27 კარგად ვიცი, როდის ზიხარ წყნარად, როდის გადიხარ+ და როდის შემოდიხარ.+ვიცი, რომ მირისხდები,+
28 რადგან შენმა რისხვამ+ და შენმა ღრიალმა ჩემს ყურამდე მოაღწია.+ცხვირში კავს ამოგდებ და პირში — ლაგამს,+იმავე გზით დაგაბრუნებ, რომლითაც მოხვედი.+
29 ეს იქნება ნიშანი შენთვის, ხიზკია:+ წელს ნაგერალს+ შეჭამთ, მეორე წელს — ველურად გაზრდილს, მესამე წელს კი დათესავთ+ და მოიმკით, ვენახებს გააშენებთ და მათ ნაყოფს შეჭამთ.+
30 იუდას სახლიდან გადარჩენილები, დარჩენილები,+ ფესვს გაიდგამენ და ნაყოფს გამოიღებენ.+
31 დარჩენილები გამოვლენ იერუსალიმიდან,+ გადარჩენილები — სიონის მთიდან.+ ლაშქართა ღვთის, იეჰოვას მოშურნეობა+ გააკეთებს ამას.
32 ამიტომაც ამბობს იეჰოვა ასურეთის+ მეფეზე: „ვერ შემოვა ამ ქალაქში,+ ვერც ისარს+ გაისვრის აქ და ვერც ფარს დაუხვედრებს, ვერც მიწაყრილს+ გააკეთებს მის წინ.
33 რა გზითაც მოვიდა, იმავეთი წავა, ვერ შემოვა ამ ქალაქში, ამბობს იეჰოვა.+
34 დავიცავ+ ამ ქალაქს, რომ გადავარჩინო+ ის ჩემი და ჩემი მსახურის,+ დავითის გულისთვის“».
35 იმ ღამით წავიდა იეჰოვას ანგელოზი და ას ოთხმოცდახუთი ათასი კაცი დასცა ასურელთა+ ბანაკში.+ ადგა ხალხი დილით ადრე და, აი, მკვდარი იყო ყველა.+
36 მაშინ აიყარა სინახერიბი,+ ასურეთის მეფე, შინ დაბრუნდა+ და ცხოვრობდა ნინევეში.+
37 როცა ნისროქის,+ თავისი ღვთის*,+ სახლში თაყვანსაცემად ემხობოდა, ადრამელექმა და შარეცერმა, მისმა ვაჟებმა, მახვილით განგმირეს+ იგი და არარატის+ ქვეყანაში გაქცევით უშველეს თავს. მის შემდეგ მისი ძე ასარხადონი+ გამეფდა.
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — ღმერთების, მიუთითებს ცრუ ღმერთის ნისროქის აღმატებულობაზე.