2 პეტრე 3:1—18

3  საყვარელნო, ამას უკვე მეორე წერილს გწერთ, რომელშიც, ისევე როგორც პირველში,+ შეხსენებით ვაღვიძებ თქვენი საღი აზროვნების უნარს,+  რათა გახსოვდეთ წმინდა წინასწარმეტყველთა მიერ ადრე ნათქვამი სიტყვები+ და უფლისა და მხსნელის მცნება, რომელიც თქვენმა მოციქულებმა გადმოგცეს.+  უპირველეს ყოვლისა, თქვენ იცით, რომ ბოლო დღეებში+ მოვლენ დამცინავები+ მათთვის ჩვეული დაცინვით, თავიანთი სურვილებისამებრ მოიქცევიან+  და იტყვიან:+ „სად არის ის დაპირებული დრო, როცა ის მოსული უნდა ყოფილიყო*?+ მას შემდეგ, რაც ჩვენმა მამა-პაპამ სიკვდილის ძილით დაიძინა, ყველაფერი ისევე რჩება, როგორც ქმნილებათა დასაწყისიდან იყო“.+  მათ თავიანთი ნებისამებრ მხედველობიდან რჩებათ, რომ ძველთაგანვე იყო ცა+ და მიწა, რომელიც ღვთის სიტყვით წყლიდან მყარ მასად იყო ამოწეული+ და წყლებს შუა+ მოთავსებული.  მათი საშუალებით განადგურდა იმდროინდელი ქვეყნიერება, როცა წყლით წაილეკა.+  ახლანდელი ცა+ და დედამიწა+ კი იმავე სიტყვით ცეცხლისთვის+ არის გამზადებული და შემონახული უღვთოთა გასამართლებისა+ და დაღუპვის დღისთვის.+  მხედველობიდან ნუ გამოგრჩებათ, საყვარელნო, რომ იეჰოვასთვის ერთი დღე ათასი წელია, ხოლო ათასი წელი — ერთი დღე.+  იეჰოვა არ აყოვნებს დანაპირების შესრულებას,+ ზოგიერთებს დაყოვნებად რომ მიაჩნიათ, არამედ მომთმენია თქვენდამი, რადგან არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს.+ 10  იეჰოვას დღე+ ქურდივით მოვა.+ მაშინ ცა გრგვინვით+ სწრაფად გადაივლის,+ ხოლო შემადგენელი ნაწილები სიმხურვალისგან დაიშლება,+ დედამიწა+ და მისი საქმეები კი გამოაშკარავდება.+ 11  თუ ყველაფერი ასე დაიშლება, მაშ, როგორები უნდა იყოთ წმინდა საქციელსა და ღვთისადმი ერთგულებაში თქვენ, 12  ვინც ელით+ და ყოველთვის გახსოვთ ის დრო, როცა დადგება* იეჰოვას დღე,+ რომელიც ალმოდებულ ცას დაშლის+ და შემადგენელ ნაწილებს სიმხურვალით დაადნობს! 13  ჩვენ მისი დაპირებისამებრ ველით ახალ ცასა+ და ახალ დედამიწას,+ სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე.+ 14  საყვარელნო, რადგან ამას ელოდებით, ყველანაირად ეცადეთ, რომ მის წინაშე წარდგეთ უმწიკვლოები*,+ უმანკოები და მშვიდობის მქონეები.+ 15  ჩვენი უფლის მოთმინება კი ხსნად მიიჩნიეთ, როგორც ეს ჩვენმა საყვარელმა ძმამ, პავლემ მოგწერათ+ მისთვის მიცემული სიბრძნით,+ 16  რაზეც ის თავის ყველა წერილში ლაპარაკობს. მათში ზოგიერთი რამ ძნელად გასაგებია, რასაც, წმინდა წერილების+ სხვა ადგილების მსგავსად, უმეცარნი და არამტკიცენი თავიანთ დასაღუპავად ამახინჯებენ. 17  საყვარელნო, რაკი ეს წინასწარ იცით,+ გაფრთხილდით, რომ თქვენც მათსავით არ აგიყოლიოთ კანონის უგულებელმყოფელთა მცდარმა აზროვნებამ და არ დაკარგოთ სიმტკიცე.+ 18  პირიქით, კვლავაც იზრდებოდეთ ჩვენი უფლისა და მხსნელის იესო ქრისტეს წყალობასა და ცოდნაში.+ მას დიდება ახლაც და მარადიულადაც.+

სქოლიოები

ბერძნულად პარუსია. იხილეთ დანართი 3ბ.
იხილეთ 3:4-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — დაულაქავებლები.