2 მეფეები 6:1—33
6 წინასწარმეტყველთა ძეებმა*+ ელისეს უთხრეს: „გვევიწროება+ ჩვენი საცხოვრებელი.+
2 წავიდეთ იორდანეზე, მორები ამოვიტანოთ და საცხოვრებელი ავიშენოთ“.+ მან მიუგო: „წადით“.
3 ერთ-ერთმა მათგანმა სთხოვა: „შენც წამოდი შენს მსახურებთან ერთად“. მან მიუგო: „წამოვალ“.
4 წავიდა მათთან ერთად, ჩავიდნენ იორდანეზე და შეუდგნენ ხის ჭრას.+
5 როცა ერთ-ერთი მათგანი ხეს ჭრიდა, ცული+ წყალში ჩაუვარდა და ყვირილი მორთო: „ვაიმე, ბატონო,+ ნათხოვარი+ მქონდა!“
6 უთხრა მას ჭეშმარიტი ღვთის კაცმა: „სად ჩაგივარდა?“ მანაც უჩვენა, სადაც ჩაუვარდა. მან მაშინვე ჩამოაჭრა ხეს ნაჭერი, იქ ჩააგდო და ცულიც ამოტივტივდა.+
7 უთხრა მას: „ამოიღე“. მანაც ხელი წაავლო და ამოიღო.
8 სირიის მეფემ+ ომი გაუმართა ისრაელს. მოეთათბირა ის თავის მსახურებს,+ ამა და ამ ადგილზე დავბანაკდეთო.+
9 შეუთვალა ჭეშმარიტი ღვთის კაცმა+ ისრაელის მეფეს: „მოერიდე იმ ადგილზე+ გავლას, რადგან სირიელები მიდიან იქ“.+
10 გაგზავნა ისრაელის მეფემ ხალხი იმ ადგილზე, რომელზეც ჭეშმარიტი ღვთის კაცმა უთხრა.+ არა ერთხელ და ორჯერ ჰყავდა გაფრთხილებული+ მას იგი, ამიტომ ისიც ერიდებოდა იმ ადგილს.
11 გული განურისხდა სირიის მეფეს ამის გამო,+ მოუხმო თავის მსახურებს და უთხრა: „არ მეტყვით, რომელი ჩვენიანია ისრაელის მეფის მხარეს?“+
12 ერთ-ერთმა მსახურმა მიუგო: „არც ერთი, მეფე-ბატონო, ისრაელის წინასწარმეტყველი ელისე+ ეუბნება+ ისრაელის მეფეს იმას, რასაც შენ საძინებელში ამბობ“.+
13 მან თქვა: „წადით და ნახეთ, სად არის იგი, რომ მოვაყვანინო“.+ შეატყობინეს მას, დოთანშიაო.+
14 მაშინვე გაუშვა ცხენები, საომარი ეტლები და ძლიერი ჯარი;+ ღამით მივიდნენ და ალყა შემოარტყეს ქალაქს.
15 ადგა დილით ადრე ჭეშმარიტი ღვთის კაცის მსახური,+ გარეთ გავიდა და რას ხედავს! ცხენებითა და საომარი ეტლებით ალყაში ჰყავს მოქცეული ჯარს ქალაქი. უთხრა მსახურმა მას: „ვაიმე, ჩემო ბატონო!+ რა ვქნათ?“
16 მან მიუგო: „ნუ გეშინია+ ჩვენთან უფრო მეტნი არიან, ვიდრე მათთან“.+
17 ილოცა ელისემ+ და სთხოვა: „იეჰოვა, აუხილე თვალი,+ რომ დაინახოს!“ აუხილა იეჰოვამ მსახურს თვალი და მანაც დაინახა: მთები ელისეს ირგვლივ+ ცეცხლოვანი ცხენებითა და საომარი ეტლებით+ იყო სავსე.
