2 მეფეები 22:1—20

22  რვა წლისა გამეფდა იოშია+ და ოცდათერთმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში; დედამისი იყო ბოცკათელი+ იედიდა, ადაიას ასული.  სწორად იქცეოდა ის იეჰოვას თვალში,+ თავისი წინაპრის, დავითის გზით დადიოდა+ და არ გადაუხვევია არც მარჯვნივ და არც მარცხნივ.+  თავისი მეფობის მეთვრამეტე წელს მეფე იოშიამ იეჰოვას სახლში გაგზავნა მწერალი შაფანი,+ მეშულამის ძის აცალიას ძე, და უთხრა:  „მიდი მღვდელმთავარ+ ხილკიასთან+ და შეაგროვებინე იეჰოვას სახლში+ მიტანილი ფული,+ რაც კარის მცველებმა+ აკრიფეს ხალხისგან;  ხელში მისცენ ის სამუშაოთა შემსრულებლებს,+ რომლებიც იეჰოვას სახლზე არიან დაყენებული, რათა ბზარების ამოსავსებად მისცენ მათ იეჰოვას სახლში მომუშავეებს,+  ხელოსნებს, მშენებლებსა და კალატოზებს, და იმისთვისაც გასცენ, რომ იყიდონ ხის მასალა და თლილი ქვები სახლის შესაკეთებლად.+  ოღონდ ანგარიშს ნუ მოსთხოვენ მათ, ვისაც ფულს მისცემენ ხელში,+ რადგან ერთგულად+ მუშაობენ ისინი“.  უთხრა მღვდელმთავარმა ხილკიამ+ მწერალ+ შაფანს:+ „კანონის ეს წიგნი+ ვიპოვე იეჰოვას სახლში“. მისცა ხილკიამ წიგნი შაფანს და მანაც დაიწყო მისი კითხვა.  შევიდა მწერალი შაფანი მეფესთან და უთხრა: „შენმა მსახურებმა გადმოყარეს ფული, რომელიც სახლში აღმოჩნდა, და ხელში მისცეს ის სამუშაოების შემსრულებლებს, იეჰოვას სახლზე დაყენებულებს“.+ 10  სიტყვა განაგრძო მწერალმა შაფანმა და უთხრა მეფეს: „ეს წიგნი+ მღვდელმა ხილკიამ მომცა“. და დაიწყო შაფანმა მისი კითხვა მეფის წინაშე. 11  როგორც კი მეფემ კანონის წიგნის სიტყვები მოისმინა, ტანსაცმელი შემოიხია.+ 12  უბრძანა მეფემ მღვდელ ხილკიას, ახიკამ+ შაფანის ძეს, აქბორ მიქაიას ძეს, მწერალ შაფანსა და მეფის მსახურ ასაიას:+ 13  „წადით და დაეკითხეთ+ იეჰოვას ჩემთვის, ხალხისთვის და მთელი იუდასთვის ამ ნაპოვნ წიგნში ჩაწერილი სიტყვების გამო, რადგან დიდია იეჰოვას რისხვა,+ ჩვენზე რომ აენთო, ვინაიდან არ ისმინა ჩვენმა მამა-პაპამ+ ამ წიგნის სიტყვები და არ შეასრულა ის, რაც ჩვენთვისაა ჩაწერილი“.+ 14  მღვდელი ხილკია, ახიკამი, აქბორი, შაფანი და ასაია წავიდნენ წინასწარმეტყველ+ ხულდასთან, ტანსაცმლის მცველ+ შალუმის, ხარხასის ძის თიკვას ძის, ცოლთან, რომელიც იერუსალიმის მეორე უბანში ცხოვრობდა, და ელაპარაკნენ.+ 15  მან მიუგო მათ: «აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი:+ „უთხარით იმ კაცს, რომელმაც ჩემთან გამოგგზავნათ, 16  აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: უბედურებას მოვაწევ+ ამ ადგილს და მის მკვიდრთ,+ ავუხდენ იმ წიგნში ჩაწერილ ყველა სიტყვას,+ იუდას მეფემ რომ წაიკითხა;+ 17  რაკი მიმატოვეს და სხვა ღმერთებს უბოლებენ შესაწირავს,+ რომ თავიანთი ნამოქმედარით შეურაცხმყონ,+ ჩემი რისხვაც აინთო ამ ადგილზე და არ დაცხრება“.+ 18  ასე უთხარით იუდას მეფეს, რომელმაც იეჰოვასთან შესაკითხად გამოგგზავნათ: აი რას ამბობს-თქო იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „ის სიტყვები რომ მოისმინე+ 19  და სათნო გული+ აღმოგაჩნდა, თავი რომ დაიმდაბლე+ იეჰოვას წინაშე, როცა მოისმინე ჩემი ნათქვამი ამ ადგილსა და მის მკვიდრებზე, გამაოგნებლად და წყევლად+ რომ იქცევა, ტანსაცმელი რომ შემოიხიე+ და ტიროდი ჩემ წინაშე, მეც გისმინე, — ამბობს იეჰოვა.+ 20  ამიტომ, მოგასვენებ+ შენი მამა-პაპის გვერდით და მშვიდობით განისვენებ შენს საფლავში;+ არ იხილავს შენი თვალი მთელ იმ უბედურებას, რომელსაც ამ ადგილს მოვაწევ“». მიუტანეს ეს პასუხი მეფეს.

სქოლიოები