2 მეფეები 23:1—37

23  გაგზავნა მეფემ ხალხი და მათაც შეკრიბეს მასთან იუდასა და იერუსალიმის უხუცესები.+  ავიდა მეფე იეჰოვას სახლში იუდას ხალხთან, იერუსალიმის მკვიდრებთან, მღვდლებთან,+ წინასწარმეტყველებთან და მთელ ხალხთან ერთად, დიდთან თუ პატარასთან,+ და მათ გასაგონად დაიწყო იმ სიტყვების კითხვა,+ რომლებიც იეჰოვას სახლში+ ნაპოვნ შეთანხმების+ წიგნში+ ეწერა.  სვეტთან+ მდგომმა მეფემ შეთანხმება დადო+ იეჰოვას წინაშე, რომ გაჰყვებოდა+ იეჰოვას, მთელი გულითა+ და სულით+ დაიცავდა მის მცნებებს,+ მოწმობებსა+ და წესებს,+ და შეასრულებდა ამ წიგნში ჩაწერილ შეთანხმების სიტყვებს.+ ხალხმაც დადო ეს შეთანხმება.+  უბრძანა მეფემ მღვდელმთავარ ხილკიას,+ დამხმარე მღვდლებსა და კარის მცველებს,+ რომ იეჰოვას ტაძრიდან გამოეტანათ ბაალისთვის,+ წმინდა ბოძისთვის+ და ცის მთელი ლაშქრისთვის+ გაკეთებული ნივთები, და დაწვა ისინი იერუსალიმის გარეთ, კედრონის ტერასებზე,+ მათი ნაცარი კი ბეთელში წაიღო.+  მან დაითხოვა ქურუმები, იუდას მეფეებს რომ ჰყავდათ დაყენებული შესაწირავის ასაბოლებლად მაღლობებზე იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის შემოგარენში, ასევე ისინი, ვინც შესაწირავს უბოლებდნენ ბაალს,+ მზეს, მთვარეს, ზოდიაქოს თანავარსკვლავედებსა და ცის მთელ ლაშქარს.+  მან გამოიტანა იეჰოვას სახლიდან წმინდა ბოძი,+ გაიტანა იერუსალიმის გარეთ, კედრონის ხევში და იქ დაწვა,+ მტვრად აქცია და მისი ფერფლი ხალხის ძეთა საფლავებს+ მოაყარა.  სახლები დაუნგრია ტაძრის მეძავ კაცებს,+ რომლებიც იეჰოვას სახლში იყვნენ, სადაც ქალები წმინდა ბოძის სათაყვანოდ ქსოვდნენ კარვებს.  გამოიყვანა მან იუდას ქალაქებიდან მღვდლები, რომ გებადან+ ბეერ-შებამდე+ წაებილწა მაღლობები, სადაც მღვდლები შესაწირავს აბოლებდნენ; მოსპო კარიბჭეთა მაღლობები, რომლებიც იეჰოშუას, ქალაქის მთავრის, კარიბჭის შესასვლელთან იყო, ქალაქის კარიბჭით შემსვლელთა მარცხნივ.  მაღლობების მღვდლები+ არ მიდიოდნენ იეჰოვას სამსხვერპლოსთან იერუსალიმში, თუმცა ჭამდნენ უფუარ+ პურს თავიანთ ძმებს შორის. 10  მან წაბილწა თოფეთი+ ჰინომის ძეთა+ ველზე, რათა არავის გაეტარებინა ცეცხლში+ მოლექისთვის+ თავისი ვაჟი ან ასული. 11  იუდას მეფეების მიერ მზისთვის მიძღვნილ ცხენებს ის აღარ უშვებდა იეჰოვას სახლში ნათან-მელექის, კარისკაცის სასადილო ოთახის+ გავლით, რომელიც სვეტებიან დერეფანში იყო; მან ცეცხლში დაწვა მზის+ ეტლები. 12  დაანგრია მეფემ იუდას მეფეთა აშენებული სამსხვერპლოები,+ რომლებიც ახაზის ზემოთა ოთახის ბანზე+ იყო, და სამსხვერპლოები, რომლებიც მენაშემ ააგო იეჰოვას სახლის ორივე ეზოში; იქვე დაანგრია და მტვერი კედრონის ხევში გადაყარა. 13  მეფემ წაბილწა იერუსალიმის წინ მდებარე მაღლობები,+ მოსპობის მთად* წოდებული მთის მარჯვნივ, რომლებიც ისრაელის მეფე სოლომონმა+ აღუმართა აშთორეთს+ — სიდონელთა სისაძაგლეს, ქემოშს+ — მოაბის სისაძაგლეს და მილქომს+ — ამონის ძეთა სისაძაგლეს. 14  მან დაამტვრია+ წმინდა სვეტები, მოჭრა წმინდა ბოძები და ის ადგილები ადამიანთა ძვლებით აავსო. 15  მან მოსპო ბეთელის სამსხვერპლო,+ მაღლობი, იერობოამ+ ნებატის ძემ რომ ააგო, და ცოდვაში გახვია ისრაელი;+ მოსპო სამსხვერპლოცა და მაღლობიც. შემდეგ გადაწვა და მიწასთან გაასწორა მაღლობი, დაწვა წმინდა ბოძიც. 16  გაიხედა იოშიამ და იქ, მთაზე, სამარხები დაინახა. გაგზავნა ხალხი, სამარხებიდან ძვლები ამოაღებინა და სამსხვერპლოზე დაწვა,+ რომ წაებილწა ის იეჰოვას სიტყვისამებრ,+ რომელიც ჭეშმარიტი ღვთის კაცს ჰქონდა გამოცხადებული;+ მან გამოაცხადა ეს ყველაფერი. 17  იკითხა მეფემ: „ეს რა სამარხის ლოდს ვხედავ იქ?