2 სამუელი 16:1—23

16  როცა დავითმა მწვერვალზე+ გადაიარა, შემოხვდა მეფიბოშეთის+ მსახური ციბა+ ორი შეკაზმული ვირით;+ მოჰქონდა მას ორასი პური,+ ქიშმიშის ასი კვერი,+ ზაფხულის ხილის*+ ასი კვერი და ერთი დიდი დოქი ღვინო.+  ჰკითხა მეფემ ციბას: „რას ნიშნავს ეს ყველაფერი?“+ ციბამ მიუგო: „ვირები მეფის სახლეულობის სამგზავროდ არის, პური და ზაფხულის ხილის კვერები — შენი მსახურებისთვის+ საჭმელად, ღვინო კი — უდაბნოში+ დაღლილ-დაქანცულთათვის+ დასალევად“.  მეფემ უთხრა: „სად არის შენი ბატონის ვაჟი?“+ ციბამ მიუგო: „იერუსალიმშია, თქვა, ისრაელის სახლი დღეს დამიბრუნებს მამაჩემის სამეფოსო“.+  უთხრა მეფემ ციბას: „შენი იყოს მეფიბოშეთის მთელი საბადებელი“.+ ციბამ მიუგო: „მდაბლად თაყვანს გცემ,+ წყალობა მაპოვნინე შენს თვალში, მეფე-ბატონო“.  მიადგა მეფე დავითი ბახურიმს+ და რას ხედავს! გამოვიდა იქიდან შიმეი,+ გერას ვაჟი, საულის საგვარეულო სახლიდან, მოდიოდა და იწყევლებოდა.+  ქვებს ესროდა დავითსა და მეფე დავითის მსახურებს; დავითს მარჯვნივ და მარცხნივ ხალხთან ერთად ძლიერი ვაჟკაცები მიჰყვებოდნენ.  ასე იწყევლებოდა შიმეი: „მოშორდი, მოშორდი, სისხლისმღვრელო+ და უვარგისო!+  იეჰოვამ გადაგიხადა სამაგიერო საულის სახლის დაღვრილი სისხლისთვის, რომლის ნაცვლადაც გამეფდი; შენს ვაჟს, აბესალომს აძლევს იეჰოვა მეფობას; აჰა, დაგატყდა უბედურება დაღვრილი სისხლისთვის!“+  აბიშაიმ, ცერუიას+ ვაჟმა, უთხრა მეფეს: „რატომ აწყევლინებს მეფე-ბატონი+ თავს ამ მკვდარ ძაღლს?+ მიმიშვი და თავს წავაცლი“.+ 10  მაგრამ მეფემ მიუგო: „თქვენ რა გესაქმებათ,+ ცერუიას ძეებო?+ დაიწყევლოს,+ რადგან იეჰოვამ უთხრა,+ დაწყევლეო დავითი, და ვინღა ეტყვის, ასე რატომ მოიქეციო?“+ 11  უთხრა დავითმა აბიშაისა და მის მსახურებს: „ჩემი საკუთარი ვაჟი, ჩემგან გამოსული, მოსაკლავად დაეძებს ჩემს სულს+ და ბენიამინელისა+ რაღა გიკვირთ! თავი დაანებეთ, იწყევლოს, რადგან იეჰოვამ უთხრა! 12  იქნებ თავისი თვალით დაინახოს+ იეჰოვამ და დღევანდელი წყევლის+ ნაცვლად ყოველივე კარგი მომაგოს იეჰოვამ“. 13  დავითმა და მისმა ხალხმა გზა განაგრძეს, შიმეი კი მათ გასწვრივ მიდიოდა მთის ფერდობზე და იწყევლებოდა,+ ქვებს ესროდა მათ და მტვერს აყრიდა.+ 14  მივიდნენ იქ მეფე და მასთან მყოფი მთელი ხალხი, დაღლილ-დაქანცულები, და დაისვენეს.+ 15  აბესალომი მთელ ისრაელთან ერთად შევიდა იერუსალიმში,+ ახითოფელიც+ მასთან იყო. 16  მივიდა არქიელი+ ხუშაი,+ დავითის მეგობარი,+ აბესალომთან და მისვლისთანავე უთხრა მას: „იცოცხლოს მეფემ!+ იცოცხლოს მეფემ!“ 17  უთხრა აბესალომმა ხუშაის: „ეს არის შენი სიკეთე* შენი მეგობრისადმი? რატომ არ გაჰყევი შენს მეგობარს?“+ 18  მიუგო ხუშაიმ აბესალომს: „არა, ვინც იეჰოვამ, ამ ხალხმა და მთელმა ისრაელმა აირჩია, მეც მისი ვიქნები და მასთან დავრჩები. 19  ესეც რომ არ იყოს, ვის უნდა ვემსახურო თუ არა მის ვაჟს? როგორც მამაშენს ვემსახურებოდი, შენც ისე გემსახურები“.+ 20  უთხრა აბესალომმა ახითოფელს: „მირჩიეთ,+ რა გავაკეთოთ“. 21  მიუგო ახითოფელმა აბესალომს: „დაწექი მამაშენის ხარჭებთან,+ რომლებიც სასახლის მოსავლელად დატოვა.+ გაიგებს მთელი ისრაელი, რომ მეტისმეტად შეაძულე+ თავი მამაშენს,+ და ძალა მიეცემათ+ შენს მომხრეებს“. 22  გაუშალეს აბესალომს კარავი ბანზე+ და დაწვა აბესალომი მამამისის ხარჭებთან+ მთელი ისრაელის თვალწინ.+ 23  იმ დროს ახითოფელის რჩევას ისე უყურებდნენ, როგორც ჭეშმარიტი ღვთის რჩევას; ასე უყურებდნენ ახითოფელის+ რჩევას+ დავითიცა და აბესალომიც.

სქოლიოები

იგულისხმება ლეღვი, შესაძლოა ფინიკიც.
იხილეთ 2:5-ის სქოლიო.