2 სამუელი 24:1—25

24  კვლავ+ აენთო იეჰოვას რისხვა ისრაელზე, როცა ვიღაცამ წააქეზა დავითი და უთხრა: „წადი, აღრიცხე+ ისრაელი და იუდა“.  სთხოვა მეფემ იოაბს,+ თავის მხედართმთავარს: „მოიარე ისრაელის ყველა ტომი დანიდან ბეერ-შებამდე+ და აღრიცხეთ ხალხი,+ რომ ვიცოდე მათი რიცხვი“.+  იოაბმა მეფეს უთხრა: „იეჰოვამ, შენმა ღმერთმა გააასმაგოს თავისი ხალხი და ეს თავისი თვალით დაინახოს მეფე-ბატონმა. მაგრამ რატომ მოინდომა ეს საქმე მეფე-ბატონმა?“+  ბოლოს იმძლავრა მეფის სიტყვამ+ იოაბზე და ლაშქრის მეთაურებზე; წავიდნენ მეფისგან იოაბი და ლაშქრის მეთაურები ისრაელი ხალხის აღსარიცხავად.+  გადალახეს იორდანე და აროერთან+ დაბანაკდნენ, ქალაქის მარჯვნივ, ხევის შუაში, იქიდან კი გადისკენ+ და იაზერისკენ+ წავიდნენ.  მივიდნენ გალაადში,+ თახთიმ-ხოდშის მიწაზე, საიდანაც დან-იაანისკენ გაემართნენ და სიდონის+ მიდამოები მოიარეს.  მიადგნენ ტვიროსის+ სიმაგრეს, ხიველებისა+ და ქანაანელების ქალაქებს და ბოლოს იუდას ნეგებში+ გაჩერდნენ ბეერ-შებასთან.+  მოიარეს მთელი მიწა და ცხრა თვისა და ოცი დღის შემდეგ იერუსალიმში დაბრუნდნენ.  აცნობა იოაბმა მეფეს აღრიცხული ხალხის რაოდენობა;+ ისრაელში მახვილის ამღები რვაასი ათასი ვაჟკაცი აღირიცხა, იუდაში კი — ხუთასი ათასი.+ 10  გული აუჩქარდა+ დავითს ხალხის აღრიცხვის შემდეგ. უთხრა დავითმა იეჰოვას: „დიდად შევცოდე,+ ეს რომ გავაკეთე. იეჰოვა, გთხოვ, აპატიე შენს მსახურს დანაშაული,+ მეტისმეტად უგუნურად+ მოვიქეცი!“ 11  როცა ადგა დილით დავითი, იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა წინასწარმეტყველ გადს,+ დავითის წინასწარმხილველს,+ და უთხრა: 12  «წადი და უთხარი დავითს, ასე ამბობს-თქო იეჰოვა: „სამ რამეს შემოგთავაზებ+ და შენ თვითონ აირჩიე, რომლით დაგსაჯო“».+ 13  მივიდა გადი დავითთან და ჰკითხა:+ „რა გირჩევნია: შვიდ წელიწადს იყოს შიმშილობა შენს მიწაზე,+ სამ თვეს გაურბოდე შენს მტერს+ და ის გდევნიდეს, თუ სამ დღეს ჭირი ჰქონდეს მოდებული შენს მიწას?+ ახლა იფიქრე და გადაწყვიტე, რა ვუპასუხო ჩემს გამომგზავნელს“. 14  მიუგო დავითმა გადს: „ძალიან დამამწუხრა ამ ამბავმა. იეჰოვას ხელში ჩავარდნა მირჩევნია,+ რადგან დიდად მწყალობელია იგი;+ ოღონდ კაცის ხელში ნუ ჩამაგდებ“.+ 15  დილიდან მოუვლინა იეჰოვამ ჭირი+ ისრაელს დათქმულ დრომდე და სამოცდაათი ათასი კაცი გაწყდა+ დანიდან ბეერ-შებამდე.+ 16  ანგელოზს+ იერუსალიმისკენ ჰქონდა ხელი გაწვდილი მის შესამუსრავად; გადაიფიქრა+ იეჰოვამ ეს უბედურება და უთხრა ხალხის შემმუსვრელ ანგელოზს: „კმარა! დაუშვი ხელი!“ იეჰოვას ანგელოზი იებუსელი+ არავნას+ კალოსთან იყო გაჩერებული. 17  როცა დაინახა დავითმა ანგელოზი, რომელიც ხალხს ხოცავდა, იეჰოვას უთხრა: „მე შევცოდე და მე დავაშავე, ამ ცხვარმა+ რა დააშავა?! ჩემზე+ და მამაჩემის სახლზე იყოს შენი ხელი“. 18  მივიდა გადი დავითთან იმავე დღეს და უთხრა: „ადი და იებუსელი+ არავნას კალოზე სამსხვერპლო აღუმართე იეჰოვას“. 19  ავიდა დავითი გადის სიტყვისამებრ, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები.+ 20  როცა არავნამ მისკენ მიმავალი მეფე დაინახა მსახურებთან ერთად, მაშინვე გამოეგება, პირქვე დაემხო+ მეფის წინაშე და მდაბლად თაყვანი სცა.+ 21  ჰკითხა არავნამ: „რისთვის მოსულა მეფე-ბატონი თავის მსახურთან?“ დავითმა მიუგო: „კალოს საყიდლად+ მოვედი, სამსხვერპლო რომ ავუგო იეჰოვას და შეწყდეს ხალხში ეს უბედურება“.+ 22  უთხრა არავნამ დავითს: „რასაც მეფე-ბატონი მოისურვებს,+ ის შესწიროს; აი საქონელი დასაწვავ შესაწირავად, კევრი და საქონლის უღელი შეშად.+ 23  მეფეო, ყველაფერს მოგცემს არავნა“. უთხრა არავნამ მეფეს: „იეჰოვა, შენი ღმერთი გწყალობდეს!“+ 24  მიუგო მეფემ არავნას: „არა, უნდა ვიყიდო,+ ვერ შევწირავ იეჰოვას, ჩემს ღმერთს, მუქთ დასაწვავ მსხვერპლს“.+ იყიდა+ დავითმა კალო და საქონელი ორმოცდაათ შეკელ ვერცხლად. 25  აუგო იქ დავითმა იეჰოვას სამსხვერპლო+ და შესწირა დასაწვავი მსხვერპლი და მშვიდობის მსხვერპლი*. შეისმინა იეჰოვამ მათი ვედრება+ იმ მიწისთვის და შეწყდა უბედურება ისრაელში.

სქოლიოები

ან საზიარო მსხვერპლი.