2 სამუელი 22:1—51

22  ასე უმღერა+ დავითმა იეჰოვას იმ დღეს, როცა იხსნა ის იეჰოვამ მისი მტრებისა+ და საულის ხელიდან.+  ასე მღეროდა: „იეჰოვაა ჩემი კლდე,+ ჩემი ციხესიმაგრე+ და მხსნელი.+   ჩემი ღმერთი ჩემი კლდეა!+ თავს შევაფარებ მას,ჩემს ფარსა+ და ხსნის რქას,+ თავშესაფარს მაღლობზე,+ჩემს თავშესაფარს,+ ჩემს მხსნელს.+ შენ მიხსნი ძალადობისგან!+   მოვუხმობ იეჰოვას, დიდად საქებარს,+და დამიხსნის ჩემი მტრებისგან.+   მომაწყდნენ დამღუპველი ზვირთები;+უვარგისი ხალხის მოზღვავება თავზარს მცემდა.+   სამარის* საბელები შემომეხვია+ დასიკვდილის მახეებს წავაწყდი.+   გასაჭირში მოვუხმობდი იეჰოვას,+ვუხმობდი ჩემს ღმერთს.+თავისი ტაძრიდან მოისმინა ჩემი ხმა;+მისწვდა მის ყურს ჩემი ხმა, შველას რომ ვთხოვდი.+  შეირყა და შეიძრა დედამიწა,+შეტორტმანდა ცის საძირკვლები,+ირყეოდა, რადგან განრისხდა იგი.+   კვამლი გამოვიდა მისი ნესტოებიდან და შთამნთქმელი ცეცხლი — მისი პირიდან;+აბრიალებული ნაკვერჩხლები ცვიოდა მისგან.+ 10  მოდრიკა ზეცა და ჩამოვიდა.+შავი ღრუბელი იყო მის ფეხქვეშ.+ 11  ქერუბიმზე ამხედრებული+ მოფრინავდა,სულის ფრთებზე*+ გამოჩნდა. 12  თავის კარვად აქცია სიბნელე,+შავი წყლები და სქელი ღრუბლები.+ 13  ბრწყინვალებით მის წინაშე ნაკვერჩხლები აგიზგიზდნენ.+ 14  ციდან დაიქუხა იეჰოვამ,+უზენაესის ხმა გაისმა.+ 15  ისრებს უშვებდა მათ გასაფანტავად,+ელვას უშვებდა, თავგზა რომ აებნია მათთვის.+ 16  გამოჩნდა ზღვის კალაპოტები,+გაშიშვლდა მიწის საძირკვლები,+რადგან შენ გაკიცხე, იეჰოვა, შენი ნესტოებიდან დაუბერე.+ 17  ზემოდან გამომიწოდა ხელი და ამიყვანა,+დიდი წყლებიდან ამომიყვანა.+ 18  მიხსნა ძლიერი მტრისგან+და ჩემს მოძულეთაგან, რადგან ჩემზე ძლიერები იყვნენ.+ 19  უბედურების დღეს დამიპირისპირდნენ,+მაგრამ იეჰოვა მყავდა საყრდენად.+ 20  გაშლილ ადგილზე გამომიყვანა;+მიხსნა, რადგან სასურველი ვიყავი მისთვის.+ 21  იეჰოვა ჩემი სიმართლისამებრ მაჯილდოებს+და ჩემი სუფთა ხელების მიხედვით მომიზღავს;+ 22  ვინაიდან ვიცავდი იეჰოვას გზებს,+ბოროტება არ ჩამიდენია და არ განვდგომივარ ჩემს ღმერთს;+ 23  მისი სამართალი ჩემ წინაშეა+და არ გადავუხვევ მის წესებს.+ 24  უბიწო+ ვიქნები მის წინაშედა თავს დავიცავ დანაშაულისგან.+ 25  იეჰოვამ მომიზღოს ჩემი სიმართლისამებრ+და ჩემი სიწმინდისამებრ მის თვალთა წინაშე!+ 26  ერთგულს ერთგულებით უპასუხებ+და უბიწო კაცს უბიწოდ მოექცევი;+ 27  წმინდისთვის წმინდა იქნები,+ხოლო მზაკვარს ისე მოექცევი, რომ მოტყუვდება.