2 სამუელი 14:1—33

14  გაიგო იოაბმა,+ ცერუიას+ ვაჟმა, რომ მეფეს გული მოუბრუნდა აბესალომზე.+  გაგზავნა იოაბმა კაცი თეკოაში,+ ერთი ჭკვიანი+ ქალი მოაყვანინა და უთხრა ქალს: „იგლოვე და ჩაიცვი სამგლოვიარო სამოსელი, ზეთი არ იცხო;+ დიდი ხნის მგლოვიარე+ ქალს უნდა დაემსგავსო.  მეფესთან უნდა შეხვიდე და ასე და ასე უნდა უთხრა“. და დაარიგა იოაბმა ქალი.+  შევიდა თეკოელი ქალი მეფესთან, პირქვე დაემხო მიწაზე,+ თაყვანი სცა და უთხრა: „მიშველე,+ მეფეო!“  მეფემ ჰკითხა: „რა გაგჭირვებია?“ ქალმა მიუგო: «ერთი ქვრივი+ ქალი ვარ, მკვდარი მყავს ქმარი.  ორი ვაჟი ჰყავდა შენს მოახლეს; ერთხელ ერთმანეთს წაეჩხუბნენ მინდორში,+ გამშველებელი+ არავინ იყო, დაჰკრა ერთმა მეორეს და მოკლა.  მთელი ოჯახი აუმხედრდა შენს მოახლეს, მეუბნებიან: „გადმოგვეცი ძმის მკვლელი, რომ მოვკლათ თავისი მოკლული ძმის სულის გამო+ და მოვსპოთ მემკვიდრე!“ დარჩენილ ნაკვერჩხალსაც ჩამიქრობენ და არ დაუტოვებენ ჩემს ქმარს მიწის პირზე არც სახელს და არც არავის».+  უთხრა მეფემ ქალს: „წადი შინ, ბრძანებას გავცემ შენთვის“.+  თეკოელმა ქალმა მიუგო მეფეს: „მეფე-ბატონო, ჩემზე და მამაჩემის სახლზე იყოს ეს ცოდვა,+ რადგან მეფე და მისი ტახტი უდანაშაულოა“. 10  უთხრა მას მეფემ: „თუ ვინმე რამეს გეტყვის, მე მომიყვანე და მეტად აღარ შეგაწუხებს“. 11  ქალმა განაგრძო: „გახსოვდეს, მეფეო, იეჰოვა, შენი ღმერთი,+ რათა სისხლის ამღებმა+ არ დამღუპოს და შვილი არ მომიკლას“. დაიფიცა მეფემ: „ცოცხალია იეჰოვა,+ შენი ვაჟის თავიდან თმის ერთი ღერიც+ კი არ დავარდება მიწაზე“. 12  ქალმა სთხოვა: „ერთიც ათქმევინე,+ მეფე-ბატონო, შენს მხევალს“.+ მან უთხრა: „თქვი!“+ 13  ქალმა უთხრა: „რატომ ფიქრობ ასე+ ღვთის ხალხის წინააღმდეგ?+ მეფე ამ სიტყვის თქმით დამნაშავე გამოდის,+ რადგან უკან არ აბრუნებს თავის განდევნილს.+ 14  ყველანი დავიხოცებით+ და დავემსგავსებით მიწაზე დაღვრილ წყალს, რაც ვეღარ შეგროვდება. მაგრამ ღმერთი არ გასწირავს ადამიანს*;+ ის ფიქრობს, როგორ დაიბრუნოს განდევნილი. 15  მოვედი, რომ მეთქვა ეს სიტყვები მეფე-ბატონისთვის, რადგან შემაშინა ხალხმა. იფიქრა შენმა მოახლემ, ვეტყვი მეფეს, იქნებ შეასრულოს-მეთქი მეფემ თავისი მხევლის სიტყვა. 16  რადგან მოისმინა მეფემ, რომ ეხსნა თავისი მხევალი იმ კაცის ხელიდან, რომელიც მე და ჩემს ერთადერთ ვაჟს ღვთისგან ბოძებული სამკვიდროდან მოსპობას გვიპირებს,+ 17  იფიქრა შენმა მოახლემ, მეფის სიტყვა შვებას მოიტანს-მეთქი, რადგან ჭეშმარიტი ღვთის ანგელოზივით+ არის ჩემი მეფე-ბატონი, არჩევს სიკეთეს ბოროტებისგან;+ იეჰოვა, შენი ღმერთი იყოს შენთან“. 