2 სამუელი 20:1—26
20 იყო იქ ერთი უვარგისი კაცი,+ სახელად შება,+ ბიქრის ვაჟი, ბენიამინელი; ჩაჰბერა მან საყვირს+ და თქვა: „ჩვენ არა გვაქვს წილი დავითში და არც მემკვიდრეობა იესეს ძეში.+ თქვენ-თქვენი ღმერთებისკენ,+ ისრაელო!“
2 ჩამოშორდა მთელი ისრაელი დავითს და გაჰყვა ბიქრის ვაჟს,+ შებას, იუდეველები კი არ მოშორებიან თავიანთ მეფეს იორდანიდან იერუსალიმამდე.+
3 მივიდა დავითი თავის სახლში იერუსალიმში,+ გამოიყვანა მეფემ ათი ხარჭა,+ რომლებიც სახლის მოსავლელად ჰყავდა დატოვებული, ჩაკეტა ისინი და დაცვა დაუყენა, თუმცა საჭმელს აწვდიდა. არ წვებოდა მათთან,+ გამოკეტილი ჰყავდა სიკვდილის დღემდე; ქვრივებად ცხოვრობდნენ ისინი, თუმცა ქმარი ცოცხალი ჰყავდათ.
4 უთხრა მეფემ ამასას:+ „სამ დღეში შემიკრიბე იუდა და შენც მოდი“.
5 შეკრიბა ამასამ იუდა, მაგრამ თვითონ დაიგვიანა, დანიშნულ დროზე არ მივიდა.
6 უთხრა დავითმა აბიშაის:+ „აბესალომზე უარესს დაგვმართებს+ ბიქრის ვაჟი შება.+ წაიყვანე შენი ბატონის მსახურები+ და დაედევნე მას, რათა გამაგრებულ ქალაქებს არ შეაფაროს თავი და თვალსა და ხელს შუა არ გაგვექცეს“.
7 გაჰყვნენ მას იოაბის+ ხალხი, ქერეთელები,+ ფელეთელები+ და ძლიერი ვაჟკაცები; გავიდნენ ისინი იერუსალიმიდან და შებას, ბიქრის ვაჟს დაედევნენ.
8 გაბაონის+ დიდ ქვასთან ამასა+ შემოხვდათ. იოაბს ტანსაცმელზე სარტყელი ერტყა და თეძოზე — ქარქაშში ჩაგებული მახვილი. როცა მიუახლოვდა, მახვილი ამოუვარდა.
9 ჰკითხა იოაბმა ამასას: „ხომ მშვიდობით ხარ, ძმაო?“+ და მარჯვენა ხელი წვერზე მოჰკიდა საკოცნელად.+
10 არ მოერიდა ამასა მახვილს, იოაბს რომ ეჭირა; მანაც გაუყარა+ მუცელში და ნაწლავები გადმოაყრევინა მიწაზე, მეორედ აღარ ჩაუცია. მოკვდა იგი; იოაბი და მისი ძმა აბიშაი შებას, ბიქრის ვაჟს დაედევნენ.
11 იოაბის ერთი მსახური თავზე ადგა მას და ამბობდა: „ვისაც იოაბი უყვარს და ვინც დავითის მხარეზეა,+ იოაბს გაჰყვეს!“
12 შუა გზაზე ეგდო ამასა და სისხლში+ ცურავდა. როცა დაინახა მან, რომ ყველა ჩერდებოდა, გზიდან მინდორში გადაათრია და ტანსაცმელი გადააფარა.+
13 როგორც კი გზიდან გადაათრია, ყველამ გაიარა; იოაბს გაჰყვნენ და დაედევნენ შებას,+ ბიქრის ვაჟს.
14 შებამ ისრაელის ყველა ტომი გაიარა ბეთ-მააქას აბელამდე.+ შეიკრიბნენ ბიქრელები და მასთან ერთად შევიდნენ ქალაქში.
15 მიადგნენ ისინი ბეთ-მააქას აბელს და ალყა შემოარტყეს, ქალაქის წინ მიწაყრილი გააკეთეს,+ რადგან ქალაქი მიწაყრილით იყო გამაგრებული. იოაბის ხალხი ძირს უთხრიდა გალავანს, რომ დაენგრიათ.
16 ერთმა გონიერმა ქალმა+ ქალაქის გალავნიდან გადმოსძახა: „მომისმინეთ, ხალხო, მომისმინეთ! უთხარით იოაბს, ახლოს მოვიდეს, რომ დაველაპარაკო“.
17 ისიც მიუახლოვდა, ქალმა ჰკითხა: „იოაბი ხარ?“ მან მიუგო: „მე ვარ“. უთხრა მას ქალმა: „მოუსმინე შენს მხევალს“.+ მან მიუგო: „გისმენ“.
18 მან განაგრძო: „ძველად ამბობდნენ, აბელში გამოიკითხონ და იქ გადაწყდება საქმეო.
19 მე მშვიდობიან+ და ერთგულ+ ისრაელთა წარმომადგენელი ვარ, შენ კი გინდა გაანადგურო ქალაქი+ და დედა ისრაელში. რისთვის სპობ+ იეჰოვას მემკვიდრეობას?“+
20 მიუგო მას იოაბმა: „არც კი მიფიქრია განადგურება და მოსპობა.
21 საქმე ის არის, რომ ეფრემის მთიანი მხარის+ მკვიდრმა შებამ,+ ბიქრის ვაჟმა ხელი აღმართა მეფე დავითზე.+ გადმოგვეცით ის+ და მოვშორდებით ქალაქს“.+ უთხრა ქალმა იოაბს: „გალავნიდან გადმოგიგდებთ მის თავს“.+
22 წავიდა ქალი და ელაპარაკა თავისი სიბრძნით+ ხალხს, მოკვეთეს თავი შებას, ბიქრის ვაჟს, და იოაბს გადაუგდეს. ჩაჰბერა მან საყვირს+ და გაეცალნენ ქალაქს, ყველა თავის სახლში წავიდა, იოაბი კი მეფესთან დაბრუნდა იერუსალიმში.
23 იოაბი მთელი ისრაელის მხედართმთავარი+ იყო; ბენაია,+ იეჰოიადას+ ვაჟი, ქერეთელებსა+ და ფელეთელებს+ ედგა სათავეში;
24 ადორამი+ სავალდებულო სამუშაოთა შემსრულებლებს ზედამხედველობდა; იეჰოშაფატი,+ ახილუდის ვაჟი მემატიანე იყო,
25 შევა+ — მწერალი,+ ცადოკი+ და აბიათარი+ კი მღვდლები იყვნენ;
26 იაირელი ირაც დავითის მღვდელი*+ გახდა.
სქოლიოები
^ ანუ მთავარი. იხილეთ 1 მტ. 18:17.