2 მეფეები 7:1—20
7 თქვა ელისემ: «მოისმინეთ იეჰოვას სიტყვა!+ აი რას ამბობს იეჰოვა: „ხვალ ამ დროს სამარიის კარიბჭესთან ერთი სეა წმინდად დაფქული ფქვილიც ერთი შეკელი ეღირება და ორი სეა ქერიც — ერთი შეკელი“».+
2 მხლებელმა, რომლის ხელსაც მეფე ეყრდნობოდა,+ ჭეშმარიტი ღვთის კაცს უთხრა: „წყლის კარიბჭეებიც რომ გახსნას იეჰოვამ ცაში,+ განა მოხდება ეს?“+ მან მიუგო: „შენი თვალით იხილავ,+ მაგრამ ვერ შეჭამ“.+
3 ოთხი კეთროვანი იჯდა კარიბჭის შესასვლელთან+ და ერთმანეთს ეუბნებოდა: „რატომ ვსხედვართ და ველოდებით სიკვდილს?
4 თუ ვიტყვით და ქალაქში შევალთ, შიმშილობაა ქალაქში და დავიხოცებით,+ თუ აქ ვისხდებით, მაინც დავიხოცებით. ამიტომ წავიდეთ სირიელთა ბანაკში; თუ ცოცხლებს დაგვტოვებენ, ხომ ვიცოცხლებთ, ხოლო თუ დაგვხოცავენ, ისედაც ხომ ვიხოცებით“.+
5 ადგნენ ისინი დაბინდებისას, რომ სირიელთა ბანაკში მისულიყვნენ. მიადგნენ ისინი სირიელთა ბანაკს და რას ხედავენ! კაციშვილი არა ჩანს.
6 იეჰოვამ ჩაასმინა სირიელთა ბანაკს საომარი ეტლების, ცხენებისა და დიდი ჯარის+ ხმა+ და ერთმანეთისთვის უთქვამთ, ისრაელის მეფეს ხეთელებისა+ და ეგვიპტის მეფეები+ დაუქირავებია და ჩვენ წინააღმდეგ მოდიანო.
7 ბინდდებოდა, ისინი მაშინვე გაიქცნენ,+ მიატოვეს კარვები, ცხენები+ და ვირები, ბანაკი ხელუხლებელი დატოვეს და გაიქცნენ სულის გადასარჩენად.+
8 ბანაკს რომ მიადგნენ, შევიდნენ კეთროვნები ერთ კარავში, ჭამეს, სვეს, ოქრო-ვერცხლი და ტანსაცმელი წამოიღეს და გადამალეს. მერე მობრუნდნენ, სხვა კარვიდანაც წაიღეს და გადამალეს.+
9 ბოლოს უთხრეს ერთმანეთს: „არასწორად ვიქცევით. ეს დღე სიხარულის დღეა!+ თუ დავაყოვნებთ და დილამდე გავჩერდებით, დანაშაული არ აგვცდება.+ მოდი, წავიდეთ და მეფის სასახლეს შევატყობინოთ“.
10 წავიდნენ, დაუძახეს ქალაქის კარიბჭის მცველებს+ და უთხრეს: „სირიელთა ბანაკში შევედით და კაციშვილი არ დაგვხვდა. არავის ხმა არ ისმოდა, მხოლოდ დაბმული ცხენები, ვირები და ხელუხლებელი კარვები დაგვხვდა“.+
11 მაშინვე მივიდნენ კარიბჭის მცველები და მეფის სასახლეს შეატყობინეს.
12 დაუყოვნებლივ ადგა მეფე ღამით და თავის მსახურებს+ უთხრა: „გეტყვით, რაც სირიელებმა გაგვიკეთეს.+ კარგად იციან, რომ მშივრები ვართ;+ ბანაკიდან გავიდნენ, რომ მინდორში ჩაგვისაფრდნენ.+ ამბობენ, ქალაქიდან რომ გამოვლენ, ცოცხლად შევიპყრობთ და ქალაქში შევიჭრებითო“.
13 ერთმა მსახურმა მიუგო: „ქალაქში დარჩენილი ცხენებიდან ხუთი ცხენი გამოიყვანონ.+ ისინი მაინც არ განსხვავდებიან არც ქალაქში დარჩენილი ისრაელებისგან და არც უკვე დახოცილი ისრაელებისგან.+ გავგზავნოთ და ვნახოთ“.
14 გამოიყვანეს ცხენებშებმული ორი ეტლი, გაგზავნა ისინი მეფემ სირიელთა ბანაკში და უთხრა: „წადით და ნახეთ“.
15 იორდანემდე მიჰყვნენ მათ და რას ხედავენ! მთელი გზა ტანსაცმლითა და ნივთებითაა+ მოფენილი, რაც სირიელებმა სიჩქარეში დაყარეს.+ დაბრუნდნენ მაცნეები და ყველაფერი მეფეს მოახსენეს.
16 გავიდა ხალხი, გაძარცვეს+ სირიელთა ბანაკი და ერთი სეა წმინდად დაფქული ფქვილიც ერთი შეკელი გახდა და ორი სეა ქერიც — ერთი შეკელი, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი.+
17 მეფემ კარიბჭე ჩააბარა თავის მხლებელს, რომლის ხელსაც ეყრდნობოდა,+ და გათელა+ ხალხმა იგი კარიბჭესთან და მოკვდა, როგორც ჭეშმარიტი ღვთის კაცს ჰქონდა ნათქვამი,+ როცა მასთან იყო მისული მეფე.
18 ზუსტად ისე მოხდა, როგორც ჭეშმარიტი ღვთის კაცმა უთხრა მეფეს: „ხვალ ამ დროს სამარიის კარიბჭესთან ორი სეა ქერიც ერთი შეკელი ეღირება და ერთი სეა წმინდად დაფქული ფქვილიც — ერთი შეკელი“.+
19 მხლებელმა ჭეშმარიტი ღვთის კაცს უთხრა: „წყლის კარიბჭეებიც რომ გახსნას იეჰოვამ ცაში, განა მოხდება ეს?“+ მან მიუგო: „შენი თვალით იხილავ, მაგრამ ვერ შეჭამ“.+
20 ზუსტად ასე მოუვიდა.+ ხალხმა გათელა+ იგი კარიბჭესთან და მოკვდა.