2 მეფეები 4:1—44

4  წინასწარმეტყველთა ძეების*+ ცოლებიდან ერთმა ქალმა ელისეს შეღაღადა: „მკვდარია ჩემი ქმარი, შენი მსახური. კარგად იცი, რომ იეჰოვას შიში+ ჰქონდა შენს მსახურს, მევალემ+ მომაკითხა და ჩემი ორივე შვილი მონებად მიჰყავს“.  ელისემ ჰკითხა: „რა გაგიკეთო?+ მითხარი, რა გაქვს სახლში?“ მან მიუგო: „ერთი დოქი ზეთის მეტი არაფერი აქვს შენს მოახლეს“.+  მან უთხრა: „წადი, ჭურჭელი ითხოვე მეზობლებისგან, ცარიელი ჭურჭელი. ბევრი შეაგროვე.  შედით სახლში, კარი ჩაიკეტეთ შენ და შენმა ვაჟებმა, გაავსეთ ყველა ჭურჭელი ზეთით და გვერდზე გადადგით“.  ისიც წავიდა. ჩაიკეტეს კარი მან და მისმა ვაჟებმა, აწვდიდნენ მას ჭურჭელს და ისიც ავსებდა.+  ჭურჭელი რომ აივსო, მან თავის ერთ-ერთ ვაჟს უთხრა: „ერთიც მომეცი“,+ მაგრამ მან მიუგო: „მეტი აღარ არის“. და ზეთიც შეწყდა.+  წავიდა და ამ ამბავს ჭეშმარიტი ღვთის კაცს მოუყვა, მან კი უთხრა: „წადი, გაყიდე ზეთი და გადაიხადე ვალები,+ დანარჩენით კი თავი ირჩინეთ შენ და შენმა შვილებმა“.+  ერთ დღეს ელისე შუნემში+ მიდიოდა, სადაც ერთი ცნობილი ქალი ცხოვრობდა; დაჟინებით სთხოვდა+ ქალი, რომ პური ეჭამა. რამდენჯერაც ჩაივლიდა, იმდენჯერ შეივლიდა ხოლმე იქ პურის საჭმელად.  ბოლოს უთხრა ქალმა ქმარს:+ „ვიცი, რომ წმინდაა ეს ღვთის კაცი,+ ჩვენთან რომ შემოივლის ხოლმე. 10  მოვუწყოთ პატარა ოთახი+ კედელთან, დავუდგათ ტახტი, მაგიდა, სკამი და ლამპარი,+ და როცა შემოგვივლის, იქ შევიდეს“.+ 11  ერთ დღესაც, როცა ჩვეულებისამებრ მივიდა იქ, იმ ოთახში შევიდა და დაწვა. 12  უთხრა მან გეხაზს,+ თავის მსახურს: „დაუძახე იმ შუნამელ+ ქალს“. მანაც დაუძახა, რომ მისულიყო ქალი მასთან. 13  მან სთხოვა თავის მსახურს: «ასე უთხარი: „შენ ჩვენი გულისთვის ასე წუხდები+ და რა გაგიკეთო?+ გინდა, მეფეს+ ან მხედართმთავარს+ ვთხოვო რამე შენზე?“» მან მიუგო: „მე ჩემს ხალხში ვცხოვრობ“.+ 14  მაშინ თავის მსახურს ჰკითხა: „მაშ, რა გავაკეთოთ ამ ქალისთვის?“ გეხაზმა მიუგო: „შვილი არა ჰყავს,+ ქმარი კი მოხუცია“. 15  მან მაშინვე უთხრა: „დაუძახე“. მანაც დაუძახა; ქალი შესასვლელთან იდგა. 16  მან უთხრა: „გაისს ამ დროს ვაჟს ჩაიხუტებ“.+ მან მიუგო: „არა, ჩემო ბატონო, ჭეშმარიტი ღვთის კაცო, ნუ მოატყუებ შენს მოახლეს“. 17  დაორსულდა ქალი და ერთი წლის თავზე, იმ დროს, ვაჟი+ გააჩინა, როგორც ელისეს ჰქონდა ნათქვამი.+ 18  გაიზარდა ბავშვი; ერთ დღესაც მამამისს გაჰყვა მომკელებთან ერთად.+ 19  მამამისს ეუბნებოდა: „ვაი, თავი, თავი!“+ ბოლოს მან თავის მსახურს უთხრა: „დედამისს წაუყვანე“.+ 20  მანაც წაიყვანა იგი და დედამისს მიუყვანა. შუადღემდე მუხლებზე ეჯდა დედამისს და ბოლოს მოკვდა.+ 21  აიყვანა მან და ჭემშარიტი ღვთის+ კაცის ტახტზე+ დააწვინა, კარი გამოიკეტა და გამოვიდა. 22  დაუძახა თავის ქმარს და სთხოვა: „გამომიგზავნე რომელიმე მსახური და ერთი ჭაკი ვირი, ჭეშმარიტი ღვთის კაცთან გავიქცევი და დავბრუნდები“.+ 23  მან მიუგო: „რისთვის მიდიხარ მასთან? დღეს არც ახალმთვარობაა+ და არც შაბათი“. მან მიუგო: „ყველაფერი კარგად არის“. 24  შეკაზმა მან ვირი+ და უთხრა თავის მსახურს: „წაუძეხი და იარე! არ გაჩერდე, სანამ მე არ გეტყვი“. 