2 სამუელი 1:1—27

1  ამალეკელებზე გამარჯვებიდან დაბრუნებული დავითი,+ საულის სიკვდილის შემდეგ, ორ დღეს დარჩა ციკლაგში.+  მესამე დღეს მოვიდა ერთი კაცი+ საულის ბანაკიდან, ტანსაცმელშემოხეული+ და თავზე მტვერდაყრილი.+ მივიდა დავითთან, პირქვე დაემხო+ და მდაბლად თაყვანი სცა.  ჰკითხა მას დავითმა: „საიდან მოდიხარ?“ მან მიუგო: „ისრაელის ბანაკიდან გამოვიქეცი“.  უთხრა მას დავითმა: „რა მოხდა, მომიყევი“. მან მიუგო: „გაიქცა ხალხი ბრძოლის ველიდან. ბევრი დაეცა, მოკვდა,+ საული+ და მისი ვაჟი იონათანიც+ დაიხოცნენ“.  უთხრა დავითმა იმ კაცს, ამბის მომტანს: „საიდან იცი, რომ დაიხოცნენ საული და მისი ვაჟი იონათანი?“+  ამბის მომტანმა მიუგო: «შემთხვევით გილბოას+ მთაზე მოვხვდი და დავინახე საული, თავისივე შუბზე დაგებული;+ ეტლები და მხედრები უახლოვდებოდნენ.+  როცა მოტრიალდა და დამინახა, დამიძახა. ვუთხარი, აქა ვარ-მეთქი.  მკითხა, ვინა ხარო. მე მივუგე, ამალეკელი+ ვარ-მეთქი.  მან მითხრა: „მოდი, მომკალი, ვიტანჯები, რადგან ჯერ კიდევ მიდგას სული“.+ 10  მივედი და მოვკალი,+ რადგან ვიცოდი, რომ მაინც ვერ იცოცხლებდა დაცემის შემდეგ. მოვხსენი თავიდან გვირგვინი+ და შევხსენი ხელიდან სამაჯური, რომ ჩემი ბატონისთვის მომეტანა». 11  ჩაბღუჯა დავითმა თავისი ტანსაცმელი და შემოიხია;+ ასევე მოიქცნენ მასთან მყოფებიც. 12  საღამომდე მოთქვამდნენ, ტიროდნენ+ და მარხულობდნენ+ საულის, მისი ვაჟის იონათანის, იეჰოვას ხალხისა და ისრაელის სახლის გამო,+ რადგან მახვილით დაეცნენ ისინი. 13  ჰკითხა დავითმა ამბის მომტანს: „სადაური ხარ?“ მან მიუგო: „ამალეკელი ვარ,+ ხიზნის შვილი“. 14  დავითმა უთხრა მას: „როგორ არ შეგეშინდა,+ იეჰოვას ცხებულის+ მოსაკლავად რომ აღმართე ხელი!“ 15  მოუხმო დავითმა ერთ-ერთ თავის მსახურთაგანს და უთხრა: „მიდი, მოკალი!“ მანაც დაჰკრა და მოკლა.+ 16  დავითმა თქვა: „შენს თავზეა შენი სისხლი,+ შენმა ბაგეებმა დაამოწმა შენ წინააღმდეგ,+ როცა თქვი, მე მოვკალი იეჰოვას ცხებულიო“.+ 17  მოთქვამდა+ დავითი საულსა და მის ვაჟზე, იონათანზე+ 18  და ამბობდა, იუდას+ ძეებმა სიმღერა „მშვილდი“+ უნდა ისწავლონო. ის ხომ იაშარის წიგნში წერია:+ 19  „შენს მაღლობებზე დასამარდა შენი მშვენება, ისრაელო!+როგორ დაეცნენ ვაჟკაცები! 20  არ თქვათ ეს გათში,+არ გამოაცხადოთ აშკელონის+ ქუჩებში,რომ არ იმხიარულონ ფილისტიმელთა ასულებმა,არ იხარონ წინადაუცვეთელთა ასულებმა.+ 21  გილბოას მთებო,+ არ გეღირსოთ ცვარი და წვიმა, ნაყოფიერი მინდვრები წმინდა შესაწირავისთვის,+რადგან მანდ წაიბილწა ვაჟკაცთა ფარი,საულის ფარი, და აღარ არის ზეთით ცხებული.+ 22  არც დახოცილთა სისხლიდან და არც ვაჟკაცთა ქონიდანუკან არ ბრუნდებოდა იონათანის მშვილდი,+და არც საულის მახვილი ბრუნდებოდა წარუმატებლად.+ 23  საული და იონათანი,+ სიცოცხლეში საყვარელნი და ძვირფასნი,სიკვდილშიც განუყრელნი არიან.+არწივზე სწრაფნი იყვნენ+და ლომზე — ძლიერნი.+ 24  იგლოვეთ საული, ისრაელის ასულებო,ვინც ძოწეულით გმოსავდათ და ძვირფასეულობით გამკობდათ,ვინც ოქროს სამკაულებით გიმშვენებდათ სამოსელს.+ 25  როგორ დაეცნენ ვაჟკაცები ბრძოლის ველზე!+როგორ მოკვდა იონათანი შენს მაღლობებზე!+ 26  ვწუხვარ შენზე, ჩემო ძმაო, იონათან,ძალიან ძვირფასი იყავი ჩემთვის!+ჩემდამი შენი სიყვარული ქალის სიყვარულზე მშვენიერი იყო.+ 27  როგორ დაეცნენ ვაჟკაცები+და როგორ განადგურდა საბრძოლო იარაღი!“

სქოლიოები