“ ქალაქის მკვიდრებმა მიუგეს: „ეს იუდადან მოსული ჭეშმარიტი ღვთის კაცის+ სამარხია,+ რომელმაც ის გამოაცხადა, რაც შენ გაუკეთე ბეთელის სამსხვერპლოს“.+ 18  მან თქვა: „დაასვენეთ,+ ხელს ნუ ახლებთ მის ძვლებს!“ მათაც არ ახლეს ხელი მის ძვლებს და სამარიიდან მოსული წინასწარმეტყველის ძვლებსაც.+ 19  მოსპო იოშიამ ისრაელის მეფეების+ მიერ ღვთის შეურაცხსაყოფად+ აგებული მაღლობების სახლები+ სამარიის ქალაქებში,+ და ისეთივე დღე დააწია მათ, როგორიც ბეთელში.+ 20  სამსხვერპლოებს დააკლა მაღლობთა მღვდლები,+ დაწვა მათზე ადამიანთა ძვლები+ და მერე იერუსალიმში დაბრუნდა. 21  უბრძანა მეფემ მთელ ხალხს: „აღნიშნეთ პასექი+ იეჰოვასთვის, თქვენი ღვთისთვის, როგორც შეთანხმების წიგნშია ჩაწერილი!“+ 22  ასეთი პასექი არ აღნიშნულა არც ისრაელის მსაჯულთა დროს+ და არც ისრაელისა და იუდას მეფეთა დროს.+ 23  იოშიას მეფობის მეთვრამეტე წელს აღინიშნა ეს პასექი იეჰოვასთვის იერუსალიმში.+ 24  იოშიამ მოსპო სულების გამომძახებლებიც,+ მარჩიელებიც,+ თერაფიმიც,+ ნეხვიანი კერპებიცა+ და ყველა სისაძაგლე,+ რაც იუდას მიწაზე და იერუსალიმში აღმოჩნდა, რათა შეესრულებინა იმ წიგნში+ ჩაწერილი კანონის სიტყვები,+ მღვდელმა ხილკიამ რომ იპოვა იეჰოვას სახლში.+ 25  არ ყოფილა მანამდე მისი მსგავსი მეფე, რომელიც მოსეს კანონში ჩაწერილისამებრ მთელი გულით, სულითა+ და ძალით დაბრუნებოდა+ იეჰოვას, და არც მის შემდეგ გამოჩენილა მისი მსგავსი. 26  მაინც არ დამცხრალა იეჰოვას დიდი რისხვა, რომელიც იმ შეურაცხმყოფელი საქმეების გამო აენთო იუდაზე,+ მენაშემ რომ ჩაადენინა მათ.+ 27  თქვა იეჰოვამ: „იუდასაც+ ისე მოვიშორებ თვალთაგან,+ როგორც ისრაელი მოვიშორე!+ უარვყოფ ამ ქალაქს, იერუსალიმს, რომელიც ავირჩიე, და სახლს, რომელზეც ვთქვი, იქ იქნება-მეთქი ჩემი სახელი“.+ 28  იოშიას დანარჩენი საქმეები და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 29  მის დროს ეგვიპტის მეფე, ფარაონი ნექო*,+ ასურეთის მეფის წინააღმდეგ გამოვიდა მდინარე ევფრატთან.+ გაემართა მეფე იოშია მის დასახვედრად,+ მაგრამ დანახვისთანავე მოკლა+ ფარაონმა იგი მეგიდოში.+ 30  მისმა მსახურებმა ეტლით წაასვენეს ის მეგიდოდან იერუსალიმში+ და თავის სამარხში დაასვენეს. მაშინ იმ მიწის ხალხმა აიყვანა იეჰოახაზი,+ იოშიას ძე, სცხო ის და მამამისის შემდეგ გაამეფა. 31  ოცდასამი წლისა გამეფდა იეჰოახაზი+ და სამ თვეს იმეფა იერუსალიმში; დედამისი იყო ლიბნელი ხამუტალი,+ იერემიას ასული. 32  ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში თავისი მამა-პაპის მსგავსად.+ 33  ფარაონმა ნექომ+ ბორკილები დაადო+ მას რიბლაში,+ ხამათის მიწაზე, რომ არ ემეფა მას იერუსალიმში, და ქვეყანას ასი ვერცხლის+ ტალანტი და ერთი ოქროს ტალანტი+ დააკისრა.+ 34  ფარაონმა ნექომ მამამისის, იოშიას ნაცვლად გაამეფა ელიაკიმი,+ იოშიას ძე, და იეჰოიაკიმი დაარქვა, იეჰოახაზი კი ეგვიპტეში წაიყვანა, სადაც ის მოკვდა კიდეც.+ 35  მისცა იეჰოიაკიმმა ფარაონს ოქრო-ვერცხლი,+ ოღონდ ეს გადასახადი+ ქვეყანას დააკისრა, რათა მიეცა ფარაონისთვის ვერცხლი მისივე ბრძანებისამებრ. იმდენი ოქრო-ვერცხლი გადაახდევინა იმ მიწის ხალხს ფარაონ ნექოსთვის, რამდენიც თითოეულ მათგანს ჰქონდა დაკისრებული.+ 36  ოცდახუთი წლისა გამეფდა იეჰოიაკიმი+ და თერთმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში;+ დედამისი იყო რუმელი ზებიდა, ფედაიას ასული. 37  ბოროტებას სჩადიოდა+ ის იეჰოვას თვალში თავისი მამა-პაპის მსგავსად.+

სქოლიოები

ანუ ზეთისხილის მთა, მისი სამხრეთი წვერი, რომელიც დაბრკოლების მთის სახელითაც არის ცნობილი.
იგივე ნეხაო.