2 მეფეები 3:1—27
3 იუდას მეფე იეჰოშაფატის მეფობის მეთვრამეტე წელს ისრაელზე სამარიაში ახაბის ვაჟი იეჰორამი+ გამეფდა და თორმეტ წელიწადს იმეფა.
2 ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში,+ თუმცა არა მამამისივით+ და დედამისივით; მან მოაშორა მამამისის აღმართული+ ბაალის წმინდა სვეტი.+
3 მიეკრა ნებატის ვაჟის, იერობოამის+ ცოდვებს, რომელმაც ცოდვაში გახვია ისრაელი.+ არ მიუტოვებია მას ცოდვების ჩადენა.
4 მოაბის მეფე მეშას+ ცხვარი ჰყავდა მოშენებული. ის ისრაელის მეფეს ასი ათას ბატკანსა და ასი ათას გაუპარსავ მამალ ცხვარს უგზავნიდა.
5 ახაბის სიკვდილის+ შემდეგ კი აუჯანყდა+ მოაბის მეფე ისრაელის მეფეს.
6 გავიდა იმ დღეს სამარიიდან მეფე იეჰორამი და მთელი ისრაელი შეკრიბა.+
7 უფრო მეტიც, იუდას მეფე იეჰოშაფატს შეუთვალა: „მოაბის მეფე ამიჯანყდა. გამომყვები მოაბთან საომრად?“ მან მიუგო: „გამოგყვები.+ რამ გაგვყო მე და შენ. რამ გაყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი+ და რამ გაყო ჩემი ცხენები და შენი ცხენები!“
8 მან ჰკითხა: „რომელი გზით წავიდეთ?“ მან მიუგო: „ედომის+ უდაბნოს გზით“.
9 წავიდნენ ისრაელის მეფე, იუდას მეფე და ედომის+ მეფე. შვიდ დღეს მიდიოდნენ; ბანაკსა და პირუტყვს, რომელიც მათ მიჰყვებოდა, წყალი არ ჰქონდათ.
10 ბოლოს ისრაელის მეფემ თქვა: „ვაი ჩვენს თავს! იეჰოვამ სამ მეფეს მოგვიხმო, რომ მოაბის ხელში ჩაგვაგდოს!“+
11 იეჰოშაფატმა იკითხა:+ „არ არის აქ იეჰოვას წინასწარმეტყველი?+ მისი პირით დავეკითხოთ იეჰოვას“.+ ისრაელის მეფის ერთ-ერთმა მსახურმა მიუგო: „ელისეა,+ შაფატის ვაჟი, რომელიც ელიას უსხამდა წყალს ხელზე“.+
12 იეჰოშაფატმა თქვა: „მასთანაა იეჰოვას სიტყვა“. ჩავიდნენ მასთან ისრაელის მეფე, იეჰოშაფატი და ედომის მეფე.
13 უთხრა ელისემ ისრაელის მეფეს: „რა მაქვს შენთან საერთო?+ წადი მამაშენისა და დედაშენის წინასწარმეტყველებთან“.+ ისრაელის მეფემ მიუგო: „არა, რადგან იეჰოვამ სამ მეფეს მოგვიხმო, რომ მოაბის ხელში ჩაგვაგდოს“.+
14 ელისემ განაგრძო: „ცოცხალია ლაშქართა* ღმერთი, იეჰოვა,+ ვის წინაშეც ვდგავარ; იუდას მეფე იეჰოშაფატს რომ არ ვცემდე პატივს,+ ზედაც არ შემოგხედავდი.+
15 მომიყვანეთ ქნარზე დამკვრელი“.+ როცა უკრავდა იგი ქნარზე, იეჰოვას ხელი+ იყო ელისეზე.
16 მან თქვა: «აი რას ამბობს იეჰოვა: „ამ ხევში თხრილები+ გააკეთეთ,
17 რადგან ასე თქვა იეჰოვამ: ვერც ქარს დაინახავ და ვერც წვიმას, მაგრამ ხევი წყლით მაინც აივსება;+ თქვენც დალევთ+ იქიდან, თქვენი საქონელიც და თქვენი პირუტყვიც“.
18 ეს უბრალო საქმეა იეჰოვას თვალში.+ ის მოაბსაც ჩაგიგდებთ ხელში.+
19 გაანადგურეთ ყველა გამაგრებული ქალაქი,+ ყველა რჩეული ქალაქი, მოჭერით+ ყველა კარგი+ ხე, ჩახერგეთ ყველა წყარო და ქვით აავსეთ მიწის ნაკვეთები».
20 დილით+ მარცვლეული შესაწირავის+ აღვლენის დროს ედომიდან წყალი წამოვიდა და მთელი მიწა წყლით აივსო.
21 გაიგეს მოაბელებმა, რომ მეფეები მათთან საბრძოლველად იყვნენ ასულები. შეყარეს ყველა, ვისაც სარტყელი ერტყა,+ და მათზე უფროსებიც, და საზღვართან დადგნენ.
22 დილით, როცა მზემ წყალს დაანათა, მოაბელებს წყალი შორიდან სისხლივით წითელი მოეჩვენათ,
23 ამბობდნენ: „სისხლია! მეფეები დაუხოცავთ მახვილით და ერთმანეთი დაუჟლეტიათ. ნადავლისკენ,+ მოაბ!“
24 ისრაელის+ ბანაკში რომ მივიდნენ, მაშინვე წამოიშალნენ ისრაელები, შეუტიეს მოაბს და უკუაქციეს.+ მიდიოდნენ მოაბისკენ და გზადაგზა ხოცავდნენ მოაბელებს.
25 დაანგრიეს ქალაქები,+ ყველამ თითო ქვა ისროლა კარგი მიწის ნაკვეთებზე და ქვით აავსეს. ჩახერგეს ყველა წყარო+ და მოჭრეს ყველა კარგი ხე.+ მარტო კირ-ხარასეთის+ ქვები დატოვეს იქ. მერე შემოუარეს მეშურდულეებმა და დაანგრიეს.
26 როცა დაინახა მოაბის მეფემ, რომ მარცხდებოდა ბრძოლაში, წაიყვანა შვიდასი მახვილის ამღები, რომ ედომის+ მეფემდე მიეღწიათ, მაგრამ ვერ შეძლეს.
27 ბოლოს წაიყვანა თავისი პირმშო, ვინც მის შემდეგ უნდა გამეფებულიყო, და დასაწვავ მსხვერპლად შესწირა+ გალავანზე. დიდად განრისხდნენ ისრაელზე, ისინიც გაეცალნენ მას და თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ.
სქოლიოები
^ იგივე ცაბაოთი.