18  მიუგო მეფემ ქალს: „ერთ რამეს გკითხავ და არ დამიმალო“.+ ქალმა უთხრა: „მკითხოს მეფე-ბატონმა“. 19  ჰკითხა მას მეფემ: „იოაბის+ ხელი ხომ არ ურევია ამ საქმეში?“+ ქალმა მიუგო: „შენს სულს ვფიცავ,+ მეფე-ბატონო, ვერავინ გადაუხვევს მეფის ნათქვამს ვერც მარჯვნივ და ვერც მარცხნივ; შენმა მსახურმა იოაბმა მიბრძანა ამის გაკეთება და მან დაარიგა შენი მოახლე.+ 20  იმიტომ მოიქცა შენი მსახური იოაბი ასე, რომ სხვანაირად დაენახვებინა ეს საქმე, თუმცა ჭეშმარიტი ღვთის ანგელოზივით+ ბრძენია ჩემი ბატონი და ყველაფერი იცის ამ ქვეყანაზე“. 21  უთხრა მეფემ იოაბს: „ასეც მოვიქცევი,+ წადი და მოიყვანე ყმაწვილი აბესალომი“.+ 22  პირქვე დაემხო იოაბი მიწაზე, თაყვანი სცა და აკურთხა მეფე;+ თქვა იოაბმა: „დღეს გაიგო შენმა მსახურმა, რომ წყალობა პოვა შენს თვალში,+ მეფე-ბატონო, რადგან თავისი მსახურის ნათქვამისამებრ მოიქცა მეფე“. 23  ადგა იოაბი და გეშურში+ წავიდა, რომ აბესალომი იერუსალიმში+ მოეყვანა. 24  მეფემ თქვა: „დაბრუნდეს თავის სახლში, მაგრამ ჩემს სახეს ვერ იხილავს“.+ წავიდა აბესალომი თავის სახლში და არ უხილავს მეფის სახე. 25  მთელ ისრაელში არავინ იყო აბესალომივით ლამაზი+ და ქებული. ფეხის ტერფიდან თხემამდე უნაკლო იყო. 26  როცა თმას იკრეჭდა (ყოველი წლის ბოლოს იკრეჭდა თმას, რადგან ამძიმებდა)+ შეჭრილი თმა ორას შეკელს იწონიდა სამეფო ქვის საწონით. 27  შეეძინა აბესალომს სამი ვაჟი+ და ერთი ულამაზესი+ ასული, სახელად თამარი. 28  ორი სრული წელი ცხოვრობდა აბესალომი იერუსალიმში და მეფე არ ენახა.+ 29  დაიბარა აბესალომმა იოაბი მეფესთან გასაგზავნად, მაგრამ არ დათანხმდა ის მისვლაზე. მეორედაც დაიბარა, მაგრამ მაინც არ დათანხმდა. 30  ბოლოს თავის მსახურებს უთხრა: „წადით იოაბის ქერის ყანაში, ჩემი ყანის გვერდით რომ აქვს, და გადაუწვით“.+ წავიდნენ აბესალომის მსახურები და გადაუწვეს მას ნაკვეთი.+ 31  ადგა იოაბი, მივიდა აბესალომთან სახლში და ჰკითხა: „რატომ გადამიწვეს ნაკვეთი შენმა მსახურებმა?“ 32  აბესალომმა იოაბს უთხრა: «დაგიბარე, რომ მოსულიყავი, მეფესთან გამეგზავნე და გეთქვა: „რისთვის მოვედი გეშურიდან?+ მერჩივნა, იქ დავრჩენილიყავი. ნება მომეცი, მეფის სახე ვიხილო და თუ ცოდვა მიმიძღვის,+ მომკლას“». 33  მივიდა იოაბი მეფესთან და მოახსენა. მოუხმო მან აბესალომს; ისიც მივიდა მეფესთან, პირქვე დაემხო მეფის წინაშე და თაყვანი სცა; აკოცა მეფემ აბესალომს.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — სულს. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.