2 სამუელი 18:1—33

18  აღრიცხა დავითმა მასთან მყოფი ხალხი და ათასისთავები და ასისთავები+ დაუყენა მათ.  ხალხის ერთი მესამედი+ დავითმა იოაბს+ ჩააბარა, ერთი მესამედი — აბიშაის,+ იოაბის ძმის,+ ცერუიას ვაჟს, და ერთი მესამედიც — გათელ ითაის.+ უთხრა მეფემ ხალხს: „მეც თქვენთან ერთად გამოვალ“.  მაგრამ ხალხმა მიუგო: „არ გამოხვიდე,+ რადგან თუ ჩვენ უკუვიქცევით, ყურადღებას არ მოგვაქცევენ;+ ნახევარიც რომ გავწყდეთ, არც მაშინ მოგვაქცევენ ყურადღებას, რადგან შენ ჩვენნაირ ათი ათასს+ უტოლდები; ჯობია, ქალაქიდან დაგვეხმარო“.+  უთხრა მათ მეფემ: „როგორც მეტყვით, ისე მოვიქცევი“.+ კარიბჭესთან იდგა მეფე,+ ხალხი კი ასეულებად და ათასეულებად გადიოდა.+  უბრძანა მეფემ იოაბს, აბიშაისა და ითაის: „ჩემი გულისთვის ცუდად არ მოექცეთ+ ყმაწვილ აბესალომს“. მთელმა ხალხმა გაიგო, რაც უბრძანა მეფემ მთავრებს აბესალომზე.  გავიდა ველზე ხალხი ისრაელის წინააღმდეგ; ბრძოლა ეფრემის ტყეში გაიმართა.+  დამარცხდა+ ისრაელი+ დავითის მსახურებთან და იმ დღეს ოცი ათასი კაცი გაჟლიტეს.  ბრძოლა მთელ იმ მხარეში გაჩაღდა, თუმცა ტყემ უფრო მეტი ხალხი შთანთქა იმ დღეს, ვიდრე მახვილმა.  ჯორზე ამხედრებული აბესალომი დავითის მსახურებს გადაეყარა. როცა ჯორი ტოტებგაბარჯღული დიდი ხის ქვეშ გადიოდა, აბესალომი თმით ტოტებში გაიხლართა და ცასა და მიწას+ შორის გამოეკიდა, ჯორი კი გამოეცალა და გაიქცა. 10  დაინახა ეს ერთმა კაცმა და იოაბს+ უთხრა: „აბესალომი დავინახე, დიდ ხეზე ჩამოკიდებული“. 11  უთხრა იოაბმა ამბის მომტანს: „დაინახე და არ დააკალი მიწას?! ჩემზე იქნებოდა ათი ვერცხლი და ერთი სარტყელი“.+ 12  უპასუხა იმ კაცმა იოაბს: „ათასი ვერცხლიც რომ ჩამიდონ ხელში, მაინც არ აღვმართავ ხელს უფლისწულზე; ჩვენც გავიგეთ, როგორ გიბრძანათ მეფემ შენ, აბიშაისა და ითაის, ვინც არ უნდა იყოთ, ფრთხილად მოექეცითო ყმაწვილ აბესალომს.+ 13  ვერაგულადაც რომ მოვქცეოდი მის სულს, არ დაიმალებოდა ეს საქმე მეფისგან,+ შენ კი გვერდზე გადგებოდი“. 14  იოაბმა მიუგო: „ტყუილად ვცდები შენთან“. სტაცა ხელი სამ ისარს და გულში ჩასცა+ აბესალომს, სანამ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო+ დიდ ხეზე ჩამოკიდებული. 15  შემოეხვია აბესალომს იოაბის ათი საჭურველთმტვირთველი, განგმირეს იგი და მოკლეს.+ 16  ჩაჰბერა იოაბმა საყვირს,+ რომ აღარ დასდევნებოდა ხალხი ისრაელს; ასე შეაკავა იოაბმა ხალხი. 17  აიღეს აბესალომის გვამი, ტყეში ერთ დიდ ორმოში ჩააგდეს და ზედ ქვები დაახვავეს.+ მთელი ისრაელი თავ-თავის სახლებში გაიქცა. 