2 სამუელი 2:1—32
2 ამ ამბების შემდეგ დაეკითხა დავითი იეჰოვას:+ „ავიდე იუდას რომელიმე ქალაქში?“ იეჰოვამ მიუგო: „ადი“. დავითმა ჰკითხა: „რომელში ავიდე?“ მან მიუგო: „ხებრონში“.+
2 ავიდა დავითი თავის ორივე ცოლთან, იზრეელელ ახინოამთან+ და ქარმელელი ნაბალის ქვრივ აბიგაილთან+ ერთად.
3 თავისი ხალხიც+ თან წაიყვანა დავითმა თავ-თავიანთი სახლეულობით და ხებრონის ქალაქებში დასახლდნენ.
4 მივიდნენ იუდეველები+ და იქ სცხეს+ დავითი იუდას სახლის მეფედ.+
შეატყობინეს დავითს, იაბეშ-გალაადელებმა დამარხესო საული.
5 გაუგზავნა დავითმა მაცნეები იაბეშ-გალაადელებს+ და შეუთვალა: „იეჰოვამ გაკურთხოთ,+ რადგან სიკეთე*+ უყავით თქვენს ბატონს საულს და დამარხეთ.+
6 სიკეთე+ და ერთგულება გამოავლინოს თქვენდამი იეჰოვამ; მეც კარგად მოგექცევით იმის გამო, რაც გააკეთეთ.+
7 ახლა გამაგრდით და ვაჟკაცურად იყავით,+ რადგან მკვდარია საული, თქვენი ბატონი, იუდას სახლმა კი მე მცხო თავის მეფედ“.+
8 აბნერმა,+ ნერის ვაჟმა, საულის მხედართმთავარმა წაიყვანა საულის ვაჟი იშ-ბოშეთი+ და მახანაიმში+ გადაიყვანა,
9 რომ გაემეფებინა გალაადზე,+ აშურელებზე, იზრეელზე,+ ეფრემზე,+ ბენიამინზე+ და მთელ ისრაელზე.
10 ორმოცი წლისა იყო საულის ვაჟი იშ-ბოშეთი, როცა გამეფდა ისრაელზე და ორი წელი იმეფა. დავითს მხოლოდ იუდას სახლი+ ემხრობოდა.
11 შვიდი წელი და ექვსი თვე მეფობდა დავითი იუდას სახლზე ხებრონიდან.+
12 გამოვიდნენ მახანაიმიდან+ ნერის ვაჟი აბნერი და საულის ვაჟის იშ-ბოშეთის მსახურები და გაბაონში+ მივიდნენ;
13 გამოვიდნენ ცერუიას+ ვაჟი იოაბი+ და დავითის მსახურები და გაბაონის ტბორთან შეხვდნენ ერთმანეთს, ერთნი ტბორის ერთ მხარეს დადგნენ, მეორენი — ტბორის მეორე მხარეს.
14 უთხრა აბნერმა იოაბს: „გამოვიდნენ ჭაბუკები და შეებან ერთმანეთს“. იოაბმა მიუგო: „გამოვიდნენ“.
15 ისინიც ადგნენ და გავიდნენ. ბენიამინისა და საულის ვაჟის, იშ-ბოშეთის+ ხალხისგან გავიდნენ თორმეტნი და დავითის მსახურებიდანაც — თორმეტნი.
16 თმებში ჩაავლეს ხელი ერთმანეთს და ფერდებში მახვილები გაუყარეს; ყველანი ერთად დაეცნენ. გაბაონში+ იმ ადგილს ხელკათ-ჰაცურიმი* ეწოდა.
17 სასტიკი ბრძოლა გაიმართა იმ დღეს და დამარცხდნენ აბნერი+ და ისრაელები დავითის მსახურებთან.
18 იქ იყო ცერუიას+ სამი ვაჟი: იოაბი,+ აბიშაი+ და ასაჰელი.+ ასაჰელი ფეხმარდი იყო, როგორც ქურციკი+ მინდორში.
19 დაედევნა ასაჰელი აბნერს, არ გადაუხვევია არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, კვალდაკვალ მისდევდა აბნერს.
20 უკან მიიხედა აბნერმა და ჰკითხა: „ასაჰელ, შენა ხარ?“ მან მიუგო: „მე ვარ“.
21 უთხრა აბნერმა: „გინდ მარჯვნივ გადაუხვიე, გინდ მარცხნივ, დაიჭირე რომელიმე და რაც გინდა, ის წაართვი“,+ მაგრამ არ გაეცალა მას ასაჰელი.
22 კვლავ უთხრა აბნერმა ასაჰელს: „გამეცალე, ნუ მომდევ! რატომ უნდა დაგაკლა მიწას?+ როგორღა შევხედო მერე შენს ძმას იოაბს?“
23 მაინც არ გაეცალა იგი. გაუყარა აბნერმა მას მუცელში+ შუბი, ზურგში გაატანა, იქვე დაეცა და მოკვდა. ვინც კი მიდიოდა იმ ადგილზე, სადაც ასაჰელი დაეცა და მოკვდა, ყველა ჩერდებოდა.+
24 დაედევნენ აბნერს იოაბი და აბიშაი. მზის ჩასვლისას მიადგნენ ამას გორას, გიახის პირდაპირ, გაბაონის+ უდაბნოს გზაზე.
25 ბენიამინელები კი აბნერთან შეკრებილიყვნენ და გორაზე იდგნენ.
26 გასძახა აბნერმა იოაბს: „სულ უნდა ჭამდეს მახვილი?+ არ იცი, რომ ბოლო მწარე იქნება?+ როდემდე არ უნდა ეუბნებოდე შენს ხალხს, რომ არ სდიონ თავიანთ ძმებს?“+
27 მიუგო იოაბმა: „ცოცხალია ჭეშმარიტი ღმერთი,+ შენ რომ არაფერი გეთქვა,+ დილიდანვე მოეშვებოდა ჩემი ხალხი თავისი ძმების დევნას“.
28 ჩაჰბერა იოაბმა საყვირს+ და შეჩერდა ხალხი; აღარ დასდევნებიან ისინი ისრაელს და აღარც შებრძოლებიან.
29 აბნერი და მისი ხალხი მთელი ღამე არაბას+ კვეთდნენ, გავიდნენ იორდანის+ გაღმა, გაიარეს მთელი ხევი და მახანაიმში+ მივიდნენ.
30 როცა შეწყვიტა იოაბმა აბნერის დევნა და უკან დაბრუნდა, შეკრიბა მთელი ხალხი; დავითის მსახურებს ცხრამეტი კაცი და ასაჰელი აკლდა.
31 დავითის მსახურებმა ბენიამინელთაგან და აბნერის ხალხიდან სამას სამოცი კაცი მოკლეს.+
32 წაასვენეს ასაჰელი+ და ბეთლემში+ დამარხეს, მამამისის სამარხში.+ მთელი ღამე იარეს იოაბმა და მისმა ხალხმა და ხებრონში+ შემოათენდათ.
სქოლიოები
^ ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.
^ ნიშნავს კაჟის დანების მინდორს.