+ 28  თავმდაბალ ხალხს იხსნი,+მაგრამ შენი თვალები ამპარტავანთა წინააღმდეგაა, რათა დაამცირო ისინი.+ 29  იეჰოვა, შენ აანთებ ჩემს ლამპარს.+იეჰოვა გამინათებს ბნელს.+ 30  შენი შეწევნით გავექცევი მოთარეშეებს,+ჩემი ღვთის შეწევნით გალავანზეც გადავალ.+ 31  სრულყოფილია ჭეშმარიტი ღვთის გზა,+წმინდაა იეჰოვას სიტყვა.+ფარია იგი ყველასთვის, ვინც თავს აფარებს მას.+ 32  ვინ არის ღმერთი, თუ არა იეჰოვა?!+ვინ არის კლდე, თუ არა ჩვენი ღმერთი?!+ 33  ჩემი სიმაგრეა ჭეშმარიტი ღმერთი,+ის გამისრულყოფილებს გზას,+ 34  ფურირმის ფეხებს მომცემს+და მაღლობზე დამაყენებს.+ 35  ჩემს ხელს ბრძოლას ასწავლის+და ჩემს მკლავს სპილენძის მშვილდს მოაზიდვინებს.+ 36  შენ მომცემ შენი ხსნის ფარს,+შენი თავმდაბლობა განმადიდებს.+ 37  ფეხის დასადგამ ადგილს გამიფართოებ,+და კოჭები არ ამიკანკალდება.+ 38  დავედევნები ჩემს მტრებს, რომ გავანადგურო,და არ დავბრუნდები, სანამ არ შეიმუსრებიან.+ 39  შევმუსრავ და გავაცამტვერებ+ მათ და ვეღარ ადგებიან;+ჩემს ფეხებთან დაეცემიან.+ 40  მაცოცხლებელი ძალით შემომსარტყლავ საბრძოლველად;+შენ დაამხობ ჩემს ფეხქვეშ მათ, ვინც წინ აღმიდგება.+ 41  უკუაქცევ ჩემს მტრებს;+დავადუმებ ჩემს მოძულეებს.+ 42  შველას ითხოვენ, მაგრამ არ არის მხსნელი,+უხმობენ იეჰოვას, მაგრამ არ პასუხობს მათ.+ 43  მიწის მტვრად ვაქცევ მათ,ქუჩის ტალახივით გავთელავ+და გავაბრტყელებ. 44  შენ მიხსნი შარიანი ხალხისგან,+შენ დამიფარავ და ერების მთავარი გავხდები.+მომემსახურება უცხო ხალხი.+ 45  უცხოელები ფეხქვეშ გამეგებიან;+დამემორჩილებიან ისინი და მომისმენენ.+ 46  დაუძლურდებიან უცხოელებიდა აცახცახებულები გამოვლენ თავიანთი სიმაგრეებიდან.+ 47  ცოცხალია იეჰოვა,+ კურთხეული იყოს ჩემი კლდე;+განდიდდეს ღმერთი, ჩემი ხსნის კლდე!+ 48  ჭეშმარიტი ღმერთი შურს იძიებს ჩემთვის;+ის მიმორჩილებს ხალხებს,+ 49  ის მიხსნის მტრებისგან.+შენ ამამაღლებ მათზე, ვინც ჩემ წინააღმდეგ აღსდგა;+მიხსნი მოძალადისგან.+ 50  ამიტომაც მადლობას მოგიძღვნი ერებს შორის, იეჰოვა,+ქებას ვუმღერებ შენს სახელს,+ 51  მას, ვინც დიდებულ საქმეებს აკეთებს თავისი მეფის სახსნელად,+სიკეთეს* ავლენს თავისი ცხებულის მიმართ,+დავითისა და მისი შთამომავლის მიმართ მარადიულად“.+

სქოლიოები

ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.
ანუ ქარის ფრთებზე.
იხილეთ 2:5-ის სქოლიო.