25  წავიდა და მივიდა ჭეშმარიტი ღვთის კაცთან ქარმელის მთაზე. როგორც კი მოჰკრა მას თვალი ჭეშმარიტი ღვთის კაცმა, თავის მსახურ გეხაზს უთხრა:+ „ნახე, შუნამელი ქალი! 26  გაიქეცი, შეეგებე და ჰკითხე, როგორ არის, როგორა ჰყავს ქმარ-შვილი“. ქალმა მიუგო: „ყველაფერი კარგად არის“. 27  ჭეშმარიტი ღვთის კაცთან რომ ავიდა მთაზე, ფეხებში ჩაუვარდა.+ მივიდა გეხაზი, რომ მოეცილებინა ის,+ მაგრამ ჭეშმარიტი ღვთის კაცმა+ უთხრა: „თავი დაანებე,+ სულგამწარებულია.+ დამიმალა იეჰოვამ+ და არ მითხრა“. 28  მან უთხრა: „ვთხოვე ჩემს ბატონს შვილი? ხომ გითხარი, ტყუილად ნუ დამაიმედებ-მეთქი?“+ 29  მან მაშინვე უთხრა გეხაზს:+ „შემოისარტყლე წელი,+ აიღე ჩემი ჯოხი+ და წადი. გზაში შემხვედრს არავის მიესალმო,+ და თუ ვინმე მოგესალმება, არაფერი უპასუხო. სახეზე დაადე ყმაწვილს ჩემი ჯოხი“.+ 30  ამაზე ბავშვის დედამ მიუგო: „ცოცხალია იეჰოვა+ და ცოცხალია შენი სული,+ თავს არ დაგანებებ!“+ ისიც ადგა და გაჰყვა. 31  გეხაზი მათზე ადრე მივიდა და დაადო ყმაწვილს სახეზე ჯოხი, მაგრამ მას არც ხმა ამოუღია და არც განძრეულა.+ უკან გაბრუნდა მასთან შესახვედრად და უთხრა: „არ იღვიძებს ყმაწვილი“.+ 32  შევიდა ელისე სახლში და, აი, ყმაწვილი მკვდარი წევს ტახტზე.+ 33  მივიდა, ორივესგან განცალკევდა,+ კარი ჩაიკეტა და ლოცვით მიმართა იეჰოვას.+ 34  ბოლოს ადგა, ზემოდან დააწვა ბავშვს,+ პირი პირზე დაადო, თვალები — თვალებზე, ხელისგულები — ხელისგულებზე და ასე იყო. ნელ-ნელა გაუთბა ბავშვს სხეული. 35  გაიარ-გამოიარა ოთახში, მივიდა და ისევ დააწვა მას ზემოდან. ბავშვმა შვიდჯერ დააცემინა და თვალები გაახილა.+ 36  დაუძახა გეხაზს და უთხრა: „დაუძახე შუნამელ+ ქალს“. მანაც დაუძახა და ისიც მივიდა. მან უთხრა: „აიყვანე შენი ვაჟი“.+ 37  მივიდა იგი, ფეხებში ჩაუვარდა, პირქვე დაემხო, მდაბლად თაყვანი სცა,+ მერე აიყვანა თავისი ვაჟი და გავიდა.+ 38  დაბრუნდა ელისე გილგალში;+ დიდი შიმშილობა+ იყო იმ მიწაზე. წინასწარმეტყველთა ძეები*+ ისხდნენ მის წინაშე,+ როცა მან თავის მსახურს უთხრა:+ „დადგი დიდი ქვაბი და შეჭამანდი მოუხარშე წინასწარმეტყველთა ძეებს“.+ 39  გავიდა ერთი კაცი ბალბის+ მოსაკრეფად, ველური მცენარე იპოვა და მთელი კალთა ველური გოგრა დაკრიფა, მივიდა და ჩაჭრა ქვაბში; არავინ იცოდა, ეს რა იყო. 40  დაუსხა კაცებს, რომ ეჭამათ. შუა ჭამაში ყვირილი დაიწყეს: „სიკვდილია ქვაბში,+ ჭეშმარიტი ღვთის კაცო!“+ და ვეღარ ჭამდნენ. 41  მან თქვა: „ფქვილი მოიტანეთ“. ჩაყარა ფქვილი და თქვა: „დაუსხი, რომ ჭამონ“. ქვაბში ცუდი აღარაფერი იყო.+ 42  მოვიდა ერთი კაცი ბაალ-შალიშიდან+ და ჭეშმარიტი ღვთის კაცს მოუტანა+ პირველმოწეული პური,+ ოცი ქერის პური+ და ახალი მარცვლეული პურის ჩანთით. მან უთხრა: „ჩამოურიგე ხალხს, რომ ჭამონ“.+ 43  მისმა მსახურმა კი ჰკითხა: „როგორ ჩამოვურიგო ას კაცს?“+ მან მიუგო: „ჩამოურიგე ხალხს, რომ ჭამონ, რადგან იეჰოვამ თქვა, შეჭამენ და კიდეც დარჩებაო“.+ 44  მიუტანა მან. მათაც ჭამეს და დარჩათ კიდეც, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი.+

სქოლიოები

იხილეთ 2:3-ის სქოლიო.
იხილეთ 2:3-ის სქოლიო.