2 პეტრე 1:1—21

1  სიმონ-პეტრე, იესო ქრისტეს მონა+ და მოციქული,+ მათ, ვისაც ჩვენ მსგავსად წილად ხვდათ პატივი,+ ჩვენი ღვთისა და იესო ქრისტეს, ჩვენი მხსნელის+ სიმართლით+ მიეღოთ იგივე რწმენა, რაც ჩვენ გვაქვს:  წყალობა და მშვიდობა გიმრავლდეთ+ ღვთისა და იესოს, ჩვენი უფლის შესახებ საფუძვლიანი ცოდნის+ მეშვეობით;  ღვთის ძალამ ყველაფერი მოგვცა, რაც სიცოცხლისა+ და ღვთისადმი ერთგულებისთვის+ არის საჭირო, მის შესახებ საფუძვლიანი ცოდნით, ვინც დიდებითა+ და ზნეობით მოგვიხმო.+  ამ ყველაფრის წყალობით მან ძვირფასი და დიდებული დაპირებები გულუხვად მოგვცა,+ რათა მათი დახმარებით ღვთის+ ბუნების+ მოზიარენი გახდეთ, რადგან თავი დააღწიეთ ვნებით გამოწვეულ გახრწნილებას ქვეყნიერებაში.+  ამიტომ, თქვენი მხრივ, ყოველი ღონე+ იხმარეთ, რომ რწმენას დაურთოთ ზნეობა,+ ზნეობას — ცოდნა,+  ცოდნას — თავშეკავება, თავშეკავებას+ — მოთმინება, მოთმინებას — ღვთისადმი ერთგულება,+  ღვთისადმი ერთგულებას — ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას კი — სიყვარული.+  თუ ეს ყველაფერი გაქვთ და თანაც უხვად, აღარ იქნებით უმოქმედო ან უნაყოფო+ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შესახებ საფუძვლიან ცოდნაში.  ვისაც ეს არა აქვს, ბრმაა, თვალს არიდებს სინათლეს,+ და დავიწყებული+ აქვს, რომ განწმენდილია+ დიდი ხნის წინანდელი ცოდვებისგან. 10  ამიტომ, ძმებო, უფრო მეტად ეცადეთ, რომ განმტკიცდეთ თქვენს მოწოდებასა+ და რჩეულობაში,+ ვინაიდან, თუ ასე მოიქცევით, არასოდეს დაეცემით,+ 11  და ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს+ მარადიულ+ სამეფოში შესასვლელი+ ფართოდ გაგეღებათ. 12  ამიტომ ყოველთვის შეგახსენებთ+ ამის შესახებ, თუმცა იცით ეს და მტკიცედ დგახართ კიდეც ჭეშმარიტებაში,+ რომელიც არის თქვენში.+ 13  მაგრამ მე სწორად მიმაჩნია, შეხსენებებით გამოგაფხიზლოთ,+ სანამ ამ კარავში+ ვიმყოფები, 14  რადგან ვიცი, რომ ჩემს კარავს მალე დავტოვებ,+ როგორც მიმანიშნა კიდეც ეს ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ.+ 15  ასე რომ, ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემი წასვლის შემდეგ+ თავად შეძლოთ ამის გახსენება. 16  როდესაც გაუწყეთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ძალისა+ და იმ დროის შესახებ, როცა ის მოსული იქნება*, ოსტატურად შეთხზულ ზღაპრებს+ კი არ ვიყავით აყოლილნი, არამედ ჩვენ თვითონ გავხდით მისი დიდებულების თვითმხილველნი,+ 17  რადგან ღვთისგან, მამისგან, პატივი და დიდება მიიღო,+ როცა აღმატებული დიდებიდან ასეთი სიტყვები მოისმინა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“.+ 18  ეს სიტყვები ციდან მაშინ მოვისმინეთ,+ როცა მასთან ერთად წმინდა მთაზე ვიყავით.+ 19  ამან წინასწარმეტყველური სიტყვა+ ჩვენთვის უფრო სარწმუნო გახადა+ და კარგს აკეთებთ, რომ ყურადღებას აქცევთ მას, როგორც ლამპარს,+ რომელიც ანათებს სიბნელეში, თქვენს გულებში, სანამ გარიჟრაჟდება და ცისკრის ვარსკვლავი+ ამოვა. 20  უპირველეს ყოვლისა, თქვენ იცით, რომ წმინდა წერილების არც ერთი წინასწარმეტყველება არ მომდინარეობს ვისიმე პირადი შეხედულებიდან,+ 21  რადგან წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით,+ არამედ ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულებს,+ ღმერთი ალაპარაკებდა.+

სქოლიოები

ბერძნულად პარუსია. იხილეთ დანართი 3ბ.