2 მეფეები 2:1—25
2 როცა იეჰოვას ელია+ ქარიშხლით ზეცაში+ უნდა აეყვანა, იმ დროს ელია და ელისე+ გილგალიდან*+ მიდიოდნენ.
2 სთხოვა ელიამ ელისეს: „აქ დარჩი, რადგან ბეთელში მგზავნის იეჰოვა“. ელისემ შეჰფიცა: „ცოცხალია იეჰოვა+ და ცოცხალია შენი სული,+ არ მიგატოვებ“,+ და ჩავიდნენ ბეთელში.+
3 გამოვიდნენ ბეთელის წინასწარმეტყველთა+ ძეები* ელისესთან და უთხრეს: „იცი, რომ იეჰოვა დღეს წაიყვანს შენს ბატონს?“+ მან მიუგო: „ვიცი,+ გაჩუმდით!“
4 ისევ სთხოვა ელიამ: „ელისე, აქ დარჩი, რადგან იერიხონში+ მგზავნის იეჰოვა“. მან შეჰფიცა: „ცოცხალია იეჰოვა და ცოცხალია შენი სული, არ მიგატოვებ“, და ჩავიდნენ იერიხონში.
5 მივიდნენ ელისესთან იერიხონის წინასწარმეტყველთა ძეები და უთხრეს: „იცი, რომ იეჰოვა დღეს წაიყვანს შენს ბატონს?“ მან მიუგო: „ვიცი, გაჩუმდით!“+
6 ელიამ მას მესამედაც სთხოვა: „აქ დარჩი, რადგან იეჰოვა იორდანესთან+ მგზავნის“. მან შეჰფიცა: „ცოცხალია იეჰოვა და ცოცხალია შენი სული, არ მიგატოვებ“,+ და ერთად წავიდნენ.
7 გამოვიდნენ წინასწარმეტყველთა ძეები, ორმოცდაათი კაცი, და შორიდან ადევნებდნენ მათ თვალს,+ ისინი კი იორდანესთან იდგნენ.
8 დაახვია ელიამ თავისი მოსასხამი+ და წყალს დაჰკრა; წყალი ორად გაიყო და ორივემ ხმელეთზე+ გაიარა.
9 როგორც კი გაღმა გავიდნენ, ელიამ ელისეს უთხრა: „მთხოვე, რა გაგიკეთო, სანამ შენთან ვარ“.+ ელისემ სთხოვა: „შენი სულის+ ორი წილი+ გადმოვიდეს ჩემზე“.+
10 მან მიუგო: „ძნელ საქმეს ითხოვ.+ თუ წაყვანისას თვალს მომკრავ, აგისრულდება, და თუ ვერა, არ აგისრულდება“.
11 ერთად მიდიოდნენ და თან ლაპარაკობდნენ, როცა ცეცხლოვანი საომარი ეტლი+ და ცეცხლის ცხენები გამოჩნდნენ და დააშორეს ისინი ერთმანეთს; ქარიშხალმა ზეცაში აიყვანა ელია.+
12 ხედავდა ამას ელისე და ეძახდა: „მამა, მამა!+ ისრაელის საომარი ეტლი და მისი მხედრები!“+ და მეტად აღარ დაუნახავს იგი. ჩაავლო ხელი თავის სამოსს და ორად გახია.+
13 შემდეგ აიღო მოსასხამი,+ ელიას რომ დაუვარდა, წავიდა და იორდანის პირას დადგა.
14 დაჰკრა წყალს მოსასხამი,+ რომელიც ელიას დაუვარდა, და თქვა: „სად არის იეჰოვა, ელიას ღმერთი?“+ წყალს რომ დაჰკრა, ორად გაიყო წყალი და გაღმა გავიდა ელისე.
15 შორიდან დაინახეს იერიხონის წინასწარმეტყველთა ძეებმა იგი და თქვეს, ელისეზე ელიას სული+ გადმოსულაო. შეეგებნენ მას, პირქვე დაემხვნენ და მდაბლად თაყვანი სცეს.+
16 უთხრეს მას: „ორმოცდაათი კაცი ჰყავთ შენს მსახურებს, მამაცი ვაჟკაცები; წავლენ და მოძებნიან შენს ბატონს. იქნებ იეჰოვას სულმა+ წაიყვანა და რომელიმე მთაზე ან სადმე ხევში ჩამოაგდო“. მან უპასუხა: „არ გაგზავნოთ“.
17 არ მოეშვნენ, სანამ არ შეწუხდა და არ უთხრა: „გაგზავნეთ“. გაგზავნეს ორმოცდაათი კაცი; სამ დღეს ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს.
18 როცა დაბრუნდნენ, ის იერიხონში+ იყო. მან უთხრა: „ხომ გითხარით, არ წახვიდეთ-მეთქი“.
19 ქალაქის მცხოვრებლებმა ელისეს უთხრეს: „კარგი ქალაქია,+ როგორც თავად ხედავს ჩემი ბატონი, მაგრამ ცუდი წყალი+ და უნაყოფო მიწაა“.+
20 მან მიუგო: „მომიტანეთ ახალი პატარა თასი და შიგ მარილი ჩაყარეთ“. მათაც მიუტანეს.
21 ავიდა წყლის სათავესთან, მარილი ჩაყარა+ და თქვა: «ასე ამბობს იეჰოვა: „გავწმენდ ამ წყალს,+ აღარც სიკვდილი იქნება მისგან და აღარც უნაყოფობა“».
22 დღემდე გაწმენდილია ის წყალი+ ელისეს წარმოთქმული სიტყვისამებრ.
23 იქიდან ბეთელში+ წავიდა იგი. აღმართს რომ მიუყვებოდა, პატარა ბიჭები+ გამოვიდნენ ქალაქიდან და დაცინვა+ დაუწყეს: „წადი, შე მელოტო,+ წადი, შე მელოტო!“
24 ბოლოს მიუბრუნდა იგი და იეჰოვას სახელით დაწყევლა+ ისინი. გამოვიდა ტყიდან ორი ძუ დათვი+ და მათგან ორმოცდაორი ბავშვი დაგლიჯა.+
25 იქიდან ქარმელის მთისკენ+ წავიდა და ისევ სამარიაში დაბრუნდა.
სქოლიოები
^ ეს არ არის იერიქონთან მდებარე ქალაქი გილგალი. აქ მოხსენიებული გილგალი ბეთელთან, მთაგორიან მხარეში მდებარეობდა.
^ წინასწარმეტყველთა ძეებში, როგორც ჩანს, იგულისხმება წინასწარმეტყველთა ჯგუფი, რომლებიც ასწავლიან ან ერთად მსახურობენ.