2 მეფეები 9:1—37
9 ელისე წინასწარმეტყველმა მოუხმო წინასწარმეტყველთა ძეთაგან*+ ერთ-ერთს და უთხრა: «შემოისარტყლე წელი,+ აიღე დოქით+ ზეთი და წადი გალაადის რამოთში.+
2 იქ რომ მიხვალ, ნიმშის ვაჟის, იეჰოშაფატის ვაჟი იეჰუ+ ნახე; მიდი, გამოიყვანე თავისი ძმებისგან და შიდა ოთახში+ შეიყვანე.
3 აიღე დოქით ზეთი, თავზე დაასხი+ და უთხარი, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „მე გცხებ+ ისრაელის მეფედ“.+ მერე კი გააღე კარი და გაიქეცი, არ გაჩერდე».
4 წავიდა წინასწარმეტყველის მსახური გალაადის რამოთში.
5 მივიდა იქ და რას ხედავს! ჯარის მეთაურები სხედან იქ. მან უთხრა მას: „მეთაურო, სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი“.+ იეჰუმ ჰკითხა: „ვისთვის?“ მან მიუგო: „შენთვის, მეთაურო“.
6 ადგა იგი და სახლში შევიდა. თავზე ზეთი დაასხა და უთხრა: «აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „მე გცხებ+ იეჰოვას ხალხის,+ ისრაელის მეფედ.
7 უნდა გაანადგურო შენი ბატონის, ახაბის სახლი. შური უნდა ვიძიო+ იზებელზე ჩემს მსახურთა სისხლის გამო, წინასწარმეტყველთა სისხლის გამო და იეჰოვას ყველა მსახურის სისხლის გამო.+
8 უნდა ამოწყდეს ახაბის მთელი სახლი.+ ამოვუწყვეტ ახაბს კედელთან მშარდავებს,+ უმწეოებსა და მდაბიოებს+ ისრაელში.
9 ნებატის ვაჟის, იერობოამის სახლსა+ და ახიას ვაჟის, ბააშას სახლს+ დავამსგავსებ ახაბის სახლს.
10 ძაღლები შეჭამენ იზებელს+ იზრეელის მიწაზე და დამმარხავი არავინ ეყოლება“». გააღო მან კარი და გავარდა.+
11 მივიდა იეჰუ თავისი ბატონის მსახურებთან; მათ ჰკითხეს მას: „ხომ მშვიდობაა?+ რა უნდოდა მაგ შეშლილს?“+ მან მიუგო: „კარგად იცნობთ მაგ კაცს და ისიც იცით, როგორ ლაპარაკობს“.
12 მათ უთხრეს: „ტყუილს ამბობ! გვითხარი, რა გითხრა“. მან მიუგო: «ასე და ასე მელაპარაკა, მითხრა, ასე ამბობსო იეჰოვა: „შენ გცხებ ისრაელის მეფედ“».+
13 სასწრაფოდ წაივლეს ხელი მოსასხამებზე+ და საფეხურებზე დაუფინეს, საყვირს ჩაჰბერეს+ და დაიძახეს: „იეჰუ გამეფდა!“+
14 აუჯანყდა+ იეჰუ,+ ნიმშის+ ვაჟის, იეჰოშაფატის ვაჟი იეჰორამს.
იეჰორამი გალაადის რამოთს+ აფარებდა თავს მთელ ისრაელთან ერთად სირიის მეფე ხაზაელის+ გამო.
15 უკან დაბრუნდა იზრეელში+ მეფე იეჰორამი+ ჭრილობების მოსაშუშებლად, სირიის მეფე+ ხაზაელთან ბრძოლის დროს რომ მიაყენეს სირიელებმა.
თქვა იეჰუმ: „თუ თანახმანი ხართ,+ არავინ გაუშვათ ქალაქიდან იზრეელში ამბის ჩასატანად“.
16 ამხედრდა იეჰუ და წავიდა იზრეელში, რადგან იქ იწვა იეჰორამი. ამ დროს იუდას მეფე ახაზია+ იეჰორამის სანახავად იყო ჩასული.
17 იზრეელში+ გუშაგი+ იდგა კოშკზე,+ რომელმაც დაინახა თუ არა დიდძალ ხალხთან ერთად მომავალი იეჰუ, შესძახა: „დიდძალ ხალხს ვხედავ!“ იეჰორამმა უთხრა: „მხედარი გაგზავნე, რომ შეეგებოს და ჰკითხოს, ხომ მშვიდობააო“.+
18 წავიდა მხედარი, შეეგება მათ და უთხრა: „მეფემ შემოგითვალა, ხომ მშვიდობააო“. იეჰუმ მიუგო: „შენ ვინ გეკითხება მშვიდობას,+ უკან მომყევი!“
მივიდა გუშაგი+ და შეატყობინა: „მივიდა მაცნე მათთან, მაგრამ აღარ დაბრუნებულა“.