18 როცა მისკენ წამოვიდნენ, ელისემ იეჰოვას სთხოვა ლოცვაში: „დააბრმავე ეს ხალხი“.+ მანაც დააბრმავა ისინი ელისეს სიტყვისამებრ.
19 უთხრა მათ ელისემ: „ეს არ არის ის გზა და არც ეს არის ის ქალაქი. წამომყევით, მე მიგიყვანთ იმასთან, ვისაც ეძებთ“. და სამარიაში+ წაიყვანა.
20 როცა სამარიაში მივიდნენ, ელისემ თქვა: „იეჰოვა, აუხილე თვალი, რომ დაინახონ“.+ აუხილა მათ იეჰოვამ თვალი და დაინახეს, რომ შუა სამარიაში იყვნენ.
21 მათ დანახვაზე უთხრა ისრაელის მეფემ ელისეს: „მამა,+ დავხოცო? დავხოცო?“+
22 მან კი მიუგო: „არ დახოცო. შენი მახვილითა და შენი მშვილდით წამოიყვანე ტყვედ, რომ დახოცო?+ პური და წყალი მოუტანე, ჭამონ, სვან+ და წავიდნენ თავიანთ ბატონთან“.
23 მან დიდი ნადიმი გაუმართა; ჭამეს, სვეს, და თავიანთ ბატონთან გაუშვა. სირიელები მეტად აღარ მისულან ისრაელში სათარეშოდ.+
24 სირიის მეფე ბენ-ჰადადმა შეკრიბა მთელი თავისი ბანაკი, რომ ასულიყო და ალყაში მოექცია+ სამარია.
25 დიდი შიმშილობა დაიწყო სამარიაში;+ ალყაში ჰყავდათ ქალაქი მოქცეული, ამ დროს ვირის თავი+ ოთხმოცი ვერცხლი ღირდა და მეოთხედი კაბი* მტრედის სკინტლი+ — ხუთი ვერცხლი.
26 როცა ისრაელის მეფემ გალავანზე გაიარა, ერთმა ქალმა შესძახა: „გვიხსენი, მეფე-ბატონო!“+
27 მან მიუგო: „თუ იეჰოვა არ გიხსნით, მე რითი გიხსნათ?+ კალოთი, საწნახელით თუ ზეთის საწურით?“
28 ჰკითხა მას მეფემ: „რა მოგივიდა?“ მან მიუგო: „ამ ქალმა მითხრა, მოდი, დღეს შენი შვილი შევჭამოთ და ხვალ ჩემიო.+
29 მოვხარშეთ+ ჩემი შვილი და შევჭამეთ.+ მეორე დღეს ვუთხარი, ახლა შენი შვილი შევჭამოთ-მეთქი, მან კი გადამალა თავისი შვილი“.
30 ქალის სიტყვების გაგონებაზე მეფემ ტანსაცმელი შემოიხია;+ დაინახა ხალხმა, რომ გალავანზე მიმოდიოდა იგი და შიშველ სხეულზე ჯვალო ემოსა.
31 ის ამბობდა: „ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც, თუ დღეს თავი შერჩეს შაფატის ვაჟს, ელისეს!“+
32 ელისე თავის სახლში იყო უხუცესებთან ერთად,+ როცა მან კაცი გაუგზავნა. სანამ მაცნე შევიდოდა მასთან, მან უხუცესებს უთხრა: „ხედავთ, ამ კაცისმკვლელის ვაჟმა,+ კაცი გამომიგზავნა, რომ თავი მომკვეთოს. ყურადღებით იყავით, როგორც კი მოვა მაცნე, კარი ჩაკეტეთ და კარს მაგრად მიაწექით. განა არ გესმით+ მისი ბატონის ფეხის ხმაც, მის უკან რომ მოდის?“
33 ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, როცა მაცნე მივიდა მასთან, და თქვა მეფემ: „აი უბედურება იეჰოვასგან!+ რისთვისღა ველოდო იეჰოვას?“+