18  თავის სიცოცხლეში მეფის ველზე+ სვეტი+ აღიმართა აბესალომმა და ამბობდა, ვაჟი არა მყავს, რომ ჩემი სახელი იხსენიებოდესო.+ სვეტს თავისი სახელი უწოდა+ და დღემდე აბესალომის ძეგლად იწოდება. 19  ცადოკის ვაჟმა ახიმააცმა+ უთხრა მას: „გავიქცევი, ახალ ამბავს მივუტან მეფეს, რადგან იეჰოვამ გაუჩინა მას სამართალი და მტრის ხელიდან დაიხსნა“.+ 20  იოაბმა მიუგო: „ვერ იქნები დღეს მახარობელი, სხვა დღეს ახარე; დღეს ვერ იქნები მახარობელი, რადგან შვილი მოუკვდა მეფეს“.+ 21  უთხრა იოაბმა ქუშელს:+ „წადი და უთხარი მეფეს, რაც ნახე“. მდაბლად თაყვანი სცა ქუშელმა იოაბს და გაიქცა. 22  კიდევ სთხოვა იოაბს ცადოკის ვაჟმა ახიმააცმა: „რაც გინდა მოხდეს, მაინც გავიქცევი ქუშელთან ერთად“. მაგრამ იოაბმა ჰკითხა: „შვილო, რისთვის უნდა გაიქცე, შენ რაღა უნდა აცნობო?“ 23  არ იშლიდა თავისას: „რაც გინდა მოხდეს, მაინც გავიქცევი“. მანაც უთხრა: „გაიქეცი“. გაიქცა ახიმააცი იორდანის მხარეს+ და გაუსწრო ქუშელს. 24  დავითი ორ კარიბჭეს შორის იჯდა.+ ამ დროს კარიბჭის თავზე კედელთან გუშაგი+ იყო ასული; გაიხედა და დაინახა, ვიღაც მარტო მორბოდა. 25  გუშაგმა ეს მეფეს შეატყობინა, რაზეც მეფემ მიუგო: „თუ მარტოა, ამბავი მოაქვს“. კაცი თანდათან ახლოვდებოდა. 26  გუშაგმა მეორე კაციც დაინახა, მორბოდა იგი. მან კარიბჭის მცველს დაუძახა და უთხრა: „მეორე კაციც მორბის, ისიც მარტოა!“ მეფემ მიუგო: „მასაც ამბავი მოაქვს“. 27  გუშაგმა განაგრძო: „სირბილზე ვატყობ,+ რომ პირველი ახიმააცია,+ ცადოკის ვაჟი“. მეფემ უთხრა: „კარგი კაცია,+ კარგ ამბავს+ მოიტანს“. 28  ახიმააცმა მეფეს შესძახა: „მშვიდობაა!“ მიწამდე თაყვანი სცა მეფეს და უთხრა: „კურთხეულია+ იეჰოვა, შენი ღმერთი, ხელში რომ ჩაგიგდო+ ხალხი, რომელმაც ხელი აღმართა ჩემს მეფე-ბატონზე!“ 29  მეფემ ჰკითხა: „ხომ მშვიდობაა ყმაწვილი აბესალომის თავს?“ ახიმააცმა მიუგო: „დიდი არეულობა დავინახე, როცა იოაბმა გამოგზავნა მეფის მსახური, შენი მსახური, არ ვიცი, რა მოხდა“.+ 30  მეფემ უთხრა: „განზე გადი და იქ დადექი!“ ისიც განზე გავიდა და დადგა. 31  შემოვიდა ქუშელი+ და თქვა: „გაიგოს მეფემ ახალი ამბავი, რადგან სამართალი გაგიჩინა იეჰოვამ, რომ დაეხსენი ყველასგან, ვინც ხელი აღმართა შენზე“.+ 32  ჰკითხა მეფემ ქუშელს: „ხომ მშვიდობაა ყმაწვილი აბესალომის თავს?“ ქუშელმა მიუგო: „ისე იყოს მეფე-ბატონის ყველა მტერი, რომელიც მის საბოროტოდ გამოვა, როგორც ის ყმაწვილი“.+ 33  შეიძრა მეფე, ავიდა კარიბჭის ზემოთა ოთახში+ და ატირდა; მიდიოდა და მოთქვამდა: „შვილო, აბესალომ, შვილო, შვილო,+ აბესალომ! მე მაინც მოვმკვდარიყავი შენ მაგივრად, აბესალომ, შვილო, შვილო!“+

სქოლიოები