19 მეორე მხედარიც გაგზავნა, ისიც მივიდა მათთან და თქვა: „მეფემ შემოგითვალა, ხომ მშვიდობააო“. იეჰუმ მიუგო: „შენ ვინ გეკითხება მშვიდობას,+ უკან მომყევი!“
20 შეატყობინა გუშაგმა: „მივიდა იგი მათთან, მაგრამ აღარ დაბრუნებულა. ნიმშის+ შვილიშვილის, იეჰუს+ ჭენებას ჰგავს, გიჟივით მოაჭენებს“.+
21 იეჰორამმა ბრძანა: „შემიკაზმეთ ეტლი!“+ შეუკაზმეს საომარი ეტლი; თავ-თავიანთი ეტლებით გავიდნენ ისრაელის მეფე იეჰორამი და იუდას მეფე ახაზია+ და იზრეელელი ნაბოთის+ მიწასთან შეხვდნენ იეჰუს.
22 როგორც კი დაინახა იეჰორამმა იეჰუ, ჰკითხა: „ხომ მშვიდობაა, იეჰუ?“ მან მიუგო: „რა მშვიდობა+ უნდა იყოს დედაშენი იზებელის+ გარყვნილებისა და მისი ჯადოქრობის+ მერე?!“
23 მოატრიალა იეჰორამმა ეტლი გასაქცევად და ახაზიას უთხრა: „ღალატია,+ ახაზია!“
24 მოზიდა იეჰუმ მშვილდი,+ ბეჭებში ესროლა იეჰორამს და ისარმა გულში გაუარა; თავის საომარ ეტლში ჩაიკეცა იგი.+
25 უთხრა მან ბიდკარს, თავის მხლებელს:+ «აიღე და იზრეელელი ნაბოთის+ მინდორში დააგდე. გაიხსენე, როცა მე და შენ მამამისს, ახაბს მივყვებოდით ცხენებით, იეჰოვამ გამოუტანა მას განაჩენი:+
26 „გუშინ ვიხილე ნაბოთისა და მისი ვაჟების+ სისხლი“,+ — თქვა იეჰოვამ. „ამ მიწაზე გადაგიხდი სამაგიეროს“,+ — თქვა იეჰოვამ. აიღე და იმ მიწაზე გადააგდე იეჰოვას სიტყვისამებრ».+
27 დაინახა ეს ახაზიამ,+ იუდას მეფემ და ბაღის სახლისკენ მიმავალი გზით გაიქცა+ (დაედევნა მას იეჰუ და შესძახა: „მაგასაც, მაგასაც დაჰკარით!“ მათაც დაჰკრეს მას მისსავე ეტლზე, გურის გზაზე, იბლეამთან;+ მან მაინც მოახერხა მეგიდოში+ გაქცევა და იქ მოკვდა.+
28 მისმა მსახურებმა ის ეტლიანად იერუსალიმში ჩაიტანეს და დავითის ქალაქში,+ თავის სამარხში დამარხეს, თავისი მამა-პაპის გვერდით.
29 ახაბის ვაჟის, იეჰორამის+ მეფობის მეთერთმეტე წელს გამეფდა ახაზია+ იუდაზე).
30 მივიდა იეჰუ იზრეელში+ და შეიტყო ეს იზებელმა.+ თვალები შავად შეიღება,+ თავი გაილამაზა+ და სარკმლიდან გადმოიხედა.+
31 შევიდა თუ არა იეჰუ კარიბჭეში, იზებელმა ჰკითხა: „მოემართა ხელი ზიმრის,+ თავისი ბატონის მკვლელს?“
32 აიხედა მან სარკმლისკენ და იკითხა: „ვინ არის ჩემ მხარეს, ვინ?“+ ორმა თუ სამმა კარისკაცმა+ გადმოხედა.
33 შესძახა: „გადმოაგდეთ ეგ ქალი!“+ მათაც გადმოაგდეს და მისი სისხლი კედელსა და ცხენებს შეესხა; მან კი გათელა+ იგი.
34 შემდეგ შევიდა, ჭამა, დალია და სთხოვა მათ: „წაიღეთ ეს დაწყევლილი+ და დამარხეთ, რადგან მეფის ასულია“.+
35 როცა მის დასამარხავად გავიდნენ, ვერაფერი იპოვეს თავის ქალის, ფეხის ტერფებისა და ხელის მტევნების მეტი.+
36 როცა მივიდნენ და მოახსენეს, მან თქვა: «ეს იეჰოვას სიტყვაა,+ რაც თავისი მსახურის, თიშბელი ელიას პირით თქვა: „ძაღლები შეჭამენ იზებელის ხორცს იზრეელის მიწაზე.+
37 ნეხვად იქცევა იზებელის გვამი+ იზრეელის მინდორში, რომ ვეღარავინ თქვას, ეს იზებელიაო“».+
სქოლიოები
^ იხილეთ 2:3-ის სქოლიო.