2 მეფეები 25:1—30

25  მისი მეფობის მეცხრე+ წელს, მეათე თვის მეათე+ დღეს, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი+ მთელი თავისი ჯარით მოადგა+ იერუსალიმს; ისინი დაბანაკდნენ, კედელი შემოავლეს მას და ალყაში მოაქციეს.+  მეფე ციდკიას მეფობის მეთერთმეტე წლამდე ალყაში იყო ქალაქი მოქცეული.  მეოთხე თვის მეცხრე+ დღეს შიმშილი+ გაძლიერდა ქალაქში, აღარ იყო პური+ იმ მიწაზე მცხოვრები ხალხისთვის.  ბოლოს გატყდა ქალაქი;+ ღამით, როცა ქალაქის ირგვლივ იყვნენ ქალდეველები,+ გაიქცა ყველა მეომარი ორმაგი გალავნის კარიბჭის გავლით, მეფის ბაღთან+ რომ არის, მეფე კი გაემართა+ არაბასკენ.+  დაედევნა ქალდეველთა+ ჯარი მეფეს და დაეწივნენ+ ისინი მას იერიხონის+ ხრიოკ ველზე; მთელი ჯარი შემოეფანტა მას.  შეიპყრეს მეფე+ და მიჰგვარეს ბაბილონის მეფეს რიბლაში,+ რომ განაჩენი გამოეტანათ მისთვის.  თვალწინ დაუხოცეს ვაჟები ციდკიას.+ დააბრმავა+ მან ციდკია, სპილენძის ბორკილები+ დაადო და ბაბილონში წაიყვანა.+  მეხუთე თვის მეშვიდე დღეს, ბაბილონის მეფის, მეფე ნაბუქოდონოსორის მეფობის მეცხრამეტე+ წელს, ნებუზარადანი,+ მცველთა უფროსი, ბაბილონის მეფის მსახური, მივიდა იერუსალიმში.+  გადაწვა იეჰოვას სახლი,+ მეფის სასახლე+ და ყველა სახლი იერუსალიმში;+ ცეცხლს მისცა დიდებულთა სახლები.+ 10  მცველთა უფროსის თანმხლებმა ქალდეველთა ჯარმა დაანგრია იერუსალიმის მთელი გალავანი.+ 11  ქალაქში დარჩენილები,+ ბაბილონის მეფის მხარეზე გადასულები და დანარჩენი ხალხი მცველთა უფროსმა ნებუზარადანმა გადაასახლა,+ 12  იმ მიწაზე მცხოვრები მდაბიო ხალხიდან+ ზოგიერთები კი მცველთა უფროსმა მევენახეებად და სავალდებულო სამუშაოების შემსრულებლად დატოვა.+ 13  იეჰოვას სახლის სპილენძის სვეტები,+ საზიდრები+ და სპილენძის ზღვა,+ რომლებიც იეჰოვას სახლში იყო, ქალდეველებმა დაამტვრიეს და სპილენძი ბაბილონში გაზიდეს.+ 14  თან წაიღეს ქილები, ნიჩბები, პატრუქის ნამწვის მოსაცილებლები, სასმისები და სპილენძის ყველა ნივთი,+ რასაც მსახურებისას იყენებდნენ. 15  წაიღო მცველთა უფროსმა ხალასი ოქროსა+ და ხალასი ვერცხლისგან+ დამზადებული საცეცხლურები და თასები. 16  ორ სვეტს, ზღვას და საზიდრებს — სპილენძის ამ ნაკეთობებს, რომლებიც მეფე სოლომონმა იეჰოვას სახლისთვის გააკეთა, წონა არ ჰქონდა.+ 17  თითოეული სვეტის სიმაღლე თვრამეტი წყრთა+ იყო, მას სპილენძის ბუღაური+ ჰქონდა; ბუღაური სიმაღლით სამი წყრთა იყო; მის ირგვლივ ბადისებური ნაკეთობა ბროწეულებითურთ+ მთლიანად სპილენძისა იყო. ასეთივე იყო მეორე სვეტის ბადისებური ნაკეთობაც. 18  გარდა ამისა, მცველთა უფროსმა წაიყვანა უფროსი მღვდელი სერაია,+ მეორე მღვდელი ცეფანია+ და სამი კარის მცველი,+ 19  ქალაქიდან წაიყვანა ერთი კარისკაცი — მეომართა ზედამხედველი, მეფესთან დაახლოებული ქალაქში მყოფი ხუთი კაცი, მხედართმთავრის მწერალი, რომელიც იმ მიწაზე მცხოვრებ ხალხს კრებდა ჯარისთვის, და იმ მიწაზე მცხოვრები სამოცი კაცი, რომლებიც ქალაქში აღმოჩნდნენ.+ 20  წაიყვანა+ ისინი მცველთა უფროსმა, ნებუზარადანმა,+ და მიჰგვარა ბაბილონის მეფეს რიბლაში.+ 21  დაჰკრა მათ+ და დახოცა ისინი ბაბილონის მეფემ რიბლაში, ხამათის+ მიწაზე. ასე გადაასახლეს იუდა თავისი მიწიდან.+ 22  იუდას მიწაზე დარჩენილ ხალხს,+ რომელიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დატოვა იქ, მან ზედამხედველად დაუყენა გედალია,+ შაფანის+ ძის ახიკამის ძე.+ 23  როცა ჯარის მეთაურებმა+ და მათმა ხალხმა გაიგეს, რომ ბაბილონის მეფეს გედალია დაუყენებია ზედამხედველად, მაშინვე მივიდნენ გედალიასთან მიცფაში+ ისმაელი, ნეთანიას ძე, იოხანანი, კარეახის ძე, სერაია, ნეტოფათელი თანხუმეთის ძე, და იააზანია, მააქათელი კაცის ძე, თავიანთ ხალხთან ერთად. 24  გედალიამ დაუფიცა+ მათ და მათ ხალხს და უთხრა: „ნუ შეგეშინდებათ ქალდეველებისთვის მსახურება, იცხოვრეთ ამ მიწაზე, ემსახურეთ ბაბილონის მეფეს და ხელი მოგემართებათ“.+ 25  მეშვიდე+ თვეს, ისმაელი,+ ელიშამას ძის ნეთანიას ძე, რომელიც სამეფო გვარს ეკუთვნოდა, ათ კაცთან ერთად მივიდა გედალიასთან;+ მათ მოკლეს ის და მასთან ერთად მიცფაში+ მყოფი ყველა იუდეველი და ქალდეველი. 26  ამის შემდეგ მთელი ხალხი დიდიან-პატარიანად და ჯარის მეთაურები ადგნენ და ქალდეველთა შიშით+ ეგვიპტეში ჩავიდნენ.+ 27  იუდას მეფე იეჰოიაქინის+ გადასახლებიდან ოცდამეჩვიდმეტე წელს, მეთორმეტე თვის ოცდამეშვიდე დღეს, ბაბილონის მეფე ევილ-მეროდაქმა+ თავისი გამეფების წელს თავი აუწია+ იუდას მეფე იეჰოიაქინს და საპყრობილიდან გამოიყვანა. 28  კარგად ელაპარაკა მას და ბაბილონში მასთან მყოფ სხვა მეფეებზე მაღლა დაუდგა ტახტი.+ 29  გაიხადა მან პატიმრის ტანსაცმელი+ და მის წინაშე ჭამდა პურს+ მთელი სიცოცხლე. 30  ყოველდღიურად ეძლეოდა მას სარჩო+ მეფისგან მთელი სიცოცხლე.

სქოლიოები