2 პეტრე 2:1—22

2  მაგრამ ისრაელშიც იყვნენ ცრუწინასწარმეტყველები და თქვენშიც იქნებიან ცრუმასწავლებლები.+ სწორედ ისინი შემოაპარებენ დამღუპველ სექტანტობას, თავიანთ პატრონსაც კი უარყოფენ, რომელმაც იყიდა ისინი,+ და სწრაფად დაიღუპავენ თავს.  ბევრი გაჰყვება+ მათ თავაშვებულობას+ და მათ გამო ჭეშმარიტების გზა დაიგმობა.+  ამასთანავე, თავიანთი სიხარბით პირადი გამორჩენისთვის გამოგიყენებენ ყალბი სიტყვებით,+ მაგრამ მათთვის ძველთაგანვე+ გამოტანილი სასჯელი არ აყოვნებს და მათი დაღუპვა არ თვლემს.+  თუკი ღმერთმა შემცოდველი ანგელოზები+ არ დაინდო, ჩაყარა ტარტაროზში*,+ უკუნი სიბნელით მოცულ ჯურღმულებს გადასცა და სასამართლოსთვის შემოინახა,+  თუკი არ დაინდო ძველი ქვეყნიერება,+ სიმართლის მქადაგებელი ნოე+ და კიდევ შვიდი კაცი+ გადაარჩინა, როცა უღვთოთა ქვეყნიერებას წარღვნა+ დაატეხა თავს,  თუკი მსჯავრი დასდო სოდომსა და გომორას,+ ფერფლად აქცია და ამით აჩვენა უღვთოებს, რა მოუვათ მომავალში,+  კანონის უგულებელმყოფელთა თავაშვებულობით+ გაწამებული მართალი ლოტი კი დაიხსნა+  (რადგან ეს მართალი კაცი, როცა მათ შორის ცხოვრობდა, ყოველდღე ხედავდა და ისმენდა მათ უკანონო საქმეებს და იტანჯებოდა),  იცის იეჰოვამ, როგორ დაიხსნას განსაცდელისგან+ ღვთის ერთგულები, უმართლოები კი შემოინახოს სასამართლოს დღისთვის, რათა მოიკვეთონ;+ 10  განსაკუთრებით კი ისინი, ვინც ხორცს აჰყვნენ მისი წაბილწვის სურვილით+ და ზემოდან უყურებენ ძალაუფლებას.+ თავხედები, თავნებები, არ თრთიან დიდებით მოსილთა წინაშე და გმობენ მათ,+ 11  როცა ანგელოზები, თუმცა მათზე მეტი ძალა და ძლიერება აქვთ, იეჰოვასადმი პატივისცემის გამო+ არ სდებენ მათ ბრალს შეურაცხმყოფელი სიტყვებით.+ 12  ესენი კი დასაჭერად და გასანადგურებლად დაბადებული უგუნური ცხოველებივით არიან, გმობენ იმას, რაც არ გაეგებათ,+ და ამის კეთებაში განადგურდებიან კიდეც თავიანთი განადგურების გზაზე, 13  უკეთურების საზღაურად+ უკეთურებას+ მოიმკიან. დღისით ფუფუნებაში ცხოვრებას განცხრომად მიიჩნევენ.+ ლაქასავით და მანკივით არიან და უსაზღვრო სიამოვნებას ანიჭებთ თქვენთან ერთად ნადიმობისას საკუთარი მაცდუნებელი სწავლებების გავრცელება.+ 14  თვალები მრუშობით აქვთ სავსე,+ ცოდვისგან თავს ვერ იკავებენ+ და არამტკიცე სულებს* აცდუნებენ. სიხარბეში აქვთ გული გაწაფული.+ დაწყევლილი შვილები არიან.+ 15  სწორი გზა მიატოვეს და შეცდომაში შევიდნენ. ბალაამის,+ ბეორის ძის გზას დაადგნენ, რომელმაც უკეთურების საზღაური შეიყვარა,+ 16  მაგრამ მხილებულ იქნა კანონის დარღვევაში.+ ადამიანივით ალაპარაკდა პირუტყვი+ და ალაგმა წინასწარმეტყველის სიგიჟე.+ 17  ისინი უწყლო წყაროებივითა+ და საშინელი ქარიშხლით წაღებული ბურუსივით არიან. მათთვის არის შემონახული წყვდიადის სიბნელე.+ 18  ისინი უსარგებლო მაღალფარდოვანი სიტყვებით ლაპარაკობენ და ხორცის სურვილებითა+ და თავაშვებულობით აცდუნებენ+ მათ, ვინც ეს-ეს არის ჩამოშორდა+ მცდარი გზით მავალთ. 19  მათ თავისუფლებას ჰპირდებიან,+ როცა თვითონ გახრწნილების მონები არიან,+ რადგან ვინც ვისგან არის ძლეული, იმისივე მონაა.+ 20  თუ უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს შესახებ საფუძვლიანი ცოდნის წყალობით ქვეყნიერების სიბილწეს თავი დააღწიეს,+ შემდეგ კი ისევ ჩაეფლნენ მასში და მის მიერ არიან დაძლეული,+ ეს მდგომარეობა პირველზე უარესია.+ 21  უკეთესი იქნებოდა არ შეეცნოთ სიმართლის გზა,+ ვიდრე საფუძვლიანად შეეცნოთ და შემდეგ ზურგი შეექციათ მათთვის გადაცემული წმინდა მცნებისთვის.+ 22  მათ ისე მოუვიდათ, როგორც მართალი ანდაზა ამბობს: „ძაღლი+ თავის ნარწყევს უბრუნდება, დაბანილი ღორი კი ტალახში საგორაოდ მიდის“.+

სქოლიოები

იხილეთ დანართი 2ე.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.